დიდი მორავია
დიდი მორავია — სლავური სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 822—907 წლებში შუა დუნაის დაბლობზე. თავისი სიძლიერის უმაღლეს წერტილში მის შემადგენლობაში თანამედროვე უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ისტორიული ოლქის სილეზიის ნაწილი შედიოდა.[1]. დიდი მორავია ითვლება პირველ სლავურ სახელმწიფოდ, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა საერთო სლავური რეგიონის კულტურულ განვითარებაზე: აქ შეიქმნა პირველი სლავური დამწერლობა და შესაძლოა, ძველი საეკლესიო სლავური ენა.[2]
დიდი მორავია Velkomoravská říše | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დედაქალაქი | 1- მიკულჩიცი (ჩეხ. Mikulčice), 2- ველიგრადი, 3-ნიტრა | |||
ენა | ძველი სლავური ენა, ლათინური ენა | |||
მმართველობის ფორმა | კონსტიტუციური მონარქია | |||
მორავიის ქალაქები
რედაქტირებასახელმწიფოს დედაქალაქად, მკვლევარების ერთი ნაწილი თვლის ქალაქ მიკულჩიცის (ჩეხ. Mikulčice) [3]. მეორე ნაწილი თვლის ნიტრას[4]. მესამენი თვლიან — ველიგრადს[5]
ისტორია
რედაქტირება822 წელს მორავიის ელჩები ეწვივნენ იმპერატორის კარს მაინის ფრანკფურტში[6]. 833 წელს მთავარმა მოიმირ I-მა თავის სახელმწიფოს შემოუერთა ნიტრას სამთავრო, ხოლო 846 — მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ჩეხეთის ტერიტორიაზე. 855 წელს მორავიამ მოიგერია ლუდვიგ II გერმანელის ზეწოლა. 862 წ. მორავიის მთავარმა როსტისლავმა გაგზავნა ელჩობა ბიზანტიაში ქრისტიანობის სლავურ ენაზე ქადაგების ნებართვის მისაღებად. შემდეგ წელს დიდ მორავიაში ჩადის კონსტანტინე (ბერობაში - კირილე) და მეთოდე ისინი სამი წლით სახლდებიან დედაქალაქ ველეგრადში, რის შემდეგ მიემგზავრებიან რომში, ბლატნოგრადისა და ვენეციის ჩასვლის შემდეგ, 867 წელს რომში ისინი შეხვდნენ რომის პაპს, სადაც კირილმა წარმატებით დაიცვა ყველა ერის უფლება განეხორციელებინათ ქრისტიანული სარწმუნოებრივი კავშირები საკუთარ მშობლიურ ენებზე. მეთოდე ხდება ეპისკოპოსი, ხოლო კონსტანტინე მძიმედ დაავადდა, ბერად აღიკვეცა, და მიიღო კირილეს სახელი. ის გარდაიცვალა 14 თებერვალს. 870 წ. მეთოდე ბრუნდება მორავიაში, მაგრამ იქ არ ჩერდება, რადგანაც იქ ხელისუფალი შეიცვალა. 874 წ. დიდი მორავიის მთავრების ხელისუფლება ვრცელდება უნგრეთზე და შემოიერთა იქ არსებული ბლატენის სამთავრო[7].
სვიატოპოლკის სიკვდილის შემდეგ დიდი მორავია გაყოფილ იქნა მის ვაჟებს შორის — მოიმირ II-ის (უზენაესი მთავარი) და სვიატოპოლკ II-ს შორის, რომელმაც მიიღო ნიტრას სამთავრო. IX საუკუნის ბოლოს დიდი მორავიისაგან გამოეყო ჩეხეთი (ბოჰემია) და სერბ-ლუჟიცელების მიწები.
906 წ. პანონის სტეპებში შემოიჭრნენ შევიწროებული პეჩენეგები უნგრელი ტომები და დაუწყეს სვიატოპოლკის შემდეგ დასუსტებულ მორავიას გლეჯა წამება. 907 წელს პრესბურგის ბრძოლისას სლავები მთავარ მოიმირის მეთაურობიდ დამარცხებულ იქნენ[8].
დიდი მორავიის მთავრები
რედაქტირებაკულტურა
რედაქტირებადიდი მორავიის კულტურა ბიზანტიის დომინანტური გავლენით ვითარდებოდა.[9], მას შემდეგ, რაც რომის პაპმა სლავურს სალიტურღიო ენის სტატუსი მიანიჭა და ღვთისმსახურებისას სახარების სლავურ ენაზე კითხვის ნებართვა გასცა, სლავურმა ლიტერატურამ აქტიურად დაიწყო განვითარება, ჯერ ქადაგებანი ითარგმნა, შემდეგ კი ორიგინალური ნაწარმოებები დაიწერა, მაგალითად წმ. კირილეს «Проглас».
იმ დროის არქიტექტურული ძეგლებიდან შემორჩენილია მხოლოდ ფუნდამენტები, რომელთაც XX საუკუნეში გათხრების შედეგად მიაკვლიეს. ყველაზე გავრცელებული და პოპულარული საეკლესიო ნაგებობების ტიპი იყო როტონდა.[9] რაც სწორედ მორავიიდან გავრცელდა შემდეგ ჩეხეთსა და პოლონეთში, ასევე სხვა სლავურ ქვეყნებში.
გამოყენებით ხელოვნებაში იგრძნობა მუსლიმანური და ირანული გავლენა. ძალიან განვითარებული იყო ოქრომჭედლობა, განსაკუთრებით ქალის სამკაულების დამზადება. დახვეწილი მორავიული ჩამოსხმის საიდუმლოება ამ დრომდეც არ არის გახსნილი. IX საუკუნის პირველ ნახევარში მძლავრობდა ეგრეთ წოდებული ბლატნიცკურ-მიკულჩიცური სტილი, როდესაც გრავირებული ორნამენტი ჭედურობასთან კომბინირდებოდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გ. პ. მელნიკოვი, სლავური ხალხების კულტურის ისტორია. 3 ტომად, ტ. I: ძველი და შუა საუკუნეები, მ.: სლავური კულტურის სახ. აკადემია. — გვ. 488, ISBN 5-85291-021-X.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დიდი მორავია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-15. ციტირების თარიღი: 2011-01-21.
- ↑ გ.პ. მელნიკოვი, საეკლესიო-სლავური ენა. — გვ. 91.
- ↑ მორავია, ერთ დროს დიდი
- ↑ ჩეხეთში და სლოვაკეთში აღნიშნეს სლავი განმანათლებლების კირილეს და მიფოდის დღე
- ↑ სლავური დამწერლობის გაჩენის მიზეზები და პირობები
- ↑ მ გიმბუტასი სლავები
- ↑ ბლატენის სამთავრო
- ↑ ძველი ისტორია. შუა საუკუნეები. ახალი ისტორია
- ↑ 9.0 9.1 გ. პ. მელნიკოვი, ნახს. ნაწარმ.. — გვ. 92.