რუსეთ-ოსმალეთის ომი (1787-1791)
რუსეთ-ოსმალეთის ომი 1787-1791 – ომი, ერთი მხრივ, რუსეთსა და ავსტრიას ხოლო, მეორე მხრივ, ოსმალეთის იმპერიას შორის. ამ ომით ოსმალეთს განზრახული ჰქონდა დაებრუნებინა ის მიწები, რომლებიც გადავიდნენ რუსეთის ხელში რუსეთ ოსმალეთის 1768–1774 ომის შედეგად. ომი დამთავრდა რუსეთის იმპერიის გამარჯვებით და იასის საზავო ხელშეკრულების დადებით.
ომის წინაპირობა იყო რუსეთის მიერ ყირიმის სახანოს ანექსია და 1783 წლის 24 ივლისს ქართლ-კახეთის სამეფოსთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის ძალითაც აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის პროტექტორატის ქვეშ გადავიდა.
რამდენიმე ბრძოლისა და სამი საომარი კამპანიის (1789, 1790, 1791) შედეგად ოსმალეთმა სერიოზული მარცხი იწვნია და იძულებული გახდა, 1792 წლის 9 იანვარს (ძვ. სტ. 1791 წ. 29 დეკემბერი) დაედო იასის საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ყირიმი და ოჩაკოვო რუსეთს რჩებოდა, ხოლო იმპერიებს შორის საზღვარმა დნესტრზე გადაიწია. ოსმალეთმა კვლავ დაადასტურა ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შედეგები და სამუდამოდ დათმო ყირიმი, ტამანის ნახევარკუნძული და ყუბანის თათრები.
ასევე, ოსმალეთმა უარი თქვა საქართველოს მიმართ პრეტენზიებზე და ვალდებულება აიღო, რომ მის მიმართ რაიმე მტრულ ქმედებებს არ განახორციელებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Петров А. Н. Вторая турецкая война в царствование императрицы Екатерины II (в 2 томах). — СПб: 1880.
- Lucien Bély, Les relations internationales en Europe - sp-XVIIe–XVIIIe, PUF, coll. « Thémis/Histoire », Paris, 1992. ISBN 2-13-051755-2
- Michael Hochedlinger: Krise und Wiederherstellung - Österreichische Großmachtpolitik zwischen Türkenkrieg und Zweiter Diplomatischen Revolution 1787-1791, Berlin 2000. (= Historische Forschungen, Bd. 65) ISBN 3-428-10023-9
- Christoph K. Neumann: Das osmanische Reich in seiner Existenzkrise (1768-1826) In: Kleine Geschichte der Türkei. Bonn, 2005 ISBN 3-89331-654-X S.283-313
- Werner Scheck: Geschichte Russlands. Von der Frühgeschichte bis zur Sowjetunion. München, 1975. S.259-264