ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იან III სობესკი (პოლ. Jan III Sobieski) — რეჩ პოსპოლიტას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონარქი 1674 წლიდან გარდაცვალებამდე. მისმა 22-წლიანმა მეფობამ ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა და სიმშვიდე, რაც განსაკუთრებით სჭირდებოდა პოლონეთს ხმელნიცკის აჯანყებისა და შვედეთის და რუსეთის შემოტევების შემდეგ. იან სობესკი სხვა თვისებებს შორის გამოირჩეოდა იმით, რომ იყო შესანიშნავი სამხედრო სტრატეგი. მის გამარჯვებებათა შორის ყველაზე წარმატებულად ითვლება 1683 წლის ვენის ბრძოლა. თურქების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებების გამო, თურქებმა მას „პოლონელი ლომი“ შეარქვეს.

იან III სობესკი
Jan III Sobieski
პოლონეთის მეფე
კორონაცია: 1676 წლის 2 თებერვალი
მმართ. დასაწყისი: 1674 წლის 21 მაისი
მმართ. დასასრული: 1696 წლის 17 ივნისი
წინამორბედი: მიხეილ კორიბუტ ვიშნევეცკი
მემკვიდრე: ავგუსტ II ძლიერი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1629 წლის 17 აგვისტო
დაბ. ადგილი: ოლესკო, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 1696 წლის 17 ივნისი
გარდ. ადგილი: ვილანოვი
მეუღლე: მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი
შვილები: იაკობ ლუდვიგ სობესკი
ტერეზა თეოფილია სობესკი
ადელაიდე სობესკი
მანონე სობესკი
ტერეზა კუნეგუნდა სობესკი
ალექსანდრე ბენედქტ სობესკი
კონსტანტინ ვლადისლავ სობესკი
იან სობესკი
დინასტია: სობესკი
მამა: იაკობ სობესკი
დედა: სოფია თეოფილია დანილოვიჩი
ხელმოწერა:

სამეფო წოდებები

რედაქტირება
  • ოფიციალური წოდება (ლათინური): Joannes III, Dei Gratia rex Poloniae, magnus dux Lithuaniae, Russiae, Prussiae, Masoviae, Samogitiae, Livoniae, Smolenscie, Kijoviae, Volhyniae, Podlachiae, Severiae, Czernichoviaeque, etc.
  • ოფიციალური წოდება (პოლონური): Jan III, z łaski bożej, król Polski, wielki książę litewski, ruski, pruski, mazowiecki, litewski, kijowski, wołochyński, podlaski i czernichowski, etc.
  • ქართულად: იან III, ღმრთის წყალობით, მეფე პოლონეთისა და დიდი მთავარი ლიტვისა, რუსეთისა, პრუსიისა, მასოვიისა, სამოგიტიისა, ლივონიისა, სმოლენსკისა, კიევისა, ვოლინიისა, პოდლაშისა, სევერიისა, ჩერნიგოვისა და სხვათა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სიყმაწვილე

რედაქტირება
 
ოლესკოს სასახლე

იან სობიესკი დაიბადა 1629 წელს პოლონეთის ქალაქ ოლესკოში, ლვოვის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, სახელოვანი დიდებულის ოჯახში. მამამისი, იაკობ სობესკი იყო რუსეთის სავოივოდოსა და კრაკოვის მმართველი. დედამისი - სოფია თეოფილია დანილოვიჩი იყო სტანისლავ ჟოლკევსკის შვილიშვილი. კრაკოვის ნოვოდვორსკის ლიცეუმის დაცრულების შემდეგ, ახალგაზრდა იანმა სწავლა გააგრძელა იაგელონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლსი დასრულების შემდეგ, იანი თავის ძმა მარეკ სობიესკისთან ერთად გაემგზავრება დასავლეთ ევროპაში, სადაც ორი წლის განმავლობაში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი ხვდება მნიშვნელოვან პოლიტიკულ ფიგურებს: ლუი II-ს, ჩარლზ II-ს, უილიამ II-ს. ამ მოგზაურობისას შეისწავლის ინგლისურ, ფრანგულ და გარმანულ ენებს, ლათინურის ჩათვლით. ეს ყოველივე კი ერთობ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი სამხედრო კარიერისთვის.

ორივე ძმა პოლონეთში დაბრუნდა 1648 წელს და მოხალისედ ჩაეწერენ არმიაში ხმელნიცკის აჯანყების დროს. სულ მალე მანვე შექმნა თავისი დივიზია კავალერისტებისა, რომელსაც მეთაურობდა. ზბორევსკის ბრძოლის შემდეგ, ძმები ერთმანეთს დაშორდნენ, ერთი წლის შემდეგ კი მარეკი გარდაიცვალა თათრების ტყვეობაში. ამ პერიოდში იანი იღებს პოლკოვნიკის წოდებას და სახელოვნად იბრძვის ბერესტეცკოს ბრძოლაში. იმედისმომცემ სარდალს, პოლონეთის მეფე იან კაზიმირი აგზავნის სტამბოლში, ოსმალეთის იმპერიაში, დესპანის რანგში. თურქეთში ყოფნისას იანი სწავლობს თათრულ ენასა და თურქულ სამხედრო ხელოვნებას.

შვედების შემოტევის შემდეგ, იან სობესკი იბრძვის არმიაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ქშიშტოფ ოპალინსკი, რომელიც დამარცხდება უიცში და დაიფიცებს შვედეთის მეფე კარლ X გუსტავის ერთგულებას. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ, 1656 წლის აპრილიდან, იგი კვლავ რეჩ პოსპოლიტას მეფის გვერდით იბრძვის, შვედების წინააღმდეგ.

 
იან სობესკი იან მატეიკოს მიხედვით

სამდღიანი ბრძოლის დროს ვარშავასთან, იანი შესანიშნავად სარდობდა 2000 კაციან, ძლიერად შეიარაღებულ თათართა პოლკს, რის გამოც მას მიანიჭეს ახალი წოდება სამეფო გვირგვინის უფროსი მებაირაღისა. ფრანგული ფრაქციის აქტიური მხარდამჭერი, ლუბომირსკის აჯანყების დროსაც იანი მეფის ერთგული რჩება, რაც ასევე წარმატების მომტანი აღმოჩნდა მისი სამხედრო კარიერისთვის. 1665 იგი ცოლად შეირთავს მარია კაზიმირა ლუიზას და დააწინაურებენ დიდი მარშლის თანამდებობაზე, ხოლო მომდევნო წელს-ფერლდ ჰეტმანად. 1667 წელი იან სობესკის ბიოგრაფიაში ჩაიწერა პოდჰაიცეში თათარ-კაზაკებზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით. სახელმოხვეჭილსა და პატივსაცემ სარდალს 1668 წლის თებერვალს მიანიჭებენ დიდი ჰეტმანის წოდებას, რომელიც იყო უმაღლესი სამხედრო წოდება რეჩ პოსპოლიტას სახელმწიფოში და პოლონური არმიის დე ფაქტო მთავარსარდლად დანიშნავენ.

პოლონეთ-თურქეთის ომის დროს 1671 წლის 11 ნოემბერს იან სობესკიმ კიდევ ერთი გამარჯვება ჩაწერა თავის გამარჯვებათა ნუსხაში, ხოტინის ბრძოლაში თურქთა განადგურებითა და ხოტინის ციხის აღებით. ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების ამბავი გავრცელდა მთელს ქვეყანაში, პოლონეთის მეფე მიხეილ კორიბუტ ვიშნევეცკის გარდაცვალების ამბავთან ერთად, რომელიც აღესრულა ხოტინის ბრძოლამდე ერთი დღით ადრე. ამ წარმატებამ სობესკი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პიროვნებად აქცია. ხოლო მომდევნო წლის 12 მაისს იგი რეჩ პოსპოლიტას მეფედ აირჩიეს. არჩვენებისას იან სობესკის სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მხოლოდ რამდენიმე მისი მოწინააღმდეგე კვლავ მის ოპოზიციად რჩებოდა. მის მომხრეთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, თავად იან სობესკის მეუღლე. 1676 წლის 2 თებერვალს იან სობესკი აინ III-ის სახელით რეჩ პოსპოლიტას მეფედ აკურთხეს.

მეფედ კურთხევა

რედაქტირება
 
იან სობესკის მეფედ კურთხევა (1676) წელი, რელიეფური გამოსახულება ვილანოვის სასახლიდან

იან სობესკი გახდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხალხმრავალი სახელმწიფოს მეფე, რომელიც იმავდროულად დაესუსტებინა მუდმივ ომს. რომელმაც ბოლო მოუღო პოლონეთ-ლიტვის ეკონომიკის კეთილდღეობას. რამაც შედეგად მოეტანა ის, რომ სახელმწიფო სალარო გამოცარიელებული იყო და სამეფო კარს არ შესწევდა ძალა, წინააღმდეგობა გაეწია პოლონელი დიდებულებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს უფრო იცავდნენ, ვიდრე თავად პოლონეთისას. ამიტომაც ხშირად გამოდიოდნენ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ. ახალარჩეულმა მეფემ გადაწყვიტა, მოეწესრიგებინა მდგომარეობა ქვეყანაში. მან შეუტია თურქებს და იაძულა ისინი ხელი მოეწერათ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. რითაც ბოლო მოეღო გამუდმებულ ბრძოლას რეჩ პოსპოლიტას სამხრეთ საზღვარზე. იან III-მ 1674 წელს ზედიზედ აიღო კამენეც პოდოლსკის, ბარისა და რეჟკოვის ციხეები და აქცია ისინი ძლიერ ციხესიმაგრეებად, რომლებიც იცავდნენ რეჩ პოსპოლიტას სამხრეთ საზღვარს თურქთა შემოსევებისგან. პოლონელი ისტორიკოსები ოსკარ ჰელეცკი და სხვები, აღნიშნავენ, რომ იან სობესკი გეგემავდა პრუსიის დაპყრობას შვედეთის ჯართან ერთად და საფრანგეთის ფულადი მხარდაჭერით. ეს იყო იან სობესკის ფარული გეგმა, რომელიც მოგვიანებით გამოაშკარავდა და რომლის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა თურქეთთან ომის გაჭიანურების გამო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იან_III_სობესკი“-დან