კოშიცეს პრივილეი

(გადამისამართდა გვერდიდან კოშიცის პრივილეი)

კოშიცეს პრივილეი (პოლ. Przywilej koszycki ან პოლ. przywilej generalny) — პოლონეთის მეფის ლაიოშ I დიდის (ლუი I, ლუდოვიკო უნგრელი) 1374 წლის 17 სექტემბრის სიგელი, რომელშიც წარმოდგენილი იყო შლიახტის უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობდნენ მხოლოდ უმაღლესი რანგის სასულიერო და სამოქალაქო ფეოდალები. ამის სანაცვლოდ, ლუდვიგის ერთ-ერთი ქალიშვილი (კატერინა, მარია ან იადვიგა) უნდა ასულიყვნენ პოლონეთის ტახტზე მისი სიკვდილის შემდეგ.

კოშიცეს პრივილეი

კოშიცეს პრივილეგიები ხელმოწერილ იქნა შლიახტასთან მოლაპარაკებების შემდეგ კოშიცეს ყრილობაზე.

შლიახტამ მიიღო შემდეგი პრივილეგიები:

  • ხარკისაგან განთავისუფლება, 2 გროშის გარდა ერთი ლანა მიწაზე და 4 გროშისა მონასტრის მფლობელობიდან;
  • ციხე-სიმაგრეების მშენებლობისა და შეკეთების ვალდებულებისაგან განთავისუფლება, ომის დროის გარდა;
  • თანამდებობები მხოლოდ პოლონელებს უნდა დაეკავებინათ;
  • ომის დროს ბრძოლისათვის შლიახტა იღებდა ჯარისკაცის ხელფასს;
  • ქალაქებისა და ხიდების მშენებლობის ვალდებულებებისაგან განთავისუფლება;
  • მეფის კარის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან განთავისუფლება, მეფის იმ დროს როდესაც, მეფე ქვეყანაში მოგზაურობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება