შჩეცინი
შჩეცინი (პოლ. Szczecin; გერმ. Stettin; ლათ. Stetinum, Sedinum) — ქალაქი პოლონეთში, დასავლეთ პომერანიის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი. უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მთელს ამ რეგიონში, აქ მდებარეობს პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი. გაშენებულია ბალტიის ზღვის სანაპიროზე. 2012 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 409 211 ადამიანი. შჩეცინი მდებარეობს მდინარე ოდრას ორივე ნაპირზე, ქალაქის სამხრეთით მდებარეობს შჩეცინის ლაგუნა, ხოლო ჩრდილოეთით — შჩეცინის ყურე. ამ ადგილების სიახლოვეს მდებარეობს ტბა დაბი. შჩეცინიდან რამდენიმე კილომეტრშია ქალაქი პოლიცე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
შჩეცინი Szczecin | |||||
შჩეცინი | |||||
| |||||
ქვეყანა | პოლონეთი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
სავოევოდო | დასავლეთ პომერანია | ||||
შიდა დაყოფა | Śródmieście | ||||
კოორდინატები | 53°26′00″ ჩ. გ. 14°32′00″ ა. გ. / 53.43333° ჩ. გ. 14.53333° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | პიოტრ კშისტეკი | ||||
დაარსდა | 1243 | ||||
ფართობი | 301,3 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 მ | ||||
მოსახლეობა | 409 211 კაცი (2012) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +48 91 | ||||
საფოსტო ინდექსი | 70-001–71-899 | ||||
საავტომობილო კოდი | ZS და ZZ | ||||
ოფიციალური საიტი | szczecin.pl | ||||
შჩეცინი უძველესი დროდან შედიოდა პომერანიის შემადგენლობაში, ის დაარსდა 1243 წელს. მოგვიანებით ეს ტერიტორიები შევიდა პრუსიის შემადგენლობაში, სადაც იმართებოდა შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლები, მათგან აღსანიშნავია ოცდაათწლიანი ომის პერიოდში გამართული ბრძოლები. 1729 წელს აქ დაიბადა რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II, შჩეცინიდან იყო აგრეთვე პავლე I-ის მეორე მეუღლე მარია თეოდორეს ასული. 1945 წელს გამართული პოტსდამის კონფერენციის შემდეგ, ეს ქალაქი მდინარე ოდრის აღმოსავლეთი სანაპიროთი გადაეცა პოლონეთს.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ esbjergkommune.dk accessed Feb-2008
- ↑ Guide to Hull Humberside and general Hull information. www.city-visitor.com. ციტირების თარიღი: 2009-05-29.
- ↑ Malmö stads vänortssamarbete Swedish. © 2004-2009 Malmö stad, 205 80 Malmö, Organisationsnummer: 212000-1124. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2009-06-27.
- ↑ St. Louis Sister Cities. St. Louis Center for International Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2008-05-19.