ტერნოპოლი
ტერნოპოლი (უკრ. Тернопіль; პოლ. Tarnopol) — ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ისტორიული რეგიონის გალიციის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი. სიდიდით მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში. მდებარეობს მდინარე სერეტზე. ქალაქი მდებარეობს დასავლეთ უკრაინის ცენტრალურ ნაწილში იქ სადაც იკვეთება ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო გზები. კიევიდან დაშორებულია 486 კილომეტრით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტერნოპილი Тернопіль | |||||
![]() ქალაქის ცენტრი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ოლქი | ტერნოპოლი | ||||
კოორდინატები | 49°34′00″ ჩ. გ. 25°36′00″ ა. გ. / 49.56667° ჩ. გ. 25.60000° ა. გ. | ||||
ქალაქის მეთაური | რომან ზასტავნი | ||||
დაარსდა | 1540 | ||||
ადრეული სახელები | ტარნოპოლი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1540 | ||||
ფართობი | 59 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 320 მ | ||||
მოსახლეობა | 217 773 კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 3 015 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
უკრაინელები, რუსები, ებრაელები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380352 | ||||
საფოსტო ინდექსი | 46000 — 46499 | ||||
ოფიციალური საიტი | rada.te.ua | ||||
| |||||
სექციების სია
გეოგრაფიარედაქტირება
ქალაქი მდებარეობს ტერნოპილის პლატოზე, პოდოლსკის მაღლობზე. მიეკუთვნება ფართოფოთლოვანი ტყის ზომიერ სარტყელს.
ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდებარეობს გალიციაში.
შუასაუკუნეების ქალაქი მდებარეობდა სავაჭრო გზაზე, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი აღმავლობა. ამჟამად ქალაქი უკრაინის მთავარი სატრანსპორტო კვანძია.
ჰავა ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +5°, ივლისისა +19°. ნალექების წლიური რაოდენობაა 520-600 მმ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ტერნოპოლში დაფიქსირდა 2007 წლის 18 ივლისს +38°, ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურა იყო -34°.
განათლებარედაქტირება
ქალაქ ტერნოპოლში ამჟამად მოქმედებს 40-მდე სასწავლო დაწესებულება, 10 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის:
- ტერნოპოლის ვ. გნატიუკას სახელობის ნაციონალური პედაგოგიური უნივერსიტეტი
- ტერნოპოლის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტი
- ტერნოპოლის ი.პულიუიას სახელობის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი
- ტერნოპოლის სოციალური და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
- ტერნოპოლის რეგიონთაშორისი აკადემია პერსონალის მართვა უნივერსიტეტი
- ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- ტერნოპოლის ექსპერიმენტალური ინსტიტუტი პედაგოგების გადამზადებაში
- ევროპის უნივერსიტეტის ტერნოპოლის ფილიალი
- ტერნოპოლის ეკონომიკის ინსტიტუტი
- ტერნოპოლის კომერციული უნივერსიტეტი
ისტორიარედაქტირება
პოლონეთის სამეფო 1540–1569
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა 1569–1772 |