ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრ. Тернопільський державний медичний університет імені І. Я. Горбачевського) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება უკრაინის ქალაქ ტერნოპილში. დაარსდა 1957 წელს, ხოლო ექიმების პირველი გამოშვება (203 ექიმი) შედგა 1961 წლის ივნისში. 1992 წლის 1 ივლისს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის №363 დადგენილებით, უნივერსიტეტს მიენიჭა წარმოშობით ტერნოპილელ მეცნიერის ივან გორბაჩევსკის სახელი. 1997 წლის 30 იანვარს უნივერსიტეტს სამედიცინო აკადემიის წოდება მიენიჭა, ხოლო 2004 წლის 17 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მოხდა და იგი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად გადაიქცა.
ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | Cogitare et bonum facěre |
დაფუძნდა | 1957 |
ტიპი | უნივერსიტეტი |
რექტორი | Mykhailo Korda |
პროვოსტი | მიხეილ კორდა |
ქალაქი | ტერნოპილი |
შტატი | უკრაინა |
ქვეყანა | უკრაინა |
https://www.tdmu.edu.ua/ |
უნივერსიტეტისსტრუქტურა
რედაქტირებადეპარტამენტები
რედაქტირება- მედიცინის ფაკულტეტი (სამკურნალო საქმე)
- ფარმაციის ფაკულტეტი (ფარმაცია, კლინიკური ფარმაცია, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშვალებების ტექნოლოგია.)
- სტომატოლოგიის ფაკულტეტი
- უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის
- დიპლომისშემდგომი განათლება
სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტები
რედაქტირება- მორფოლოგიის ინსტიტუტი
- სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების შესახებ
- ფარმაკოლოგიის, ჰიგიენის და ბიოქიმიის ინსტიტუტი
- მოდელირება და ანალიზი პათოლოგიური პროცესების
- საექთნო საქმე (საექთნო საქმე ბაკალავრი, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა-ბაკალავრი. უფროსი სპეციალისტი)
უნივერსიტეტში ამჟამად 40-მდე კათედრაა.
სამედიცინოს სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებს გადიან ქალაქ.ტერნოპილის ცენტრალურ საავადმყოფოში, რომელიც დაარსდა 1958 წელს.
კადრების განყოფილება
რედაქტირება48 კათედრაზე მუშაობს 87 მედიცინის დოქტორი, პროფესორი და 348 მედიცინის დოქტორის კანდიდატი, დოცენტები და ა.შ. -3 NAMS უკრაინის წევრ-კორესპონდენტი, 9 დამსახურებული წარმომადგენელი მეცნიერებისა და ტექნიკის, 2 დამსახურებული მუშაკი განათლების, 2 ლაურეატი სახელმწიფო პრემიის უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, 3 დამსახურებული გამომგონებელი, 3 დამსახურებული ექიმი უკრაინის.
რექტორები
რედაქტირებაადმინისტრაცია
რედაქტირება- ალექსანდრე კოვალჩუკი — პირველი ვიცე-რექტორი სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში
- არკადი შულგაი — პრორექტორი სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში
- ივან კლიში — პრორექტორი სამეცნიერო საქმიანობაში
- სტეფან ზაპოროჟანი — პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო-სამედიცინო საქმიანობაში
- ოლეგ სლაბი — პრორექტორი სამეცნიერო საქმიანობაში
- ოქსანა ბოიარჩუკი — მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
- დმიტრი კორობკო — ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი
- სვეტლანა ბოიცანიუკი — სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი
- პეტრო სელსკი — უცხოენოვანი ფაკულტეტის დეკანი
- რომან სვისტუნი — დიპლომისშემდგომი კვლევითი ინსტიტუტი განათლების დირექტორი
- სვეტლანა იასტრემსკაია — საექთნო საქმის კვლევითი ინსტიტუტი დირექტორი
ტრენინგი უცხოქვეყნის მოქალაქეებს
რედაქტირებაუნივერსიტეტში სწავლობს 3500 სტუდენტი, რომელთა შორის 1500 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 53 სხვადასხვა ქვეყნიდან[1]. სწავლება უცხოელი სტუდენტებისთვის მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
საერთაშორისო თანამშრომლობა
რედაქტირებაუნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპისა და აშშ-ს 10 სხვადასხვა უმაღლეს სამედიცინო უნივერსიტეტთან. მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
რედაქტირებაუნივერსიტეტმა თავისი არსებობის მანძილზე მოამზადა 25 000 კურსდამთავრებული, რომლებიც შემდეგ გახდნენ სპეციალისტები. ისინი წარმატებით მუშაობენ უკრაინის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში და ასევე უცხოეთშიც. 600 კურსდამთავრებული გახდა კანდიდატი მედიცინის დოქტორობის, ხოლო 100 მედიცინის დოქტორი და პროფესორი.
რეიტინგი
რედაქტირებამიმდინარე სახელმწიფოს ეროვნული რეიტინგის მიხედვით, რომელსაც აფასებს სისტემა „კროტ“, უნივერსიტეტი იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას უკრაინის უმაღლეს სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის.
წყაროები
რედაქტირება- Марценюк В. Тернопільський державний медичний університет // Тернопільський енциклопедичний словник : у 4 т. / редкол.: Г. Яворський та ін. — Тернопіль : Видавничо-поліграфічний комбінат «Збруч», 2008. — Т. 3 : П — Я. — С. 424—425. — ISBN 978-966-528-279-2.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Підсумки діяльності університету за 2015—2016 навчальний рік і завдання на майбутнє // Медична академія. — 2016. — [№ 16 (30 серп.)]. — С. 5.