ფშემისლი

(გადამისამართდა გვერდიდან პერემიშლი)

ფშემისლი, პერემიშლი (პოლ. Przemyśl; უკრ. Перемишль) — სასაზღვრო ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, მდინარე სანის ნაპირზე, 1998 წლამდე იყო ფშემისლის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის დაშლის შემდეგ, შევიდა კარპატების სავოევოდოს შემადგენლობაში. 2006 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66,715 ადამიანი. სატრანსპორტო კვანძი და სამრეწველო ცენტრი. დაარსდა X საუკუნეში. X-XII საუკუნეებში პოლონეთს, უნგრეთსა და კიევის რუსეთს ბრძოლა ჰქონდათ ფშემისლის ხელში ჩასაგდებად. XII საუკუნიდან გალიჩ-ვოლინის სამთავროს შემადგენლობაში იყო. 1340 წლიდან ეკუთვნოდა პოლონეთს. პოლონეთის I დანაწილებით (1772) ავსტრიას გადაეცა (1773). მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქში მიმდინარეობდა ბრძოლა საბჭოთა არმიასა და ფაშისტურ გერმანიას შორის; წითელმა არმიამ ქალაქი გაათავისუფლა 1944 წლის 27 ივლისს. 1945 წლის სსრკ-პოლონეთის შეთანხმების შედეგად, ფშემისლი შევიდა პოლონეთის შემადგენლობაში. ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ტაძარი (1460-1571 წლები, გადააკეთეს 1744 წელს; მის შემადგენლობაშია XII-XIII საუკუნეების როტონდა), XVII-XVIII საუკუნეების მონასტრები და ეკლესიები; XVIII-XIX საუკუნეების სასახლეები და საკუთარი სახლები; XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საფორტიფიკაციო ნაგებობები.

ქალაქი
ფშემისლი
პოლ. Przemyśl
დროშა გერბი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
კოორდინატები 49°47′10″ ჩ. გ. 22°46′26″ ა. გ. / 49.78611° ჩ. გ. 22.77389° ა. გ. / 49.78611; 22.77389
მმართველი Wojciech Bakun
ფართობი 44 კმ²
მოსახლეობა 66,715 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 1,500 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი +48 016
საფოსტო ინდექსი 37-700-იდან 37-720-მდე
საავტომობილო კოდი RP
ოფიციალური საიტი przemysl.pl
ფშემისლი — პოლონეთი
ფშემისლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება