ცრუდიმიტრი I
ცრუ დიმიტრი I (კირილიცა Лжедмитрий) — რუსეთის ცარი გახდა 1605 წლის 21 ივლისს. დაიბადა 1581 წელს, ხოლო გარდაიცვალა 1606 წლის 17 მაისს. ცრუ დიმიტრის ნამდვილი სახელი იყო გრიგორი ოტრეპიევი . გრიგორიმ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დაიბრალა, რომ ის უგლიჩში მოკლული დიმიტრი ივანეს ძე იყო, რომელიც ვითომდა შემთხვევით გადაურჩა მკვლელობას. გაღატაკებული მოსახლეობა იჯერებდა გრიგორის ტყუილებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.
ცრუ დიმიტრი I | |
---|---|
Лжедмитрий I | |
![]() | |
რუსეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 21 ივლისი 1605 |
მმართ. დასასრული: | 17 მაისი 1606 |
წინამორბედი: | თედორე II |
მემკვიდრე: | ვასილ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1581 |
გარდ. თარიღი: | 17 მაისი 1606 |
გარდ. ადგილი: | მოსკოვი, |
დინასტია: | შუისკები |
მამა: | უცნობია |
დედა: | უცნობია |
ხელმოწერა: |
![]() |
1604 წელს ცრუ დიმიტრი პოლონელებთან და კაზაკებთან ერთად მოსკოვისკენ გაემართა. 1605 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ბორის გოდუნოვი გამეფდა მისი 16 წლის ვაჟი თედორე II, მას მეფობა არ ეწერა რადგან, იმავე წელს ცრუ დიმიტრი შევიდა მოსკოვში ამოწყვიტა გოდუნოვების ოჯახი და თავი მეფედ გამოაცხადა. მან ვერ შეძლო ქვეყნის მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამოყვანა ამიტომ მისი მეფობის ერთი წლის თავზე ის შეთქმულებმა მოკლეს.