მთავარი მენიუს გახსნა

დონალდ ფრანციშეკ ტუსკი (პოლ. Donald Franciszek Tusk, კაშუბ. Donald Franciszek Tusk; დ. 22 აპრილი 1957, გდანსკი, პოლონეთი) — პოლონეთის პოლიტიკური მოღვაწე, 2007 წლის 16 ნოემბრიდან 2014 წლის 22 სექტემბრამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ როდესაც მისმა პარტიამ გაიმარჯვა 2007 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. 2014 წლის 30 აგვისტოს აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად და თანამდებობა ამავე წლის 1 დეკემბრიდან დაიკავა.

დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 დეკემბერი, 2014
წინამორბედიჰერმან ვან რომპეი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ნოემბერი, 2007 – 22 სექტემბერი, 2014
პრეზიდენტილეხ კაჩინსკი,
ბრონისლავ კომოროვსკი
წინამორბედიიაროსლავ კაჩინსკი
მემკვიდრეევა კოპაჩი

დაბადებული22 აპრილი, 1957
გდანსკი, პოლონეთი
პოლიტიკური პარტიასამოქალაქო პლატფორმა
მეუღლემალგოჟატა ტუსკი
შვილებიმიხაილი და კატაჟინა
განათლებაგდანსკის უნივერსიტეტი
პროფესიაისტორიკოსი
ხელმოწერაDonald Tusk Signature 2.svg

ბიოგრაფიარედაქტირება

დონალდ ტუსკი ეთნიკურად კაშუბია (ძველი პომორიელების შთამომავლები, ცხოვრობენ ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე). დაიბადა ხელოსნის ოჯახში. 1976 წელს დაამთავრა ნიკოლაი კოპერნიკის სახელობის ლიცეუმი გდანსკში, ხოლო 1980 წელს გდანსკის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

დაქორწინებულია მალგოჟატა ტუსკიზე და ჰყავთ ორი შვილი.

კარიერარედაქტირება

დონალდ ტუსკი იყო სტუდენტთა დამოუკიდებელი კავშირისა და სოლიდარობის საუნივერსიტეტო კომიტეტის ორგანიზატორი. თავის მეგობარ მაცეი პლაჟინსკისთან (პოლონეთის სეიმის მომავალი მარშალი 1997-2001 წწ.) ერთად ორგანიზება გაუკეთა რამდენიმე გაფიცვას, მათ შორის 1988 წლის მაის-აგვისტოს გაფიცვებს.

1989 წელს გდანსკელ ლიბერალებთან ერთად შევიდა ლიბერალურ-დემოკრატიული კონგრესის პარტიის რიგებში. 1991 წლიდან აღნიშნული პარტიის რიგებიდან სეიმის წევრი გახდა. 1994 წელს გაერთიანდა ლიბერალურ-დემოკრატიული კონგრესის პარტია და დემოკრატიული კავშირი. მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა თავისუფლების უნია, რომლის თავმჯდომარის მოადგილეც გახდა დონალდ ტუსკი.

1997-2001 წლებში სენატის ვიცე-მარშალია, ხოლო 2001-2005 წლებში სეიმის ვიცე-მარშალი.

2001 წელს სამოქალაქო პლატფორმის ლიბერალურ-კონსერვატიული იდეოლოგიის პარტიის, ერთ-ერთი დამაარსებელია. 2003 წლიდან ხელმძღვანელობს აღნიშნულ პარტიას. 2005 წელს სათავეში ჩაუდგა პარტიის საარჩევნო სიას და მიიღო ხმების 36,33 %.

2005 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და მერე ტურში მიიღო 45,96 %, ლეხ კაჩინსკისთან დამარცხდა.

2007 წლის 21 ოქტომბერს გაიმარჯვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. 16 ნოემბერს დაინიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. ასევე წარმატებული აღმოჩნდა პარტიისთვის 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებიც.

2014 წლის 30 აგვისტოს აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად[1][2], თანამდებობა დაიკავა 2014 წლის 1 დეკემბერს[3].

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. Дональд Туск избран новым президентом Европейского совета. gazeta.ru (2014-08-30). წაკითხვის თარიღი: 2014-08-30.
  2. Italy's Mogherini and Poland's Tusk get top EU jobs. bbc.com (2014-08-30). წაკითხვის თარიღი: 2014-08-30.
  3. Szczerbiak, Agata. (2014-08-30) Donald Tusk w Brukseli – czym będzie się zajmował?. polityka.pl. წაკითხვის თარიღი: 2014-08-30.