პოლონეთის ავსტრიული ანექსია
ავსტრიის ნაწილი აღნიშნავს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ტერიტორიას, რომელსაც მეთვრამეტე საუკუნეში, პოლონეთის დაყოფის დროს ავსტრიის იმპერია დაეუფლა.
ისტორია
რედაქტირებაავსტრიის იმპერიამ (XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილი როგორც ავსტრია-უნგრეთის იმპერია) მიითვისა პოლონეთის მიწები, მისი პირველი (1772) და მესამე (1795) დაყოფების დროს.
ავსტრიის ნაწილის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებია:
- ვარშავის საჰერცოგოს ჩამოყალიბება (1807), მისი გაფართოება პოლონეთ-ავსტრიის ომის შემდეგ (1809) და ვენის კონგრესზე მისი გაუქმება (1815).
- კრაკოვის თავისუფალი ქალაქის ჩამოყალიბება და აჯანყების შემდეგ მისი გაუქმება (1846).
- პირველ მსოფლიო ომში, ავსტრიულ-უნგრულ არმიაში პოლონური ლეგიონის ჩამოყალიბება (1914).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაავსტრიის იმპერიამ ყოფილი თანამეგობრობის ტერიტორიები შემდეგნაირად დაყო:
- გალისიის და ლოდომერიის სამეფო - (1772-1918) წლები.
- დასავლეთ გალისია - (1795-1809) წლები.
- თავისუფალი ქალაქი კრაკოვი - (1815-1846) წლები.
საზოგადოება
რედაქტირებათავიდან ავსტრიის მთავრობა მის ახალ პოლონურ ნაწილს არანაირ ანგარიშს არ უწევდა.[1] თუმცა XX საუკუნის დასაწყისში, დანარჩენ ორ ნაწილთან შედარებით (რუსეთის ნაწილი და პრუსიის ნაწილი) ავსტრიის ნაწილს ყველაზე მეტი ავტონომია ჰქონდა.[2] ადგილობრივ მთავრობას ჰქონდა შედარებით დიდი უფლებები, პოლონური ენა იყო აღიარებული ოფიციალურ ენად რეგიონში. პოლონური გამოიყენებოდა სკოლებსა და ორგანიზაციებში. პოლონურ პარტიებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ავსტრო-უნგრულ პოლიტიკაში.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ნორმან დეივისი: God's Playground, გვ. 102-119: GALICIA: ავსტრიის ნაწილი (1773-1918)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jerzy Lukowski, Hubert Zawadzki, პოლონეთის მცირე ისტორია, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001, ISBN 0-521-55917-0, Google Print, გვ.129
- ↑ 2.0 2.1 Andrzej Garlicki, პოლონეთ საქართველოს სამხედრო ალიანსი, Polityka: სპეციალური გამოშვება 2/2008, ISSN 1730-0525, გვ. 11-12