პოლონეთის პირველი დანაწილება
პოლონეთის პირველი დაყოფა ან პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის პირველი დაყოფა მოხდა 1772 წელს, რომელიც პოლონეთის დაყოფის (რომელმაც დაასრულა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის არსებობა) პირველი ეტაპი იყო. ამ დაყოფის მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ძლიერების ზრდა, პრუსიის სამეფოსა და ჰაბსბურგების ავსტრიის იმპერიის ამბიციები. ფრიდრიხ დიდმა მოიფიქრა ეს დაყოფა, რათა თავიდან აეცილბინა ავსტრიის ჩართვა რუსეთ-თურქეთის ომში. დასუსტებული თანამეგობრობის ტერიტორია რომელსაც ფაქტობრივად უკვე აკონტროლებდა რუსეთი, გაიყო ამ სამმა ძლიერმა მეზობელმა, რათა აღედგინათ რეგიონული ძალთა ბალანსი საერთაშორისო ურთიერთობებში.
პოლონეთს არ შესწევდა თავდაცვის ძალა, ამასთან ამ ქვეყანას უკვე აკონტროლებდნენ უცხო ჯარები. ამ ყველაფრის ფონზე პოლონეთის პარლამენტს - სეიმს, მოუწია 1773 წელს მოეხდინა დაყოფის რატიფიცირება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- James Fletcher პოლონეთის პირველი დაყოფა დაარქივებული 2010-06-12 საიტზე Wayback Machine.
- D. B. Horn, პოლონეთის პირველი დაყოფის მიმოხილვა, ტომი. 79, #. 313 (1964 წლის ოქტომბერი), გვ;863-864; JSTOR
- The Three Partitions, 1764-95: First Partition დაარქივებული 2011-01-11 საიტზე Wayback Machine. , Library of Congress Country Study
- დაყოფის პერიოდის წყაროები (1772-1918) დაარქივებული 2008-04-13 საიტზე Wayback Machine.
- (პოლონური) თანამედროვე დოკუმენტების ფოტოები დაარქივებული 2007-12-11 საიტზე Wayback Machine.
- პირველი დაყოფის რუკები