პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეროვნული ასამბლეა (პოლ. Zgromadzenie Narodowe) — პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატის სახელწოდება, როდესაც სეიმი და სენატი მონაწილეობენ გაერთიანებულ სხდომაში. მას უძღვება სეიმის ცერემონმეისტერი (ან სენატი, როდესაც სეიმის ცერემონმეისტერი არ იმყოფება).

სეიმის შენობა ვარშავაში

1922-1935 და 1989-1990 წლებში, ეროვნულმა კონგრესი ერთიანად (არჩევნებში მონაწილეობდა როგორც სეიმი ასევე სენატი)ირჩევდა პოლონეთის პრეზიდენტს. 1935-ში ის შეცვალა ამომრჩევლების კრებამ, სადაც შედიოდა პრემიერ მინისტრი, უმაღლესი მოსამართლე, შეიარაღბული ძალების ინსპექტორი, 2/3 სეიმის დეპუტატები და 1/3 სენატორები. სენატი 1946 წელს გააუქმეს, შესაბამისად 1947 წელს ბოლესლავ ბერუტი იქნა მხოლოდ სეიმის მიერ არჩეული. 1952 წლიდან არ ჰყავდათ პრეზიდენტები სანამ 1989 წელს არ აღდგა სენატი და ეროვულმა ასამბლეამ აირჩია ვოიცეხ იარუზელსკი.

1990 წლიდან, პრეზიდენტი ირჩევა ხალხის მიერ, თუმცა პრეზიდენტი ეროვნული ასამბლეი წინაშე ფიცს დებს, რომელიც თავის მხრივ არის ერთადერთი ორგანო რომელსაც შეუძლია შეუწყვიტოს პრეზიდენტს უფლებამოსილება ან მოამზადოს საბრალდებო აქტი სახელმწიფო ტრიბუნალისთვის.

1992-1997 წლებში ეროვნულმა ასამბლეამ მოამზადა და მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც 1997 წლის 25 მაისის ეროვნულმა რეფერენდუმმა დაამტკიცა.