მიეშკო II ლამბერტი (პოლ. Mieszko II Lambert; 99010 მაისი, 1034 ) — პოლონეთის მეფე (1025 წ.), პიასტების დინასტიის წარმომადგენელი, ბოლესლავ I მამაცის და ემნილდას ლუჟიცის მთავრის დობრომირის ქალიშვილის ვაჟი.

მიეშკო II ლამბერტი
Mieszko II Lambert
პოლონეთი პოლონეთის მეფე
კორონაცია: 1025 წლის 25 დეკემბერი, გნეზნო
მმართ. დასაწყისი: 1025
მმართ. დასასრული: 1031
წინამორბედი: ბოლესლავ I მამაცი
მემკვიდრე: ბეზპრიმი
სხვა წოდებები: პოლონეთის მთავარი 1032-1034
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 990
გარდ. თარიღი: 10.05.1034
გარდ. ადგილი: პოზნანი, პოლონეთი
მეუღლე: რიკსა ლოტარინგიელი
შვილები: იხ. ქვემოთ
დინასტია: პიასტი
მამა: ბოლესლავ I მამაცი
დედა: ემნილდა
ხელმოწერა:

მმართველობის დაწყება და უნგრეთთან კავშირი რედაქტირება

მიეშკო II პოლონეთის ტახტზე ავიდა პოლონეთში სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების პერიოდში, რომელიც გამოწვეული იყო თავისი მამის ექსპანსიური პოლიტიკით. პოლონეთი იყო პოლიტიკურ იზოლაციაში, დაქანცული იყო განუწყვეტელი ომების გამო, ამ დროს ძლიერდებოდა საეკლესიო და სათავადო ოპოზიცია მეფის წინააღმდეგ, გამწვავდა სოციალური კონფლიქტები. მიეშკო II არ იყო ბოლესლავ I-ის უფროსი ვაჟი, მიუხედავად ამისა მისი კორონაცია გაიმართა 1025 წ. გნეზნოში წარიმართა რაიმე გართულების გარეშე, ხოლო მეფის ორი ძმა, ბეზპრიმი დაოტტონ, გაძევებული იქნა ქვეყნიდან და თავშესაფარი იპოვეს კიევის სამთავროში იაროსლავ ბრძენთან კიევში.

მეფემ გადაწყვიტა გაეგრძელებინა მამის მიერ წარმოებული აქტიური საგარეო პოლიტიკა, რითაც გამოიწვია წმინდა რომის იმპერიის იმპერატორ კონრად II უკმაყოფილება. ის ცდილობდა გარეპოლიტიკური ბლოკადიდან თავის დაღწევას, რის გულისათვის მიეშკო II იძულებული იყო 1027 წ. უნგრეთისათვის დაეთმო სლოვაკეთის ტერიტორია, რამაც შესაძლებელი გახადა პოლონეთ-უნგრეთის კავშირის შექმნა წმინდა რომის იმპერიის წინააღმდეგ. ამავე დროს მეფემ სასტიკად ჩაახშო დასავლეთ პომორიეს მთავრის დიტრიხის ამბოხება და დააჩქარა პომერანიისა და კუიავიის გაქრისტიანების პროცესი.

ომი იმპერიასთან და კიევთან რედაქტირება

 
პოზნანის წმ. პეტრე და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი, სადაც დასაფლავებულია მიეშკო II და სხვა პოლონეთის მეფეები

გერმანიის გარდაუვალი თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით, 1028 წ. მიეშკო II-მ დაარბია ჩეხეთი და საქსონია. საპასუხოდ შემდეგ წელს სილეზიაში შემოიჭრა იმპერატორი კონრად II. სიტუაცია გართულდა 1031 წ., როცა უნგრეთმა ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას იმპერატორთან და პოლონეთი ისევ იზოლირებული აღმოჩნდა. ამ დროს პოლონეთის სამეფოს ტერიტორიაზე შემოიჭრა კიევის დიდი მთავრის იაროსლავ ბრძენის ჯარი, რომელიც მხარს უჭერდა ბეზპრიმის პრეტენზიებს პოლონეთის ტახტზე. იმის მცდელობით რომ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იმპერატორის დახმარებისათვის მიეშკო II-მ უარი განაცხადა ლუჟიციზე და მორავიაზე, რომელიც ბოლესლავ I-ის მიერ იყო შემოერთებული. მიუხედავად ამისა იმპერატორმა დახმარება არ გამოაგზავნა და მეფე იძულებული შეიქმნა ჩეხეთში გაქცეულიყო. ბეზპრიმმა რუსული და გერმანული ჯარების მხარდაჭერით პოლონეთის ტახტი დაიპყრო და იმპერატორის სუზერენიტეტი აღიარა.

რესტავრაცია რედაქტირება

1032 წ. მიეშკო II ჩეხი ჯარების მხარდაჭერით შეძლო ჩამოეგდო ბეზპრიმი ტახტიდან და აღედგინა თავისი ხელისუფლება პოლონეთში. 1033 წ. მერზებურგის იმპერიის მთავრების შეკრებაზე მიეშკო II იძულებული იყო დაედასტურებინა პოლონეთის უარი ლუჟიცეზე და მორავიაზე, ასევე იძულებული იყო უარი ეთქვა მეფის ტიტულზე. 1034 წ. 10 მაისს მიეშკო II მოკლულ იქნა, სავარაუდოდ პოლონელ ფეოდალთა შეთქმულების მიერ. მისმა სიკვდილმა გამოიწვია წარმართთა რეაქციის, ქაოსისა და არეულობის პერიოდი პოლონეთში.

ქორწინება და შვილები რედაქტირება

რიხეზა (რიკსა) (22.09.1013 — 21.05.1075), ცოლად გაჰყვა უნგრეთის მეფეს ბელა I
კაზიმირ I აღნდგენელი (25.07.1016 — 28.11.1058), პოლონეთის მთავარი (1038—1058)
გერტრუდა (1025 — 1108), ცოლად გაჰყვა კიევის დიდ მთავარს იზიასლავ I იაროსლავის ძეს

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება