თავისუფალი ქალაქი კრაკოვი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|თავისუფალი ქალაქი კრაკოვი}} |
თავისუფალი, დამოუკიდებელი და მთლიანად ნეიტრალური ქალაქი კრაკოვი მხარესთან ერთად (პოლ. Wolne, Niepodległe i Ściśle Neutralne Miasto Kraków z Okręgiem), უფრო ცნობილია როგორც თავისუფალი ქალაქი კრაკოვი ან კრაკოვის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Krakowska, გერმ. Republik Krakau) — ქალაქი-სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა ვენის კონგრესის მიერ 1815 წელს, სამი მეზობელი ქვეყნის (რუსეთის იმპერია, პრუსია, და ავსტრიის იმპერია) ზედამხედველობით. არსებობდა 1846 წლამდე, მანამ, სანამ წარუმატებელი კრაკოვის აჯანყების შედეგად მისი ანექსია მოახდინა ავსტრიის იმპერიამ. ის იყო ვარშავის საჰერცოგოს ნარჩენი პოლონეთის გაყოფის დროს 1815 წელს სამ ქვეყანას შორის. ეს სახელმწიფო შეიქმნა 1815 წლის 18 ოქტომბერს ვარშავის სამთავროს სამხრეთში როგორც ნახევრად დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკა, რომელიც ხელმძღვანელობდა ნაპოლეონის კოდექსით და საკუთარი კონსტიტუციით. თავიდან კრაკოვი სარგებლობდა ზომიერი შიდა ავტონომიით. 1830 წ-მდე. აღმასრულებელ ხელისუფლებას ფორმალურად წარმოადგენდა სენატი რომელიც 12 სენატორისაგან შედგებოდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა წარმომადგენელთა კრების, იაგელონის უნივერსიტეტის და მეურვე სახელმწიფოთა წარმომადგენლები. საკანონმდებლო ხელისუფლება თეორიულად ეკუთვნოდა ნახევრად-დემოკრატიულ არჩეულ წარმომადგენელთა კრებას, მაგრამ ამ პალატის ყველა გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება ჰქონდათ მეურვე სახელმწიფოების წარმომადგენლებს. ზომიერი შიდა ავტონომია დაკარგული იქნა შიდა უთანხმოებების შედეგად, რომელიც გამოიყენეს მეურვე სახელმწიფოებმა. ამ ქვეყნებმა 1828 წელს გადასცეს ფაქტობრივი ხელისუფლება ეპურაციონულ კომიტეტს, სადაც იყვნენ მხოლოდ მორჩილი სენატორები. ნოემბრის ამბოხებისას შიდა ავტონომია დროებით დაბრუნებულ იქნა, ხოლო თავისუფალი ქალაქის ტერიტორია გახდა პოლონეთის სხვა მეამბოხეების მხარდამჭერის ადგილად 1833 წ. მეურვე ქვეყნებმა ქალაქს თავს მოახვიეს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც მინინუნამდე შეზღუდა მოქალაქეების გავლენა ქვეყნის ბედზე. ქალაქს წაართვეს თავისუფალი ვაჭრობის უფლებაც. შიდა ავტონომიას ბოლო მოუღო ავსტრიის ოკუპაციამ, რომელიც გრძელდებოდა 1836-1846 წლებამდე. 1846 წელს დაიწყო ნოემბრის აჯანყება, რომელმაც საბოოლოდ შეწყვიტა ამ ქვეყნის არსებობა. მისი ტერიტორია 1846 წლის 16 ნოემბერს ფორმალურად მიუერთეს ავსტრიას.
თავისუფალი, დამოუკიდებელი და მთლიანად ნეიტრალური ქალაქი კრაკოვი მხარესთან ერთად[1] Wolne, Niepodległe i Ściśle Neutralne Miasto Kraków z Okręgiem ქალაქი-სახელმწიფო | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | კრაკოვი | ||||||||
ენა | პოლონური ენა | ||||||||
ფულის ერთეული | პოლონური ზლოტი | ||||||||
სტატუსი | ავსტრიის იმპერიის პრუსიის და რუსეთის იმპერიის პროტექტორატი | ||||||||
ფართობი | 1815 - 11164 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 1815 დაახლ.- 95000 1843 დაახლ. - 146000 | ||||||||
მმართველობის ფორმა | რესპუბლიკა | ||||||||
სენატის თავი | |||||||||
საკანონმდებლო ორგანო | წარმომადგენელთა შეკრება (ყრილობა) | ||||||||
ისტორია | |||||||||
- ვენის კონგრესი | 1815 | ||||||||
- პოლონეთის აჯანყება | 1830 წლის 29 ნოემბერი | ||||||||
- კრაკოვის აჯანყება | 1846 წლის 16 ნოემბერი | ||||||||
თავისუფალი ქალაქის კრაკოვის გაჩენა
რედაქტირებაკრაკოვის რესპუბლიკა გაჩნდა 1815 წელს ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით. მისი შექმნის ინიციატორი იყო მეფე ალექსანდრე I, რომელმაც სამი ქვეყნის მოლაპარაკებებზე პოლონეთის გაყოფის შესახებ, წამოაყენა წინადადება გადაექციათ კრაკოვი და ტორუნი თავისუფალ ქალაქებად. ტორუნი შემდეგ პრუსიას გადასცეს, ხოლო კრაკოვი მიმდებარე მიწებით გადააქციეს "თავისუფალ, დამოუკიდებელ და ნეიტრალიზებულ" ქვეყანად რუსეთის, პრუსიის და ავსტრიის მეურვეობის ქვეშ. ახალ სახელმწიფოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება – მის ინტერესებს წარმოადგენდნენ სამი მეურვე სახელმწიფო. ეს სახელმწიფოები იღებდნენ ვალდებულებას პატივი ეცათ თავისუფალი ქალაქის ნეიტრალიტეტზე და არავითარ შემთხვევაში არ შეეყვანათ მის ტერიტორიაზე თავისი ჯარები. სამაგიეროდ კრაკოვს უნდა გადაეცა მათთვის ჯაშუშები და დეზერტირები რომლებიც თავს შეაფარებდნენ მას. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქალაქი გახდა სხვა პოლონური მიწებიდან წამოსული პირებისათვის თავშესაფარი და მეამბოხეთა "კორიდორად", 1846 წლის კრაკოვის აჯანყების დაწყებამდე. ქვეყნის გამოცხადების ფორმალურ თარიღად ითვლებოდა 1815 წლის 18 ოქტომბერი, რომელსაც აღნიშნავდნენ როგორც სახელმწიფო დღესასწაულს.
გეოგრაფია, მოსახლეობა, ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებათავისუფალი ქალაქი კრაკოვი გაჩნდა ვარშავის სამთავროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვისლის მარცხენა სანაპიროზე. მისი ფართობი იყო 1234 კვადრატული კილომეტრი (სხვა მონაცემებით – 1164) და ესაზღვრებოდა რუსეთს, პრუსიას და ავსტრიას. მის ტერიტორიაზე კრაკოვის გარდა, იყო 224 სოფელი (მიახლოებით მათი 60% კერძო მფლობელობაში იყო) და 3 ქალაქი – ხჟანუვი, ტჟებინია და ნოვა გურა. 1815 წელს მოსახლეობა იყო მიახლოებით 95 ათასი ად., ხოლო 1843 წელს თითქმის 146 ათასი, მათ შორის 85% - კათოლიკე, დანარჩენები კი ძირითადად ებრაელები იყვნენ. თავისუფალი ქალაქი კრაკოვი გაყოფილი იყო 17 სასოფლო გმინად, ხოლო თვითონ ქალაქი 9 საქალაქო გმინად[2].. სასოფლო გმინი შედგებოდა რამდენიმე სოფლისაგან, ზოგი კი ქალაქებისგან (ხჟანუვი, ტჟებინია, 1817 წლიდან ნოვა გურა). თავისუფალი ქალაქის კონსტიტუციის IX სტატიის საფუძველზე გმინის ადმინისტრაციის სათავეში იყო სტაროსტა (ვოიტი), რომელსაც ირჩევდნენ გმინის კრებაზე 2 წლით. სტაროსტის კანდიდატის მიმართ იყო შემდეგი მოთხოვნები: სრულწლოვნება, წუნდაუდებელი ხასიათი, წერა-კითხვის ცოდნა, ასევე პოლონურის ცოდნა[3]. 1839 წ. გაიმართა კრაკოვის ადმინისტრაციული დაყოფის რეფორმა, რომელმაც გმინები შეცვალა უფრო მსხვილმა ადმინისტრაციულმა ერთეულმა - დისტრიქტმა, სადაც სტაროსტები შეცვალა დისტრიქტების კომისრებმა. სხებთან ერთად შეიქმნა ავერნიის, ხჟანოვის, კრაკოვის, იავოჟნეს, კჟეშოვიცის, ტჟებინის და ა.შ. დისტრიქტები. თავისუფალი ქალაქის ყველაზე მდიდარი გვარი იყო პოტოცკი კჟეშოვიციდან რომელიც ფლობდა 11 სოფელს. მდიდარი გვარების უმრავლესობა კრაკოვში ცხოვრობდნე, რადგანაც ეს იძლეოდა საშუალებას ბავშვებს ევლოთ სკოლაში და აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
სახელმწიფო წყობილება, კონსტიტუცია
რედაქტირება1815 წლის 3 მაისის ვენის კონგრესის აქტის მიხედვით კრაკოვს წარედგინა მისაღები კონსტიტუცია, რომლის რედაქტირება მოახდინა თავადმა ადამ ეჟი ჩარტორისკიმ, ხოლო გარანტად უნდა გამოსულიყვნენ მოურავი ქვეყნები. შემდეგ კი ორგანიზებულ კომისიას რომლის შემადგენლობაში იყვნენ ამ ქვეყნების კომისრები და თავისუფალი ქალაქის სენატორები, უნდა ემუშავა კონსტიტუციის დასახვეწად და ადმინისტრაციის ორგანიზაციისათვის. სოფლის სპეციალურად შექმნილ კომისიას უნდა დაერეგულირებია გლეხების სამართლებრივი სტატუსი. კონსტიტუციის ტექსტი გამოქვეყნებული იქნა 1818 წლის 11 სექტემბერს. მის მიერ მიღებული დადგენილებების მიხედვით აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნოდა სენატს, რომელიც 12 კაცისაგან შედგებოდა, რომელთაგან 8 ირჩევდნენ წარმომადგენელთა ყრილობაზე, 2 კაპიტულა და 2 უნივერსიტეტი. საკანონმდებლო ინიციატივა და პოლიციისა და ადმინისტრაციის შექმნაში განსაკუთრებულობა სენატს აძლევდა მეტ უპირატესობას ვიდრე ყრილობას. წარმომადგენელთა კრება შედგებოდა 41 წევრისაგან, რომელთაგან 26 გმინის კრებებზე ირჩევდნენ, 3 სენატორებთაგან სენატორები ირჩევდნენ, 3 კაპიტული კანონიკებს შორის და 3 უნივერსიტეტი პროფესორებსა და დოქტორებს შორის. დარჩენილი 6 ადგილი ეკუთვნოდათ ეგრეთ წოდებულ მაგისტრებს, მოსამართლეებს. კრებას ჰქონდა საკანონმდებლო და კონტროლის ფუნქციები. იკრიბებოდა ერხელ წელიწადში ბიუჯეტის დასამტკიცებლად, სახელმწიფო მოხელეების მუშაობის კონტროლისათვის, სენატორებისა და მოსამართლეების ასარჩევად. კონსტიტუცია მის საკანონმდებლო ინიციატივებს სენატის თანხმობაზე დამოკიდებულებაში აყენებდა, რომელსაც ჰქონდა უფლება ერთი წლით გადაედო დადგენილებების აღსრულება, თუკი ის უმრავლესობით არ იყო მიღებული და სულ ცოტა ხმების 7/8 ჰქონდა. არჩევითი უფლება რესპუბლიკაში მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორებმა, მასწავლებლებმა, მხატვრებმა, საერო სამღვდელოებამ, ფაბრიკების და სახელოსნოების ხელმძღვანელებმა, ვაჭრებმა და მეურნეობების და სახლების მესაკუთრეებმა, რომლებიც იხდიდნენ სულ ცოტა 50 პოლონურ ზლოტს მიწის გადასახადს. კრების ან სენატის კანდიდატებისაგან კონსტიტუცია მოითხოვდა დაემთავრებინათ რომელიმე პოლონური უნივერსიტეტი. გამონაკლისს წარმოადგენდნენ ვარშავის სამთავროს ყოფილი მოხელეები, და ასევე მოურავი ქვეყნების მიერ დანიშნულები. კონსტიტუცია იძლეოდა გარანტიას კანონის წინაშე თანასწორობისა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობისა და პოლონური ენის უპირატესობას. სახელმწოფო რელიგია იყო კათოლიციზმი, სხვა ქრისტიანულ სარწმუნოებებს უზრუნველყოფდა სამოქალაქო უფლებების დაცვით, არაქრისტიანებს კი - ტოლერანტობით და სამართლებრივ მეურვეობით.
თავისუფალი ქალაქის კრაკოვის პოლიტიკური ცხოვრება 1815-1830 წლებში
რედაქტირებაკრაკოვში მოვლენებზე კონტროლს აწარმოებდნენ მეურვე ქვეყნები, ისინი ნიშნავდნენ კომისრებს, რომელთა გავლენა და უფლებამოსილება ამ ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე ყოველ წელს სულ უფრო იზრდებოდა. რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარ ფიგურას წარმოადგენდა სენატის თავმჯდომარე, მიუხედავადიმისა, რომ 1818 წლის კონსტიტუცია მას არ ანიჭებდა ფართო უფლებამოსილებას. თავად ა.ე. ჩარტორისკის მცდელობის შედეგად და მისი კანდიდატურის მიღების შემდეგ პრუსიის, რუსეთისა და ავსტრიის მიერ თავისუფალი ქალაქის კრაკოვის სენატის პირველი თავმჯდომარე გახდა სტანისლავ ვოძიცკი, შლიახტის წარმომადგენელი, კრაკოვის დეპარტამენტის ყოფილი პრეფექტი. ვოძიცკის ირგვლივ გაერთიანდნენ კონსერვატორი მიწათმფლობელები და არისტოკრატია, რომლებიც სუსტად იყო დაკავშირებული კრაკოვის ფილისტერებთან და რომლებიც იმედოვნებდნენ კრაკოვის სწრაფ მიერთებას პოლონეთის სამეფოსთან. ეს საზოგადოება უცვლელად დომინირებდა სენატში, ხოლო მისი თავმჯდომარე უეჭველად თანამშრომლობდა მეურვეებთან ადგილობრივი ლიბერალებისა და დემოკრატიული მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლაში. კონსერვატორებს ეწინააღმდეგებოდნენ ლიბერალები, რომლებსაც ჰქონდათ დიდი მხარდაჭერა შუა ფენებში და უნივერსიტეტში. მათ ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი ვალენტი ლიტვინსკი. ლიბერალები აცხადებდნენ ლოზუნგს კრაკოვის სუვერენიტეტის გაფართოების შესახებ და აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას შესაძლებლობების გამოუყენებლობაზე, რომელიც კონსტიტუციით იყო გარანტირებული, მეურვე ქვეყნების კართან წარმომადგენლობების შექმნისათვის. მათ ჰქონდათ ძლიერი პოზიცია წარმომადგენელთა კრებაზე, ყრილობაზე და პრუსიის ჩუმი მხარდაჭერით სარგრბლობდნენ, რომელიც იღებდა მნიშვნელოვან მოგებას კრაკოვთან ვაჭრობით. 1827 წლამდე ვოძინსკის პარტია ბატონობდა ადმინისტრაციაში და სენატში, ის ადმინისტრაციის ორგანიზაციას და ხაზინას უნარიანად ხელმძღვანელობდა. პირველი სერიოზული შეტაკება სენატსა და სეიმს შორის მოხდა 1817 წელს, რაც გამოიწვია სეიმის მიერ ბიუჯეტში განხორციელებულმა ცვლილებებმა. სენატმა ეს ცვლილებები უკანონოდ ცნო და ვაძინსკიმ მიმართა მეფე ალექსანდრეს. მეფემ დაამტკიცა ცვლილებები ბიუჯეტში, თუმცა მომავალში აუკრძალა სეიმს ასეთი ცვლილებების დამოუკიდებლად გატარება. ეს მოვლენა გახდა პირველი შემთხვევა, როდესაც კრაკოვის ხელისუფლებამ მიმართა მეურვეთა კარს. ასეთი მოქმედების პრაქტიკა რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, გახდა წესად შიდა დავების გადასაწყვეტად. 1820 წელს საქმე სტუდებტურ მღელვარებამდეც მივიდა, რომელმაც დავის პროვოცირება მოახდინა სენატსა და უნივერსიტეტს შორის. როდესაც ერთი წლის შემდეგ გაიხსნა საიდუმლო სტუდენტური ახალგაზრდული ორგანიზაცია (თეთრი არწივი) ვოძინსკიმ ისევ მეურვეთა კარს მიმართა. ამ აქციის შედეგი იყო უნივერსიტეტის და რექტორის ავტონომიის შეზღუდვა, რომელიც იმ მომენტამდე პოლიტიკურ კონკურენციას უწევდა სენატის დავმჯდომარეს. მაგრამ 1827 წელს, კონსერვატორების ბანაკში შიდა არეულობის შედეგად, სეიმმა თავის თავმჯდომარედ აირჩია იუზეფ ნიკოროვიჩი, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ამან გამოიწვია პოლიტიკური დაძაბულობა კრაკოვის რესპუბლიკაში. კონსერვატორებმა ფლორიან სტრაშევსკის და იან მერშევსკის მეთაურობით არ ცნეს ახალი თავმჯდომარე და დატოვეს სხდომა სეიმის დეპუტატების ნაწილის უმაღლესი განათლების არ ქონის მიზეზით. სიტუაცია გამოიყენეს მეურვე ქვეყნებმა: კრებას გამოუგზავნეს ნოტა, სადაც მითითებული იყო მისი მოქმედების უკანონობა, ხოლო ვოძინსკის თანამდებობაზე დარჩენა მოთხოვეს. ვოძინსკი მას შემდეგ მართავდა რეზიდენტების მხარდაჭერით, ხოლო სეიმის მოღვაწეობა შეწყდა. 1828 წელს რუსეთის ინიციატივით გაჩნდა ეგრეთ წოდებული ეპურაციული კომიტეტი, რომელიც მოქმედებდა რეზიდენტებთან მჭიდრო კავშირში. მასში იყვნენ ვოძინსკი და 3 რუსეთის მორჩილი სენატორი. მისი მოქმედების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ოლიგარხიის უპირატესობის გაგრძელება, რომლებიც შედგებოდნენ პრორუსული და პრომეურვე ადამიანებისაგან. კომიტეტმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მთელი რიგი სენატორები, მოხელეები და უნივერსიტეტის პროფესორები. გააძლიერა ასევე სენატის თავმჯდომარის ძალაუფლება. ამ ცვლილებების მომხრე იყო მეფე ნიკოლოზ I, რომელიც ცდილობდა თავს მოეხვია რესპუბლიკისათვის ახალი კონსტიტუცია, რისკენაც დიდი ხანი მიდიოდა კონსერვატორი ვოძისკი. მეურვეთა კარი ფიქრობდა ახალი კონსტიტუციის გამოცხადებას 1830 წლის ნოემბერში, წინასწარ ჯარის შეყვანის შემდეგ. ამ გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალა ნოემბრის აჯანყებამ პოლონეთის სამეფოში.
კრაკოვი ნოემბრის აჯანყების დროს
რედაქტირებანოემბრის ამბოხებამ დიდი გამოცოცხლება გამოიწვია კრაკოვის რესპუბლიკაში, რომელიც პოლონეთის სამეფოში იარაღის კონდრაბანდის მთავარ ცენტრს და დიპლომატიურ კონტაქტებში შუამავალს წარმოადგენდა. 4 დეკემბერს შეიქმნა ეროვნული გვარდია, ხოლო 1831 წლის 16 იანვარს სტუდენტურმა ახალგაზრდობამ იაცკა გუდრაიჩიკის ხელმძღვანელობით დააპატიმრა ვოძიცკი, რომელიც აიძულეს გადამდგარიყო და 18 იანვარს წასულიყო კრაკოვიდან. სენატში დაბრუნდნენ ეპურაციული კომიტეტის მიერ გაგდებული წევრები. კრაკოვიდან პოლონეთის სამეფოში გადადიოდნენ ახალგაზრდები, რათა გაეძლიერებინათ მეამბოხეთა რიგები, ხოლო ვარშავის ეროვნულმა მთავრობამ რესპუბლიკაში დანიშნა თავისი წარმომადგენელი ლუდვიგ მორშტინის სახით. მასთან შეთანხმებით სამეფოში იარაღს აწვდიდნენ ადგილობრივი ბანკირები - იან ნეპომცენ ვალტერი და ბოხენკი. აჯანყების მარცხმა, შიმშილმა და ხოლერის ეპიდემიამ იმ დროისათვის შეანელა ხალხის ენთუზიაზმი. 1831 წ. ნოემბერში, სამუელ რუჟიცკის კორპუსის დევნისას რუსმა გენერალმა რუდიგერმა დაიკავა კრაკოვი და იქ იმყოფებოდა 2 თვის განმავლობაში, მიუხედავადსაფრანგეთის და ინგლისის პროტესტისა, დაუთმო მხოლოდ ავსტრიის ჯარს.
სამეურვეო კარის პოლიტიკა ნოემბრის აჯანყების შემდეგ. 1833 წლის კონსტიტუცია
რედაქტირებანოემბრის ამბოხების შემდეგ რუსეთმა და ავსტრიამ დაკარგა იმედი პოლონელ შლიახტებთან ურთიერთქმედებისა კრაკოვის რესოუბლიკაში. იმ დროიდან მათი პოლიტიკა მიდიოდა მხოლოდ რესპუბლიკის უფლებების თავისუფლების შეზღედვისკენ. პრუსია ჩუმად მხარს უჭერდა კრაკოვის ლიბერალურ მოძრაობებს, ხოლო 1840 წლისთვის დაიწყო რესპუბლიკის ტრაქტირება დიპლომატიურ ურიერთობებში როგორც სუვერენული სახელმწიფო. მაგრამ კრაკოვთან ვაჭრობით მიგებული მოგება არ ღირდა მოკავშირეებთან ურთიერთობების გაფუჭებაზე და ზავის დარღვევაზე. მეურვეთა კარები მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ხოლო ამბოხების შემდეგ კრაკოვში ძალაუფლების აღების მთავარი კანდიდატი იყო ავსტრია. ამ დროისათვის კრაკოვი გახდა პოლონური დემოკრატიის იატაკქვეშეთის და ემიგრანტული მოქმედების ცენტრი. რუსეთის შედარებით ლიბერალური პოლიტიკა ემიგრანტებს უადვილებდა კრაკოვამდე მიღწევას, მაგრამ მათ ადევნებდნენ აგენტებს და პროვოკატორებს. 1833 წლის ემიგრანტების უშედეგო ცდამ აჯანყების ორგანიზებისა მეურვე სახელმწიფოებს საფუძველი მისცა 30 მაისს გამოეცხადებინათ ახალი 1833 წლის კონსტიტუცია. ეს აქტი, მნიშვნელოვნად კვეცდა კრაკოვის თავისუფლებას, რაც ეწინააღმდეგებოდა ვენის კონგრესის გადაწყვეტილებას. მეურვე სახელმწიფოთა რეზიდენტთა კონფერენციამ მიიღო სენატსა და სეიმს შორის კონფლიქტების აღმოფხვრის და კონსტიტუციის განმარტების ინსტანციის რანგი. ის ამტკიცებდა სენატის თავმჯდომარის არჩევნებს. სენატორების რაოდენობა შემცირდა 8-მდე, ხოლო სეიმის დეპუტატების რომელიც ირჩეოდა ყოველ 3 წელიწადში 30-მდე. შეიზღუდა ბეჭდვის თავისუფლება, ასევე ქალაქს აუკრძალეს თავისუფალი ვაჭრობა პოდგუჟეში. 1835 წლის 14 ოქტომბერს ბერლინში რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ ხელი მოაწერეს საიდუმლო ტრაქტატს, რომელიც ითვალისწინებდა მის ოკუპაციას იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა აქციების ჩატარება სუვერენიტეტის დაცვის მოთხოვნით. 1835 წ. ცეპლიცის ყრილობაზე გადაწყდა რომ ამ ოკუპაციას აწარმოებდა ავსტრია. იგეგმებოდა ოკუპაცია საზღვრების მცირე კორექტირებით პრუსიის სასარგებლოდ.
თავისუფალი ქალაქის პოლიტიკური ცხოვრება 1836-1846 წლებში. ავსტრიის ოკუპაცია
რედაქტირება1836 წ. იანვარში კრაკოვში პოლონელი ხალხის გაერთიანების აგენტის მიერ მოკლული იქნა რუსი ჯაშუში ბეგრენს-პავლოვსკი. რის საპასუხოდ მეურვეთა საბჭომ მოითხოვა ყველა ემიგრანტის გაძევება 8 დღის განმავლობაში. თან ცდილობდნენ დაეყოლიებინათ სენატი რათა ეთხოვა მეურვეთა ჯარის შემოყვანა "წესრიგის დასამყარებლად". სენატის თავმჯდომარემ კასპერ ველიოგლოვსკიმ გამოსცა მიმართვა ემიგრანტების მიმართ სადაც თხოვდა მათ დაეტოვებინათ კრაკოვი (რაც უმრავლესობამ რამდენიმე დღეში გააკეთა), მაგრამ გამოვიდა ჯარის შემოყვანის წინააღმდეგ. მაშინ მეურვეებმა უარი თქვეს მოჩვენებით თანამშრომლობაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან და 7 თებერვალს კრაკოვში შევიდა ავსტრიელი გენერალი კაუფმანის ჯარი, ხოლო 20 თებერვალს რუსული და პრუსიული არმია. პროტესტის ნიშნად ველიოგლოვსკიმ დატოვა თანამდებობა. მეზობელი ქვეყნების ჯარების შესვლა კრაკოვში ეწინააღმდეგებოდა ვენის კონგრესის გადაწყვეტილებებს და გამოიწვია ენერგიული დიპლომატიური ოტელი ლომბერტის აკცია საფრანგეთში და ინგლისში. 1836 წ, მაისში 5-ჯერ მიმართეს ამ საკითხით ინგლისის წარმომადგენელთა პალატას (მათ შორის კანინგ სტრატფორდი და სტიუარტ დუდლი), ხოლო პალმერსტონმა ოკუპაციას უწოდა არაკანონიური. საფრანგეთის დეპუტატთა პალატაში კრაკოვის დასაცავად გამოვიდნენ ბიგნონი და გრაფ დე მორნაი. ეს საკითხი ამ ქვეყნებისათვის იკო მეორეხარისხოვანი და ამიტომ პროტესტის ნოთები ბერლინში, ვენაში და პეტერბურგში იყო საკმაოდ რბილი ტონის. მოლაპარაკებების თანახმად რუსეთმა და პრუსიამ გაიყვანეს თავიანთი ჯარები კრაკოვის ტერიტორიიდან. ავსტრიის ოკუპაცია უნდა გაგრძელებულიყო 1841 წლამდე. ავსტრიული ჯარების შეყვანის საბაბი იყო კრაკოვის პოლიციის და მილიციის რეორგანიზაცია. მათმა შეზღუდეს სენატის სხდომების რაოდენობა 2-ჯერ კვირაში და შემოიღეს სენატის წინადადებების სეიმში შეტანის წინასწარ რეზიდენტებთან შეთანხმება. ახალ თავმჯდომარედ გახდა იუზეფ გალერი, რომელიც 1839 წლამდე ლოიალურად თანამშრომლობდა ავსტრიელებთან. ქალაქში სიტუაცია ალყას მოაგონებდა. ქვეყნის გადარჩენის მიზნით სეიმმა 1838 წელს მიიღო მიმართვა მეურვე ქვეყნების მიმართ, რომელიც აკრიტიკებდა ხელისუფლების პოლიტიკას და მოითხოვდა უპატიო კომისიის შექმნას, რათა ქალაქში სიტუაცია გამოსწორებულიყო. კრაკოვის ოპოზიციამ რომლის სათავეში იყო პუბლიცისტი გილარი მეციშევსკი და ბანკირი ვინცენტი ვოლფი, საფრანგეთში და ინგლისში გააგზავნეს მემორიალი, რომელშიც თავაზობდნენ მოეწვიათ ხუთი სახელმწიფოს კონგრესი, რათა გადაეწყვიტათ კრაკოვის პრობლემა. ამ ქვეყნების მთავრობებმა არ გასცეს ოფიციალური პასუხი ამ პეტიციას, მაგრამ პარლამენტში თათბირის შემდეგ 1840 წლის ივნისში დაგმეს მეზობლების პოლიტიკა კრაკოვის მიმართ, მალე კი საფრანგეთმა დაემუქრა ავსტრიას რომ დაიკავებდა ანკონს. დასავლეთის ქვეყნების აქციამ გამოიღო შედეგი 1841 წლის 21 თებერვალს ავსტრიელებმა გაუყვანეს თავიანთი ჯარი რესპუბლიკის ტერიტორიიდან. ავსტრიელების წასვლის შემდეგ ქალაქში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. ძალაუფლება რეზიდენტების და ავსტრიელების მიერ მართულ პოლიციისა და მილიციის ხელში რჩებოდა. ახალმა თავმჯდომერემ მღვდელმა იან შინდლერმა მიიღო კარგი ადმინისტრატორის რეპუტაცია (მისი საჩვენებელი წარმატება იყო რკინიგზის კრაკოვი-ვენას მშენებლობის კონცესიის მიღება), და მთლად არ უსმენდა ავსტრიას. კრაკოვის რესპუბლიკის სეიმი ბოლოჯერ შეიკრიბა 1844 წელს, მასზე განიხილებოდა გზების შეკეთების და შემნახველი სალაროების შემოღების საკითხები. რესპუბლიკისათვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხები უკვე არ განიხილებოდა სეიმში, არამედ მეურვე სახელმწიფოთა კარზე და პოლონური დემოკრატიული იატაკქვეშეთის გარემოში, სადაც მზადდებოდა ეროვნული აჯანყება.
ეკონომიკა და ვაჭრობა
რედაქტირებაკრაკოვის რესპუბლიკა იყო ეკონომიკური ლიბერალიზმის ანკლავი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში. ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით არ ჰქონდა უფლება საბაჟო გადასახადების აკრეფისა (შეეძლო მხოლოდ ხიდის და საგზაო მოსაკრებლების დაწესება). მეზობელ სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება არ დაებეგრათ საბაჟო გადასახადით კრაკოვის ხეტყე, ნახშირი და კვების პროდუქტები, ხოლო ავსტრია დათანხმდა მიენიჭებინა ქალაქ პოდგუჟუსათვის თავისუფალი ვაჭრობის ქალაქის სტატუსი. კრაკოვის მცხოვრებლებმა მიიღეს ვისლაზე თავისუფალი ნავიგაციის უფლება. სახელმწიფო გადასახადები ძალიან დაბალი იყო. თავისი ეკონომიკური პრივილეგიების და სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო კრაკოვი გახდა ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ცენტრი ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში და 30 წლის განმავლობაში მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა. იზრდებოდა ვაჭართა ძალა, ვითარდებოდა ბანკები (ვალტერის, ბოხენკოვის, კირხმაიერების, მეისელსის). კრაკოვი ასევე იყო მთავარი კონტრაბანდის ცენტრი პოილონურ მიწემზე. კარგ ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობდა მომგებიანი ხელშეკრულება პოლონეთის სამეფოსთან, რომელიც ხელმოწერილ იქნა 1817 წელს. რომელიც ნებას რთავდა საქონლის ბაჟის გარეშე შეტანას პოლონეთის სამეფოში. ხელშეკრულების შესრულება შეწყვეტილ იქნა 1822 წელს, მაგრამ 1823 წელს კრაკოვის სენატმა ისევ მოაწერა მორიგ ხელშეკრულებას ხელი. 1831 წ. ქალაქში იმყოფებოდა გენერალ რუდიგერის რუსული კორპუსი. ამან ქალას მიაყენა 300 000 პოლონური ზლოტის ზარალი, რაც არავის აუნაზღაურებია. 1834 წ. რესპუბლიკამ რუსეთთან მოაწერა ხელი ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას. მარილის ველიჩკოში ყიდვაზე უარის სანაცვლოდ მან მიიღო პოლონეთის სამეფოში საქონლის ბაჟის გარეშე შეტანის უფლება აღიდგინა. ქალაქი ვითარდებოდა, ყვაოდა ხელოსნობა, იზრდებოდა ფასი უძრავ ქონებაზე, შენდებოდა გზები და ხიდები. კრაკოველი ვაჭრები იღებდნენ საკმაო მოგებას სამეფოს ხორბლეულის, უნგრული ღვინოების და ხეტყით ვაჭრობით. 1836-1841 წლებში გრძელდებოდა კრაკოვის ოკუპაცია მეზობლემის მიერ, რაც უარყოფითად მოქმედებდა მის განვითარებაზე. ოკუპაციის შემდეგ რესპუბლიკამ არ გააგრძელა ხელშეკრულება პოლონეთის სამეფოსთან, ხოლო 1844 წელს ხელშეკრულებით შეიზღუდა მცირემოხმარების გალიციის ბაზრით. დიდი მოგება შეეძლო მოეტანა რკინიგზას. შედარებით ნელა ვითარდებოდა მრეწველობა, რომელიც ვერ უძლებდა კონკურენციას უფრო იაფ საქონელს ავსტრიიდან და პრუსიიდან. კარგად ვითარდებოდა მხოლოდ მანუფაქტურა, რომელიც საჭირო იყო ქალაქის ფუნქციონრებისათვის. იზრდებოდა თუთიის, ტყვიის და ნახშირის მოპოვება. ახალი ნახშირის მაღაროები გაჩნდნენ ხჟანოვთან ახლოს, სადაც 1827 წელს დამონტაჟდა პირველი რესპუბლიკაში ორთქლის მანქანა. ნოემბრის აჯანყების შემდეგ მანუფაქტურების რაოდენობა შემცირდა, რაც უცხოური საქონლის კონკურენციის და ქოლერის ეპიდემიის შედეგი იყო. კრაკოვს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა საკუთარი ვალუტა, და იყო სავალუტო კავშირში პოლონეთის სამეფოსთან. ბრუნვაში იკო მშზობელი ქვეყნების ფულები და მეფე სტანისლავ ავგუსტის (პონიატოვსკი)მონეტები. მხოლოდ 1835 წელს მხოლოდ პოლონეთის სამეფოს მონეტებიდან თეთრი არწივის გამოსახულების ამოღების შემდეგ, დაიწყეს საკუთარი ეგრეთ წოდებული კრაკოვის ზლოტის გამოშვება.
მართლმსაჯულება. ადმინისტრაცია. პოლიცია
რედაქტირებაკრაკოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებდა ნაპოლეონის კოდექსი, ფრანგული სავაჭრო კოდექსი და ფრანგული სამოქალაქო და სისხლის სამართალი. მართლმსაჯულება მოქმედებდა გამართულად. კონსტიტუციის თანახმად ის დამოუკიდებელი იყო, ხოლო სამართალწარმოება სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესებისას იყო საჯარო. მოსამართლეებს რომელსაც ირჩევდა წარმომადგენელთა კრება უნდა ქონოდათ სამართლის დოქტორის წოდება. შემოღებულ იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სამშვიდობო სასამართლო, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლო. საკასაციო სასამართლო იყო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. ქალაქის მართვა, სახელმწიფო მოხელეების მუშაობის ხელმძღვანელობა (მათ შორის ქალაქისდა სოფლის გმონების სტაროსტების) სენატის კომპშტენციაში შედიოდა. რადგანაც სებატში კონსერვატორების უმრავლესობა იყო ამიტომაც დაწესებულებები უმეტესად ვარშავის სამთავროს ყოფილი მოხელეების ხელში აღმოჩნდა - რომლებიც უმეტესად შლიახეტური წარმოშობის იყვნენ. ადმინისტრაციული აპარატი, რომელსაც კონსტიტუციით გარანტირებული ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყნის ცხოვრებაზე, გამართულად მუშაობდა. პოლიციის მოღვაწეობას სენატი ხელმძღვანელობდა. საჭიროების შემთხვევაში ის შეიძლება გაზრდილიყო 50 ცხენოსან და 500 ქვეითამდე. 1836 წ. სამი ქვეყნის ჯარის შეყვანის შემდეგ ავსტრიელებმა პოლიცია დაშალა როგორც "ანარქიული მოძრაობის" ბუდე. ოკუპატების მიერ ფორმირებული პოლიცია კი წარმოადგენდა ძალაუფლების ცხოვრებაში გატარების და ქალაქის საზოგადოებაზე ზეწოლის იარაღს. მილიცია კი გადასცეს ავსტრიელ ოფიცერს გოხფელდს, ხოლო პოლიციის რეორგანიზაციას აწარმოებდა პოდგუჟელი ავსტრიელი ოფიცერი – ფრანციშეკ გუტი, რომელმაც თავის აპარატთან ერთად დაიწყო საიდუმლო პოლიტიკური საზოგადოებების დევნა. 1837 წ. გუტმადააპატიმრა მიახლოებით 30 ახალგაზრდა, რომლებსაც ბრალი დასდო იატაქვეშა მოღვაწეობაში. რეზიდენტებთან ქალაქის დელეგაციის მისლას დაპატიმრებულთა დასაცავად ავსტრიელებმა უპასუხეს გარნიზონის გაზრდით 1500 კაცამდე. კრაკოვის სასამართლომ მაინც გაათავისუფლა დაპატიმრებულები და პასუხისგებაში გადასცა გუტი, რითაც მატერნიხის რისხვა გამოიწვია. რეზიდენტებმა უპასუხეს სასამართლოების კომპეტენციის შეზღუდვით: საქმეები რომლებიც ეკუთვნოდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პოლიციას გადასცეს, ხოლო პოლიტიკური საქმეები - სპეციალურ კომისიას, რომელიც რეზიდენტების მიერ იყო გამოგზავნილი. მისი მოღვაწეობით კრაკოვის პოლონური იატაკქვეშეთის უდიდესი ნაწილი 1845 წ. გაძევებული იქნა ქალაქიდან. კომისრებმა წარმომადგენელთა შეკრებას წაართვეს და სენატს გადასცეს მოსამართლეების დანიშვნის და გამოწვევის უფლება. 1838 წ. დაიწყო დაჭერები რომელიც დაკავშირებული იყო რუსი აგენტის მოკვლასთან. 1839 წ. პერემიშლში იატაკქვეშეთის წარმომადგენელმა გუტი მოკლა. 1841 წლის შემდეგ მიუხედავადიმისა რომ ავსტრიელებმა გაიყვანეს საოკუპაციო ჯარები, პოლიცია და მილიცია ავსტრიული დარჩა.
გლეხობა და ებრაელობა
რედაქტირებაგლეხობის მდგომარეობა კრაკოვის რესპუბლიკაში უკეთესი იყო ვიდრე მის მეზობელ გალიციაში და პოლონეთის სამეფოში. გლეხობის სტატუსზე სახელმწიფო და საეკლესიო ქონებაზე მუშაობდა ამ მიზნით ვენის კონგრესის მიერ შექმნილი სეიმისაგან და სენატისაგან დამოუკიდებელი კომისია. მისი პირველი თავმჯდომარე იყო მარცინ ბედენი, შემდეგი კი მღვდელი ალფონს სკურკოვსკი. კომისიამ გააუქმა ბატონყმობა ეგრეთ წოდებული (панщина) ღალის სასარგებლოდ (чинш) და მამული მიწების ნაწილი გადაანაწილა. ამ რეფორმებმა, რომელმაც ნაწილობრივ შეამსუბუქა გლეხებზე დტვირთვა, ისინი ბაზართან კონტაქტზე წაახალისა. იზრდებოდა შეძლებული გლეხების რაოდენობა, რომლებსაც არჩევის უფლება ჰქონდათ, ასევე იზრდებოდა სკოლების რაოდენობა სოფლებში. 1833 წ. წარმომადგენელთა შეკრებამ შეამცირა ღალა, რომელიც თავიდან საკმაოდ მაღალი იყო. კრაკოვის რესპუბლიკის კონსტიტუცია დეკლარირებდა ებრაელ მოსახლეობაზე სახელმწიფო მზრუნველობას, თუმცა 1817 გამოცემული ძველ კანონიური სტატუტის მიხედვით, ვრცელდებოდა მხოლოდ "ცივილიზებურ", ანუ, მათ მიმართ ვინც უარი თქვა ძველ ტრადიციულ ებრაულ ტანსაცმელზე. ებრაელი მოსახლეობის ასიმილაციის სახელმწიფო პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას წარმოადგენდა ამავე წელს კაგალების ლიკვიდაცია, რომლის კომპეტენციები გარდა რელიგიურისა გადაეცა გმინებს. დახურეს ასევე ებრაული სკოლები. 1844 წ. ებრაელების საერთო აღშფოთება გამოიწვია ბრძანებამ პეისების შეჭრისა და საქორწინო ტანსაცმლის შეცვლის შესახებ. ებრაელების ასიმილაციის პოლიტიკა უშედეგო აღმოჩნდა, მხოლოდ ცოტა დამორჩილდა კანონს. სხვანაირი დამოკიდებულება იყო ებრაელების მიმართ პოლონეთის მეამბოხე ხელისუფლების მხრიდან 1846 წ. მიმართვაში "ებრაელ ძმებს" მათ მოუწოდებდნენ იარაღისაკენ, ასევე გამოაცხადეს სამართებლივი ცვლილებების შესახებ. მიმართვა დადებითად იქნა აღქმული კრაკოვის ებრაელობის მიერ რაბინი მეისელის მეთაურობით და ეს გახდა მნიშვნელოვან პუნქტი ებრაულ-პოლონურ ურთიერთობებში.
კულტურა და განათლება
რედაქტირება1815 წ. შემდეგ კრაკოვი, ვინთან და ვარშავასთან ერთად, პოლონური კულტურის და მეცნიერების მთავარი ცენტრი ხდება. კრაკოვის რესპუბლიკაში კარგად ვითარდებოდა დაწყებითი და საშუალო განათლება. შემოიღეს სავალდებულო სწავლება, ხოლო სკოლების რიცხვი ქალაქებსა და სოფლებში სწრაფად იზრდებოდა. მათ მაღალ დონეზე მეტყველებს ახალგაზრდობის მოზღვავება პოლონეთის სამეფოდან და მიტაცებულ მიწებიდან, ასევე ავსტიელი მოხელის აზრი, რომელიც 1846 წ. ამტკიცებდა რომ კარგ მაგალითად გამოდგებოდა ავსტრიის განათლების რეფორმის გასატარებლად.
1821 წ-მდე სკოლებზე ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტი. სტუდენტების რაოდენობა 1815 წლის შენდეგ მკვეთრად იზრდებოდა, მაგრამ დონე გაუმჯობესებას საჭიროებდა. უნივერსიტეტის სტატუტი მას პრაქტიკულად დამოუკიდებელს ხდიდა სახელმწიფოსაგან. 1821 წ. იმის გამო რომ გახსნილი იქნა იატაკქვეშა სტუდენტური ორგანიზაცია "თეთრი არწივი" და ვოძიცკის მიმართვამ მეურვე ქვეყნების რეზიდენთებისადმი, უნივერსიტეტს თავს მოახვიეს ახალი სტატუტი, რომელიც მას სამოქალაქო კომისრის და ეგრეთ წოდებულ დიდი უნივერსიტეტის საბჭოს კონტროლის ქვეშ აყენებდა. 1821 წლის აგვისტოში გახსნეს მორიგი იატაკქვეშა სტუდენტური ორგანიზაცია – ბურსების კავშირი. 1826 წ. უნივერსიტეტზე დააწესეს კურატორის და სპეციალური ზედამხედველობის და სადამსჯელო კომიტეტის ხელისუფლება. შემოიღეს ლექციების ცენზურა და სტუდენტებზე პოლიციის ზედამხედველობა. მეურვე-სახელმწიფოებმა საკუთარ მოქალაქეებს აუკრძალეს კრაკოვში სწავლება.
კურატორი გახდა გენერალი იუზეფ ზალუსკი, რომელმაც ჩაატარა საკადრო წმენდები, მაგრამ სახელი გაითქვა ტექნიკური ინსტიტუტის შექმნით და უნივერსიტეტის კათედრებზე რამდენიმე პროფესორის მოწვევით. იაგელონის უნივერსიტეტში ასწავლიდნენ ეჟი სამუელ ბანდკე, კაროლ გუბე. 1818 წ. უნივერსიტეტთან შეიქმნა სამხატვრო სკოლა (შემდგომ ტექნიკურ უნსტიტუტს მიუერთეს), სადაც მუშაობდა იუზეფ ბროდოვსკი და ვიცეხ კორნელი სტატლერი.
მეცნიერული მოღვაწეობა უნივერსიტეტის გარეთ მიმდინარეობდა 1815 წ. შექმნილ სამეცნიერო საზოგადოებში, 1817-1831 წლებში არსებობდა მუსიკის მოყვარულთა საზოგადოება. 1835 წ. გაჩნდა პირველი ქალაქში საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა. კრაკოვის მთავარი გაზეთი იყო "Gazeta Krakowska", ხოლო აჯანყების დროს "Dziennik Rządowy Rzeczypospolitej Polskiej". 1835 წ. ლეონ ზენკოვიჩმა დაიწყო "Powszechny Pamiętnik Nauk i Umiejętności" გამოცემა, რომელიც დაკავშირებული იყო პოლონელი ხალხის გაერთიანების გარემოსთან, ხოლო 1835-36 წლებში გამოდიოდა ანტონი ზიგმუნდ გელცლის "Kwartalnik Naukowy", იმ დროისათვის ერთ-ერთი მთავარი პოლონური სამეცნიერო ჟურნალი. 184 წ. კრაკოვის თეატრი განიცდიდა თავის საუკეთესო დროს, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ტომაშ ხელხოვსკი და გილარი მეციშევსკი.
კრაკოვის კულტურული ცხოვრება ყვაუდა განსაკუთრებულად ნოემბრის ამბოხების შემდეგ, მიუხედავადცენზურის ზრდისა. ფორმალურად სუვერენული კრაკოვი იზიდავდა მოსახლეობას სხვა მიტაცებული მიწებიდან, იყო პოლონელების ეროვნული სიამაყის ობიექტი და კონცენტრირებული იყო ბევრი ეროვნული თვითშეგნებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც იყო 1818 წ. კოსტიუშკოს დასაფლავება ბაბელზე და 1817 წ. პონიატოვსკის დასაფლავება. 1820-1823 წწ. დაყრილი იქნა კოსტიუშკოს გორა.
ქალაქის გადაკეთემას თან მოჰყვა შუასაუკუნეების ციხესიმაგრის და ნაგებობების განადგურება, თუმცა ნაწილის გადარჩენა მოხერხდა ზოგი სენატორის ძალისხმევით (მაგალითად ბარბაკანი), მაგრამ დაანგრიეს გოთიკური ქალაქის რატუშა (1817) და ზოგი ქალაქის ჭიშკარი. დანგრეული კედლების ადგილზე შექმნეს პლიანტები.
1846 წ. კრაკოვის აჯანყება და რესპუბლიკის ლიკვიდაცია
რედაქტირებანოემბრის აჯანყების მარცხის შემდეგ კრაკოვი გახდა პოლონური იატაკქვეშეთის მთავარ ცენტრად. აქ დიდი მასშტაბით მოქმედებდნენ პოლონური ემიგრაციის ემისრები. 1837 წლიდან კრაკოვში მოქმედებდა პოლონელი ხალხის საერთო კონფერენცია. 1843 წ. პოლონეთის დემოკრატიული საზოგადოების ემისრებმა შექმნეს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც თანამშრომლობდა პოზნანის ცენტრალიზაციასთან. 1845 წ. იანვარში კრაკოვში გაიმართა დაგეგმილი აჯანყების ხელმძღვანელების მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ლუდვიგ მიროსლავსკიმ, ვიქტორ გელტმანმა, კაროლ ლიბელტმა, იან ტისოვსკიმ და ლუდვიგ გოჟკოვსკიმ. გელტმანის ძალისხმევით აჯანყების თარიღად მიიღეს 21 დან 22 თებერვლის ღამე. კრაკოვში შეიქმნა ეროვნული მთავრობა, შემადგენლობით: ტისოვსკი – თავმჯდომარე გალიციის წარმომადგენელი, იან ალკიატო – პოლონეთის დემოკრატიული საზოგადოების ემისარი და ლუდვიგ გოჟკოვსკი – კრაკოვის წარმომადგენელი.
მეროსლავსკის, ლიერტის და სხვა ბევრი რევოლუციონერის დაპატიმრების და ბევრის დასავლეთში წასვლის შემდეგ, რუსეთის და პრუსიის მიერ დაპყრობილ მიწებზე აჯანყება ჩანასახშივე ჩაახშვეს. გალიციაში მან მიიღო ფართო მასშტაბები, მაგრამ აქ მათ დაასწრეს ავსტრიელი ხელისუფლების მიერ ინსპირირებული გლეხობის გამოსვლებმა, რომელსაც გალიციის ხოცვა უწოდეს.
18 თებერვალს, რეზიდენტების ზეწოლით, სენატმა მოიწვია ავსტრიული არმია. ქალაქი ალყაში მოაქცია გენერალმა ცოლინმა, რომლის კორპუსში იყო 800 ქვეითი, 150 კავალერისტი და 3 საველე ქვემეხი. ეროვნული მთავრობის შეკრებაზე მიიღეს დადგენილება აჯანყების შეწყვეტის შესახებ (ადრე ეს გააკეთეს პოლონეთის სხვა ნაწილებში). ქალაქში იზრდებოდა რევოლუციური განწყობილებები. ღამით 20-დან 21 თებერვალს საქმე პირველ სროლამდე მივიდა, ქალაქში გამოჩნდნენ აჯანყებულთა ჯგუფები რომლებიც უმეტესად გლეხებისაგან შეგებოდა. მაგრამ ცოლინი კარგად იყო მომზადებული და სიტუაციას აკონტროლებდა. 23 თებერვალს მან მაინც დაიხია უკან პოდგუჟესაკენ. ცოლინთან ერთად ქალაქი დატოვა სენატორებმაც, რეზიდენტებმა და პოლიციამ.
ქალაქში გაჩნდა ენთუზიაზმი, გამოცხადდა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაში შევიდა: ტისოვსკი, გოჟკოვსკი და ალექსანდრ გჟეგოჟევსკი. მთავრობამ გამოსცა მანიფესტი (ავტორი: ლიბელტი) და შემდეგი ბრძანებულება, რომლითაც გამოცხადდა გლეხობის განთავისუფლების და გადასახადების შემცირების შესახებ, სოციალური დახმარების ორგანიზაცია ღარიბებისათვის და სახელმწიფო საკუთრებიდან მიწების დაყოფის შესახებ. თუმცა ის იყო დემოკრატების შექმნილი, კრაკოვის მთავრობას ფორმალურად ექვემდებარებოდა ოტელ ლამბერტი. თუმცა კონსერვატორებმა მოიწვიეს უსაფრთხოების კომიტეტი (იუზეფ ვოძიცკის მეთაურიბით).
24 თებერვალს ტისოვსკიმ გამოაცხადა თავი დიქტატორად და შეკრიბა ახალი მთავრობა გოჟკოვსკის მეთაურობით (მასში შევიდნენ კასპერ ველიოგლევსკი და ვინცენტი ვოლფი). ტისოვსკის მდივანი გახდა ედვარდ დემბოვსკი, რომელმაც აჯანყებას მისცა უფრო რადიკალური საზოგადოებრივი ხასიათი. დემბოვსკიმ კრაკოვში შექმნა რევოლუციური კლუბი, გამოსცემდა უამრავ მანიფესტს და ქმნიდა სამოქალაქო კომიტეტებს. 25 - 26 თებერვალს მოხდა კონსერვატიული სახელმწიფო გადატრიალება. მას ხელმძღვანელობდა – მიხალ ვიშნევსკი. მან დააპატიმრა ტისოვსკი და თავი დიქტატორად გამოაცხადა, დემბოვსკის ჩქარმა საპასუხო აქციამ გამოიწვია მათი გაქცევა და ტისოვსკის ხელისუფლების დაბრუნება.
ამ დროისათვის კრაკოვში მოვიდა ლუდვიგ მაზარაკის ნაწილები მოვიდნენ (რომლებმაც გზად კაზაკების პატრული დაამარცხეს). იზრდებოდა ენთუზიაზმი და იმედი აჯანყების წარმატებაზე. კრაკოვის მეამბოხე ჯგუფებმა ოფიცერ სუხოჟევსკის მეთაურობით დაიკავეს პოდგუჟე და ველიჩკა და ბოხნიუსკენ გზად გაყარა რამდენიმე ათეული ავსტრიელი კავალერისტი. 26 თებერვალს ავტრიულმა არმიამ დაიწყო მარში კრაკოვზე.
კრაკოვთან ავსტრიული არმიის მოახლოების შეტყობინების შემდეგ დემბოვსკიმ 27 თებერვალს მოაწყო მშვიდობიანი პროცესია, რომლის მიზანი იყო გლეხობის (რომლების არმიასთან ერთად მოდიოდა) ნეიტრალიზაცია. პოდგოჟაში გაიმართა ავსტრიულ ჯარებთან შეხვედრა, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს. ერთ-ერთი პირველთაგანი დაიღუპა თვითონ დემბოვსკი. ავსტრიელებმა დიჭირეს 30-მდე მღვდელი 100-მდე მონაწილე. ისინი მაინც ვერ ბედავდნენ კრაკოვში შესვლას, მაგრამ მოითხოვდნენ ქალაქის და ეროვნული მთავრობის წევრების ჩაბარებას.
3 მარტს აჯანყებულთა ძალებმა ტისოვსკის მეთაურობით დასტოვეს კრაკოვი და მეორე დღეს მიახლოებით 1000 ადამიანმა პრუსიის საზღვარზე იარაღი ჩააბარა. ამ დროს კრაკოვის უსაფრთხოების კომიტეტმა, ავსტრიელების მიმართ სიძულვილის (გალიციის ხოცვის შემდეგ) ფონზე და ქალაქის პოლონეთის სამეფოს მიერთების იმედით ქალაქი რუსებს ჩააბარეს. 7 მარტს კრაკოვში რუსების თანხმობით ხელისუფლება ავსტრიელებმა ჩაიბარეს გენერალ გრაფ კასტიგლიონის მეთაურობით, ხოლო სენატი გარდაქმნეს ადმინისტრაციულ საბჭოდ, დროებით აღმასრულებელ ორგანოდ. 15 აპრილს, მას შემდეგ როცა გატეხილი იქნა პრუსიის წინააღმდეგობა, მეურვე-ქვეყნებმა ვენაში ხელი მოაწერეს კონვენციას რის მიხედვითაც თავისუფალი ქალაქი კრაკოვი შედიოდა ავსტრიის შემადგენლობაში (როგორც კრაკოვის დიდი სამთავრო რომელიც არ შედიოდა გალიციის შემადგენლობაში). 16 ნოემბერს კრაკოვში გაიმართა ცერემონია ავსტრიის იმპერატორის მიერ ხელისუფლების მიღების გამო.
ინგლისში და საფრანგეთში კრაკოვის რესპუბლიკის ლიკვიდაციამ დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ ბოლოს კი ამ ქვეყნების მთავრობები მხოლოდ ფორმალური პროტესტით შემოიფარგლნენ. შემდეგი 72 წლის განმავლობაში კრაკოვი ავსტრიულ ქალაქად რჩებოდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Janina Bieniarzówna, Jan M. Małecki i Józef Mitkowski (red.) Dzieje Krakowa, t.3 (Kraków w latach 1796-1918), Kraków 1979.
- W. Tokarz, Wolne Miasto Kraków, w: Polska, jej dzieje i kultura. Od czasów najdawniejszych do chwili obecnej, Warszawa 1927.
- A. Lewak, Rzeczpospolita Krakowska, w: Polska, jej dzieje i kultura. Od czasów najdawniejszych do chwili obecnej, Warszawa 1927.
- A. Chwalba, Historia Polski 1795-1918, Kraków 2000.
- A. Jakimyszyn, Żydzi krakowscy w dobie Rzeczypospolitej Krakowskiej, Kraków-Budapeszt 2008.
- Ziemia chrzanowska i Jaworzno, Kraków 1969.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.krakow.friko.pl/html/pozorne_panstwo.html დაარქივებული 2012-05-31 საიტზე Wayback Machine.
- http://149.156.142.12/fortykrakow/wolnykrakow/wolkrak.htm დაარქივებული 2012-01-11 საიტზე Wayback Machine.
- http://www.twierdza.art.pl/a_wmk.htm დაარქივებული 2012-04-14 საიტზე Wayback Machine.
- https://web.archive.org/web/20040909054015/http://homepage.mac.com/crowns/chrzanovia/historia/av1809-46.html