შჩეცინის ყურე
შჩეცინის ყურე (პოლ. Zalew Szczeciński, გერმ. Stettiner Haff) ან ოდერის ყურე (გერმ. Oderhaff) — ყურე ბალტიის ზღვაში, გერმანიისა და პოლონეთის ნაპირებთან. სიგრძე 23 კმ, სიგანე 46 კმ. სარკის ფართობი 687 კმ². სიღრმე ფარვატერზე 8,5 მ-მდე. ერთვის მდინარე ოდრა (ოდერი). მნიშვნელოვანი ნავსადგურია შჩეცინი (მდინარე ოდრაზე).
შჩეცინის ყურე | |
---|---|
პოლ. Zalew Szczeciński გერმ. Stettiner Haff | |
კოორდინატები | 53°48′16″ ჩ. გ. 14°08′25″ ა. გ. / 53.80444° ჩ. გ. 14.14028° ა. გ. |
აუზი | ბალტიის ზღვის |
ქვეყნები |
პოლონეთი გერმანია |
ტიპი | ლაგუნა |
ფართობი | 687 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 8,5 მ |
საშუალო სიღრმე | 3,8 მ |
სიგრძე | 23 კმ |
სიგანე | 46 კმ |
ჩამდინარე მდინარეები | ოდრა |
შჩეცინის ყურე ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 63.