იუზეფ პილსუდსკი
იუზეფ პილსუდსკი (პოლ. Józef Klemens Piłsudski ['juzεf piw'sutski]; დ. 5 დეკემბერი, 1867 — გ. 12 მაისი, 1935) — პოლონელი სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური 1918-1922 წწ. პოლონეთის არმიის დამაარსებელი, პოლონეთის მარშალი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1855 წელს ჩაირიცხა ხარკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, საიდანაც ერთ წელიწადში გაირიცხა სტუდენტურ მოძრაობების წევრობისა და არეულობებში მონაწილეობისთვის. 1887 წელს ძმასთან და ტერორისტული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს ალექსანდრე III-ის მკვლელობის მცდელობის ბრლადებით და 5 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა ირკუტსკის ციხეში. სასჯელის მოხდის შემდეგ, 1896 წლიდან ცხოვრობდა ლონდონში, სადაც მონაწილეობდა II ინტერნაციონალის IV კონგრესის მუშაობაში. 1899 წლიდან ცხოვრობდა ვილნოში, შემდეგ კი ლოძში, სადაც აგრძელებდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1900 წელს ისევ დააპატიმრეს და მოათავსეს ვარშავის ციხეში, საიდანა მოახერხა გაქცევა. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს აქტიურად მუშაობდა პოლონეთის ლეგიონის შექმნისთვის. I მსოფლიო ომის წინ გალიციაში ჩამოაყალიბა პოლონელ პატრიოტთა სამხედრო ჯგუფები, ხოლო ომის საწყის ეტაპზე, 1914 წლის ოქტომბერში, შექმნა საიდუმლო სამხედრო ორგანიზაცია, რომელმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადა გერმანიის ხელისუფლებას. გერმანიის მთავრობამ ორგანიზაცია დაშალა, ხოლო პილსუდსკი დაიჭირა და მაგდებურგის ციხეში ჩასვა. ციხიდან გათავისუფლდა 1918 წლის 8 ნოემბერს და ტრიუმფით დაბრუნდა ვარშავაში. 22 ნოემბერს შეიქმნა დამოუკიდებელი პოლონეთის მთავრობა, ხოლო პილსუდსკი 1919 წლის იანვარში აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად. 1919-21 წლებში, პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის დროს პილსუდსკის ეკავა პოლონეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა. 1926 წლის 31 მაისს არჩეულ იქნა პოლონეთის პრეზიდენტად, რაზეც უარი განაცხადა. 1934 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გარდაიცვალა 1935 წლის 12 მაისს ღვიძლის სიმსივნით. მისი გული დაკრძალულ იქნა ვილნოში, ხოლო სხეული — კრაკოვში.