პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი
სეიმი (პოლ. Sejm) — პოლონეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატა. სეიმი შედგება 460 დეპუტატისგან (პოლ. Poseł). ირჩევა საერთო არჩევნებით და მას ხელმძღვანელობს მარშალი (პოლ. Marszałek Sejmu).
მეოცე საუკუნემდე სიტყვა „სეიმი“ აღნიშნავდა პარლამენტის სამივე პალატას. პოლონეთის პარლამენტი მოიცავდა ქვედა პალატას (დესპანების პალატა; პოლ. Izba Poselska), ზედა პალატას (სენატი; პოლ. Senat) და მეფე. პოლონეთის მეორე რესპუბლიკიდან (1918-1939) მოყოლებული, „სეიმი“ აღნიშნავს მხოლოდ ქვედა პალატას.