ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პომორიელები, პომერანები — დასავლეთსლავური ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ XVI-XVII საუკუნეებში ოდრას დაბლობებში ბალტიის ზღვის სანაპიროზე. 900 წელს პომერანების არეალის საზღვარი გადიოდა ოდრაზე დასავლეთით, ვისლაზე აღმოსავლეთით და ნეტოჩიზე სამხრეთით. შემდგომ ამ ისტორიული ადგილებს სახელწოდება პომერანია ჰქონდა (სლავურად Поморяния პომორიანიე ან Поморье პომორიე).

X საუკუნეში პოლონეთის მთავარმა მიეშკო I-მა პომორიელების მიწები შეუერთა პოლონეთის სახელმწიფოს. XI საუკუნეში პომორიელებმა აჯანყება მოაწყვეს და ისევ მოიპოვეს დამოუკიდენლობა პოლონეთისგან. ამ პერიოდში მათი ტერიტორიები ფართოვდებოდა ოდრას დასავლეთით ლუტიჩების მიწებში. მთავარ ვარტისლავ I-ის ინიციატივით პომორიელებმა მიიღეს ქრისტიანობა.

1180-იან წლებში იწყება გერმანელების გავლენის ზრდა პომორიელების მიწებზე და აქ ჩნდებიან გერმანელი მცხოვრებლები. გამანადგურებელი ომების შედეგად დანიელებთან, პომორიელი ფეოდალები მიესალმებოდნენ დაცლილ მიწებზე გერმანელების ჩასახლებას. დროთა განმავლობაში დაიწყო გერმანიზაციის და პოლონიზაციის პროცესები პომორიელების მოსახლეობაში. ასიმილაციას გერმანელებსა და პოლონელებს შორის თავი აარიდეს და ახლა ძველი პომორიელების ნაშთებს წარმოადგენენ კაშუბები, რომელთა რიცხვი 300 ათასი ადამიანია.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პომორიელები“-დან