ლიახები
ლიახი, ლიახები (პოლ. Lędzianie) — პოლონელების სახელწოდება, ძველ სლავურ მატიანეებში (კერძოდ კი ნესტორ მემატიანესთან).
ლიახები — პოლონელების ერთ-ერთი ეთნონიმი. შესაძლებელია თავიდან ეს ეთნონიმი გამოიყენებოდა სილეზიელი პოლონელების აღსანიშნავად, ხოლო შემდეგ გავრცელდა მთლიან პოლონეთზე [1].
ლიახები — რეჩ პოსპოლიტის შლიახტების დამცინავი სახელი რომელიც მისცეს კოზაკებმა. არ იყო დამოკიდებული ეთნიკურ წარმომავლობაზე.
სიტყვის წარმომავლობა
რედაქტირებაროგორც ლეგენდა გადმოგვცემს, ლიახი იყო ერთი სამ ძმათაგანი რომლებმაც დააარსეს სამი სლავური ქვეყანა.
«ოდესღაც ცხოვრობდა სამი ძმა: ლიახი, ჩეხი და რუსი. ერთ დღეს გაუდგნენ გზას, რათა ენახათ მიწები თავიანთი მომავალი სახელმწიფოებისათვის. ერთი ადგილი მოეწონა ლიახს, და დასახლდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით გაჩნდა კრაკოვი. ჩეხი კიდევ უფრო სამხრეთისაკენ წავიდა, და დააარსა პრაღა, ხოლო რუსი — აღმოსავლეთით წავიდა, სადაც მოგვიანებით გაჩნდა კიევი».
ფასმერის მიხედვით, სიტყვა ლიახი მოდის ძველი რუსული ლიასიდან. მას პოლონურად შეესაბამება lach, თავიდან ძველპოლონური *lęch «პოლონელი», ლიტვურში შეესაბამება lénkas «პოლონელი»; *lęch არის შემოკლებული -ch, მაგალითად brach, swach, Stach. ეთნონიმის სრული ფორმა იყო *lęděninъ lędo -საგან «სიცარიელეში მცხოვრები», რომელიც ძველრუსულ ფორმით лядьскыи «პოლონურით» მტკიცდება: лядьская земля «პოლონეთი».
თვითონ პოლონელები ისტორიულ დროს არ ატარებდნენ ამ სახელს. ერთ-ერთ უძველეს ქრონიკებში პოლონელების ლეგენდარულ გვარის ფუძემდებელს უწოდებენ ლეხის. სიტყვა ლიახის ფუძეში არის არსებითი სახელი ლეხა, რომელიც ძველი დროიდან თითქმის ყველა სლავურ ენაში გვხვდება და აღნიშნავს — კვალს, მინდორს, და ა.შ.[2], სიტყვა ლიახი (лях) (= лех) (რუსული «я» არის ცხვირეული ѧ (= ен) მაგიერი და ახლოა лѧх лѧдина-სთან), რუსული ლიადა (ляда), ლიადინა (лядина), რაც ნიშნავს - გასუფთავებას, შეკეთებას. იმის გამო რომ გასუფთავებული მეურნეობა, სადაც თესვა ხდება ლიადებზე, ანუ ადგილებზე რომელიც გაჩეხილი და გასუფთავებული იქნა ტყეებისაგან. ეს ოდესღაც არსებობდა ჩრდილო-დასავლეთ სლავებში. ლავროვსკი მიდის იმ დასვნამდე რომ, უძველეს პერიოდში სიტყვა лѧх = лях = лех ნიშნავდა ადამიანს, რომელიც აკეთებდა მინდვრებს, წმენდა ტყეებს, აქედან გამომდინარე, მიწათდამამუშავებელს, მიწათმოქმედს.
ახლა კი მიღებულია შემდეგი თვალსაზრისი რომ, სიტყვის "ლიახი" და "ლეხის" ეტიმოლოგია მოდის სიტყვა ленд (led)» (დაუმუშავებელი მინდორი). სხვა ენებში ეს დასახელება დამახინჯდა და ფონეტიკური კანონებით იცვალა სახე: «Lendizi» - გეოგრაფ ბავარსკის ტომების სიაში, «Lendzeninoi» - კონსტანტინ ბაგრანოროდნის, «ляхи» - ძველ რუსულ მატიანეებსა და წყაროებში. ის აღნიშნავდა როგორც ვისლისპირეთის ლენძიანი «лендзян», რომელიც Х ს. შუა ხანებამდე იყო პოლონურ ტომებს შორის, ასევე სხვები, მათი ნათესავი ტომებია. Х ს. გაჩნდა პოლიანთა სამთავრო , რომელთაგანაც წარმოიშვა სახელწოდება «პოლონელები (поляки)».[3]
ისტორიული ეთნონიმისაგან ლიახები წარმოიქმნა პოლონეთის სახელწოდება ზოგ ენაში: სპარსულში — ლიახესტან, თურქულში — ლეხისტანი, სომხურში — ლეხისტან, უნგრულში — Lengyelország, ლიტვურში — Lenkija. ეთნონიმი *lęděninъ შემორჩა ძველ დასავლეთ სლავურ ტომის ლენძიანების სახელწოდებაში (პოლ. Lędzianie, ინგლ. Lendians), რომლებიც მე-7 ასწლეულიდან ცხოვრობდნენ მცირე პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილს.
სიტყვის გამოყენება
რედაქტირებართული პოლონურ-უკრაინული ურთიერთობების შედეგად ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში სახელწოდებამ მიიღო ნეგატიური მნიშვნელობა და ახლა თანამედროვე უკრაინულ ლექსიკაში არ გამოიყენება. მაგრამ ზოგ ხალხებს სიტყვა ლიახის არ აქვს ემოციური ელფერი და აღნიშნავს პოლონელებს ან პოლონეთს.
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-31. ციტირების თარიღი: 2010-12-28.
- ↑ «ჟ.მ.ნ.პრ.», 1870, № 10
- ↑ იანინი. ლ.მ. პოპოვა , ნ.ი. შჩაველევა. დიდი პოლონური ქრონიკა (წინასიტყვაობა)