ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
კლუშინის ბრძოლა
რუსეთ-პოლონეთის ომის ნაწილი

პოლონელი ჰუსარები კლუშინის ბრძოლაში
თარიღი 1610 წლის 4 ივლისი
მდებარეობა კლუშინო
შედეგი პოლონეთ ლიტვის თანამეგობრობის გამარჯვება
მხარეები
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა რუსეთის იმპერია

შვედეთის სამეფო

მეთაურები
სტანისლავ ჟოლკიევსკი დიმიტრი შიუსკი

იაკობ დე ლა გარდი

ძალები
6500[1] – 6800[2] ჯარისკაცი

2 ქვემეხი[2]

30000 რუსი[2][3] და 5000 დაქირავებული

11 ქვემეხი[2]

დანაკარგები
400[2] 5000[2]
კლუშინის ბრძოლა ვიკისაწყობში

კლუშინის ბრძოლა ან კლუშინოს ბრძოლა 一 საბრძოლო კამპანია პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთის სამეფოს შორის, რომელიც გაიმართა 1610 წლის 4 ივლისს, ე.წ. რუსული არეულობის ხანის დროს. რაზმებს შორის შეტაკება სოფელ კლუშინოსთან, ქალაქ სმოლენსკის მახლობლად. ბრძოლაში პოლონურ-ლიტვურმა ძალებმა, სტანისლავ ჟოლკიევსკის მეთაურობითა და გამოცდილების, აგრეთვე პოლონეთის სამეფო გვირგვინში შემავალი ფრთიანი ჰუსარების დახმარებით, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს რუსეთის არმიის წინააღმდეგ. აღნიშნული ომი ისტორიას შემორჩა, როგორც პოლონურ-ლიტვური კოლაბორაციის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება და იმდროინდელი პოლონურ-ლიტვური თანამეგობრობის ბრწყინვალე ეპოქის თვალსაჩინო არგუმენტი.

1610 წელს, რუსეთის იმპერიამ, პოლონეთ-ლიტვის პროგრესული წინსვლის საპასუხოდ, შვედეთის სამეფოსთან ერთად ჩამოაყალიბა ალიანსი, რომელიც შემდეგში ისტორიაში შევიდა, როგორც დე ლა გარდის კამპანია.[4] მათ მთავარ მიზანს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ექსპანსიის შეჩერება წარმოადგენდა. რუსული არმია, პრინც დიმიტრი შუისკის მეთაურობით, მიემართებოდა სმოლენსკის ალყაში მოქცეული ციხის დასახმარებლად, რა დროსაც გზაზე პოლონელ-ლიტველთა არმია შეეჩეხა. ამასობაში, შუისკიმ საკუთარი ძალების რამდენიმე ერთეულად დაყოფა მოახერხა.[2]

პოლონურ-ლიტვური არმიის 12000 მეომრიანი ჯარი, რომელსაც სათავეში სტანისლავ ჟოლკიევსკი ედგა, შეეჩეხა რუსების 8000 ჯარისკაცისგან შემდგარ რაზმს, გრიგორი ვალუევის სარდლობით. პოლონელებმა თავდასხმითი პოზიცია შეინარჩუნეს, რამაც რუსების ადგილზე გაშეშება და ცაროვო-ზაიმიშჩეს ბანაკებში შემაგრება გამოიწვია, ამავდროულად, 30 ათასიანი არმია, დიმიტრი შუისკის ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ გზაში იყო.[2] რუსებმა ვერ გათვალეს პოლონელ-ლიტველთა რეალური ძალა, თუ რამდენად აჭარბებდა ის მათ ამალას. გარდა ამისა, ალყაში მოქცეულმა მხედართმთავრებმა ვერ მოახერხეს ეცნობინებინათ გენერალი შუისკისთვის, რომ საგანგაშო ვითარება შეიქმნა. ჟოლკიევსკი დარწმუნებული იყო საკუთარი არმიის სიძლიერეში და მათ პირველი შეტევის განხორციელება ანდო. 3 ივლისს მან გადაწყვიტა, ალყა დროებით მიეტოვებინა და დიმიტრი შუისკის არმიაზე კონცენტრირებულიყო.[2] ამ მზაკვრულმა გეგმამ გაამართლა, რადგან, რუსულმა რაზმმა ვერ გააცნობიერა პოლონელ-ლიტველთა არმიის უკან დახევა. იმავე დროს, არც შუისკიმ იცოდა პოლონურ-ლიტვური გაერთიანებული ძალების შესახებ და ამ უკანასკნელს დიდი ყურადღება არ მიაქცია.[2]

მოწინააღმდეგე ძალები

რედაქტირება

პოლონელ-ლიტველთა არმის, რომელიც დაახლოებით 6500-6800 ჯარისკაცს შეიცავდა (მათგან დაახკლოებით 80% ფრთიანი ჰუსარებისგან შედგენილ დანაყოფს წარმოადგენდა), რიცხობრივად აღმატებულ ძალებთან შეჭიდება მოუხდათ, რომელიც დაახლოებით 30000, ზოგიერთი ცნობით კი 35000-ჯარისკაციან რაზმს წარმოადგენდა, დაქირავებული ჯარისკაცების ჩათვლით. მასში გაერთიანებული იყო სხვადასხვა რაოდენობა ფრანგი, გერმანელი, ირლანდიელი, ესპანელი, ინგლისელი და შოტლანდიელი ჯარისკაცებისა, რომელსაც შვედი გენერალი, იაკობ დე ლა გარდი მეთაურობდა. [1][2][3] იმ ძალების ჩათვლით, რომელსაც არ უწევდათ ომში მონაწილეობის მიღება და დარჩნენ ბანაკებში, გამოვიდოდა, რომ პოლონელთა 12300-იანი ჯარისკაცი რუსების 48000-იან არმიას უპირისპირდებოდა.[2] გარდა ამისა, პოლონელ-ლიტველთა არმიას ამაგრებდა ორი ქვემეხი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით ოთხი), როცა რუსები სულ რაღაც 11 ქვემეხს ფლობდნენ.

ბრძოლის წინა დღე

რედაქტირება
 
ბრძოლის გეგმა

1610 წლის ივნისში რუსეთ-შვედეთის გაერთიანებულმა არმია, რომელმაც გაათავისუფლა მოსკოვი ცრუდიმიტრის ჯარებისგან, ალყაში მოქცეულ სნმოლენსკს დახმარება აღუთქვა. თავის მხრივ, სიგიზმუნდ III-მ, ალყის მოხსნის გარეშე, რუსეთისკენ დაძრა რაზმი ჟოლკიევსკის მეთაურობით. რუსული ჯარების მეთაური, დიმიტრი შუისკი, ცდილობდა, მიემართა მისი წინამორბედის, მიხაელ ვასილევიჩ სკოპინ-შუისკის ტაქტიკისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა პოლონელთა ჯარების ალყის შემორტყმას ციხეების დახმარებით. ეს მოწინააღმდეგეებს კავალერისტების გამოყენებაში შეუშლიდა ხელს. რუსულმა ავანგარდმა, გუბერნატორ გრიგორი ვალუევისა და პრინც ფიოდორ ელეცკის მეთაურობით, დაიწყო ციხისმაგვარი ბანაკის აგება ცარიოვ-ზაიმიშჩის მიდამოებში. მიუხედავად ამისა, ჟოლკიევსკიმ მაინც მოახერხა შემოერტყა ალყა ვალუევისა და ელეცკის 8000-იანი არმიისთვის, რომელმაც 24 ივნისს, პოლონელთა უპირატესობის შემდეგ, უკან, ციხეებისკენ დაიხია და ამ უკანასკნელში შეიხიზნა მის დასაცავად. 3 ივლისს მთავარი რუსული არმია, რომელიც ვალუევის ჯართან შეერთებას ლამობდა, მიუახლოვდა სოფელს და მის მიდამოებში გაათია ღამე. მთავარი მეთაურები 一 დიმიტრი შუისკი, იაკობ დელაგარდიე და ევერტ გორნი 一 მომდევნო დღეს თავდასხმით ოპერაციას გეგმავდნენ იმ იმედით, რომ მოწინააღმდეგეთა ჯარი საგრძნობლად მცირე იყო.

ამ დროს, ჟოლკიევსკიმ უკვე შეიტყო რუსულ-შვედური ძალების მოახლოების შესახებ, რომელიც მან რიგითი გერმანელი ვაჭრებისგან გაიგო. ისინი იუწყებოდნენ, რომ შვედი დაქირავებული ჯარისკაცები საკმაოდ უკმაყოფილონი იყვნენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ხელფასი (ცნობილია, რომ ამაზე უარი დელაგრადიემ თქვა 一 მას სურდა ბრძოლის შემდეგ გადარჩენილებისთვის დაერიგებინა დიდი ქონება, ხოლო ბრძოლაში დაღუპულთა საკუთრებები საკუთარ სახელზე გაეფორმებინა). ვაჭრებმა ასევე განაცხადეს, რომ დაქირავებული ჯარისკაცები თითქმის უკვე მზად იყვნენ, მტრის მხარეს გადასულიყვნენ და პოლონელ-ლიტველთა არმიას დახმარებოდნენ. ერთ-ერთი ვაჭრის საშუალებით პოლონელთა მეთაურმა წერილიც კი გაუგზავნა ევერტ გორნის ქვედანაყოფს, თუმცა პოლონელები მაინც ყოყმანობდნენ. მათი გადაწყვეტილებით, ეს შეიძლება საშიში გამომდგარიყო მისი არმიისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, ჟოლკიევსკიმ შეადგინა საკმაოდ სარისკო და გაბედული გეგმა 一 გადაწყვიტა, გაენადგურებინა მტრის ჯარები ღამის მოულოდნელი თავდასხმით.

 
ბრძოლის ფერწერული გამოსახულება

ლეშეკ პოდორეცკის ნაშრომებზე დაყრდნობით, პოლონელებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ შეტაკების გარდაუვლობის შესახებ, გადაწყვიტეს, მოწინააღმდეგე ძალები ღამით დაპირისპირებოდნენ. ჟოლკიევსკიმ საკუთარი ჯარის გამზადება დაიწყო, შესაბამისად, რუსებსაც ნმიეცათ დრო მოსამზადებლად.[2] მიროსლავ ნაგიელსკის თქმით, პოლონელებმა საომრად დროის ეს პერიოდი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან, მათი აზრით, რუსების დამარცხება მძინარე მდგომარეობაში უფრო გამარტივდებოდა.[3]

რუსული არმიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განლაგებული იყო დაქირავებულთა არმია, ხოლო გენერალური ძალა ცენტრალურ და მაცხენა ნაწილში იყო განთესილი. მათი საბრძოლო ხაზი შედგებოდა მუშკეტერებისგან, პაიკებისგან და ა.შ. ისინი ძირითადად სოფლის გალავნის მიღმა იყვნენ განლაგებულნი, რომელთაც მხარს ცხენოსანთა ქვედანაყოფი უმაგრებდა. ბანაკში დარჩენილი რუსული არტილერია ბრძოლაში საერთოდ არ ჩართულა. პოლონელ-ლიტველთა ქვედანაყოფები ძირითადად შედგებოდა კავალერიისგან, კერძოდ პოლონელ ჰუსართა ბატალიონისგან, აგრეთვე 400 კაზაკისგან და 200 ქვეითი ჯარისკაცისგან, რომელთაც გვერდს ორი, ან, ზოგიერთი წყაროს მიხედვითმ, ოთხი ქვემეხი უმაგრებდა.[2]

ბრძოლა გათენებამდე დაიწყო. პირველი შეტაკებისას პოლონელი ჰუსარები არაერთხელ შეეცადნენ, გაერღვიათ რუსული პოზიციები. მათ განაგრძეს სასტიკი თავდასხმები. ერთ-ერთი თვითმხილველის, სამუელ მასკიევიჩის თქმით, პოლონელებმა რვაჯერ ან ცხრაჯერ შეუტიეს რუსებს.[2] მიუხედავად ამისა, პირველი შეტევები მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

შუისკიმ ისარგებლა პოლონელთა გადაღლით და რეიტერთა ქვეედანაყოფს კონტრშეტევაზე გადასვლა უბრძანა. თუმცა, მათი სს მცდელობა, გამოეყენებინათ ე.წ. კარაკოლის ტაქტიკა, კატასტროფულად დასრულდა. ამან გამოიწვია რუსული არმიის მარცხენა ფლანგის დარღვევა და რუს ჯარისკაცთა ბანაკისკენ გაქცევა.

სანამ რუსები იშლებოდნენ, მარჯვენა ფრთაზე მდგომი რუსული და შვედური პოლკები არგძელებდნენ შეტევაზე გადასვლას. საბოლოოდ, როცა პოლონელებმა ამ ოპერაციაში ქვემეხები ჩართეს და დამხმარე რაზმიც მიუვიდათ, დაქირავებულები იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ ბრძოლის ველი. უცხოური ბატალიონის უდიდესმა ნაწილმა უკან დაიხია და პაიკებით დაკომპლექტებულ ბანაკში (რომელიც რუსული ბანაკებისგან განცალკევებული იყო) აფარებდნენ თავებს.

ამჯერად, პოლონელ-ლიტველთა ჯარებმა უკვე ალყა შემოარტყეს მტრის ორ ბანაკს, აგრეთვე შეიპყრეს ის ჯარისკაცებიც, რომლებმაც გადარჩენის მიზნით მიმდებარე ტყეში შეაფარეს თავი.

ჟოლკიევსკიმ გადაწყვიტა მტერთან მოლაპარაკება. რუსებისგან განცალკევებულმა დაქირავებულმა ლეგიონერებმა მოლაპარაკებები წარმართეს პოლონელებთან და საბოლოოდ დათმობაზე დათანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, დაქირავებულ ჯარისკაცებს ომიდან გასვლის უფლება მიეცათ მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი რუს არმიასთან ერთად აღარ იომებდნენ, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის წინააღმდეგ.[2][3] ზოგიერთი ამ წინადადებას დაემორჩილა, თუმცა დიდმა ნაწილმა მხარის შეცვლა და პოლონელთა არმიაში გადასვლა არჩია.[2]

რუსული არმიის დანარჩენმა ნაწილმაც მოახერხა გაქცევა და, ფაქტობრივად, რუსული რაზმი უმეომროდ დარჩა. ჟოლკიევსკის არმია გააძლიერა დელაგარდიის სამი ათასმა დაქირავებულმა ჯარისკაცმა, რომლებმაც მზარე იცვალეს და რუსებთან ერთად ომს პოლონელებთან ერთად გალაშქრება არჩიეს. ისინი სიგიზმუნდ III-ის მხარეს გადავიდნენ, რომელთაც მალე ვალუევის რვა ათასი ჯარისკაციც შეუერთდა. მალე, რუსეთის სამეფოში ვასილი IV შუისკი ჩამოაგდეს და ჩამოყალიბდა ე.წ. შვიდ ბოართა მთავრობა. მათივე გეგმით, რუსეთის მომდევნო მეფედ პრინცი ვლადისლავი ეკურთხა, რომელიც ქვეყანაში პოლონელთა ინტერესებს ატარებდა. ეს იმითაც აიხსნება, რომ მამამისი ვარანგიელი, შვედური წარმოშობისა იყო, რომელმაც დროებით პოლონეთის სამეო ტახტი დაიკავა.

ფრანგი დაქირავებული, ჟაკ მარჟერი, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი 一 რუსული სახელმწიფოს ძალა და მოსკოვის საჰერცოგო 一 ბრძოლისას სტანისლავ ჟოლკიევსკის მხარეს იბრძოდა. საბოლოოდ, სმოლენსკმა კიდევ ერთი წელი გაძლო და ოცთვიანი ალყის შემდეგ, 1611 წლის 3 ივნისს იგი აიღეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 KLUSZYN 4 July 1610 დაარქივებული 15 May 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები based on Leszek Podhorodecki, Sławne bitwy Polaków (Famous Battles of Poles), Wydawnictwo Mada, 1997, ISBN 83-86170-24-7. Last accessed on 9 April 2006
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 Mirosław Nagielski (1995). „STANISŁAW ZÓŁKIEWSKI herbu Lubicz (1547–1620) hetman wielki“, Hetmani Rzeczypospolitej Obojga Narodów. Wydawn. Bellona, გვ. 135. ISBN 978-83-11-08275-5. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Mirosław Nagielski (1995). „STANISŁAW ZÓŁKIEWSKI herbu Lubicz (1547–1620) hetman wielki“, Hetmani Rzeczypospolitej Obojga Narodów. Wydawn. Bellona, გვ. 136. ISBN 978-83-11-08275-5. 
  4. See http://en.wikipedia.org/wiki/Wikipedia:Footnotes for an explanation of how to generate footnotes using the