პოლონეთის პრუსიული ანექსია

პრუსიის ნაწილი აღნიშნავს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ყოფილ ტერიტორიებს რომლის ანექსიაც მოახდინა პრუსიამ პოლონეთის დანაწილების შემდეგ, (1772-1795 წლებში).

პოლონეთის დანაწილება
პრუსიის ზრდა. ყვითლად მონიშნულია პოლონეთის დანაწევრებით მიღებული ტერიტორიები
პრუსიის სამეფო (1871–1918)

პრუსიის სამეფომ (XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილი როგორც გერმანიის იმპერია) პოლონეთის სამივე დანაწილლების დროს მოახდინა მისი ტერიტორიების ანექსია, ამასთან ის ამ პროცესების მთავარი ინიციატორი იყო.

პრუსიის ნაწილის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებია:

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პრუსიამ პოლონეთის ანექსირებული ტერიტორიები შემდეგნაირად:

პირველი დანაწევრების დროს პრუსიამ მიიღო 36,000 კმ² და დაახლოებით 600,000 ადამიანი. მეორე დაყოფის დროს - 58,000 კმ² და 1 მილიონი მოსახლე. მესამე დაყოფისას - 55,000 კმ² და 1 მილიონი ადამიანი. ჯამში პრუსიას ყოფილი თანამეგობრობის მიწების დაახლოებით 20% (149 000 კმ²) და მოსახლეობის 23% (2.6 მილიონი ადამიანი) ერგო.[1] გეოგრაფიული თვალსაზრისით პრუსიის მიერ ანექსირებული ტერიტორია შეადგენდა პროვინციას: დიდი პოლონეთი (პოლ. Wielkopolska).

დროთა განმავლობაში ადმინისტრაციული დაყოფა იცვლებოდა. პრუსიის დიდი ადმინისტრაციული ერთულები რომლებიც პოლონეთის ტერიტორიებს შეიცავდნენ იყო:

საზოგადოება

რედაქტირება

პრუსიულ ნაწილში მცხოვრები პოლონელები განიცდიდნენ ძლიერ გერმანიზაციას. (გერმ. Kulturkampf).[2] თუმცა ამ პოლიტიკას გერმანელი ლიდერებისთვის მოსალოდნელი ეფექტის საპირისპირო შედეგი ჰქონდა: ასიმილაციის ნაცვლად პოლონელთა უმცირესობა უფრო ორგანიზებული გახდა და მათი ეროვნული თვითშეგნება გაიზარდა.[2] დანარჩენ ორ: რუსულ და ავსტრიულ ნაწილებთან შედარებით აქ განათლების დონე უფრო მაღალი იყო.[2]

ეკონომიკა

რედაქტირება

ეკონომიკური თვალსაზრისით პრუსიის მიერ ანექსირებული ნაწილი, პრუსიის მთავრობის პროგრესული პოლიტიკის წყალობით ყველაზე მეტად იყო განვითარებული.[2] გერმანიის მთავრობა ხელს უწყობდა ეფექტიანი სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, ფინანსური ინსტიტუტების და ტრანსპორტის განვითარებას.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. პიოტრ სტეფან ვანდიცი, თავისუფლების ფასი: აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ისტორია შუასაუკუნეებიდან დღემდე, Routledge (UK), 2001, ISBN 0-415-25491-4, Google Print, გვ.133
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Andrzej Garlicki, პოლონურ-ქართული სამხედრო კავშირი, Polityka: Wydanie Specjalne 2/2008, ISSN 1730-0525, pp. 11–12