ტერნოპილი, ტერნოპოლი (უკრ. Тернопіль; პოლ. Tarnopol) — ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპილის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ისტორიული რეგიონის გალიციის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი. სიდიდით მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში. მდებარეობს მდინარე სერეტზე. ქალაქი მდებარეობს დასავლეთ უკრაინის ცენტრალურ ნაწილში იქ სადაც იკვეთება ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო გზები. კიევიდან დაშორებულია 486 კილომეტრით.

ქალაქი
ტერნოპილი
Тернопіль
Ternopil .jpg
ქალაქის ცენტრი
დროშა გერბი
Flag of Ternopil.svg Coat of arms of Ternopil.svg

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ტერნოპილი
კოორდინატები 49°34′00″ ჩ. გ. 25°36′00″ ა. გ. / 49.56667° ჩ. გ. 25.60000° ა. გ. / 49.56667; 25.60000
ქალაქის მეთაური რომან ზასტავნი
დაარსდა 1540
პირველი ხსენება 15 აპრილი 1540
ადრეული სახელები ტარნოპოლი
ამჟამინდელი სტატუსი 1540
ფართობი 86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 320
ოფიციალური ენა უკრაინული ენა
მოსახლეობა 225 004 კაცი (2022)
სიმჭიდროვე 3 015 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა უკრაინელები, რუსები,
ებრაელები
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380352
საფოსტო ინდექსი 46000 — 46499
ოფიციალური საიტი rada.te.ua
ტერნოპილი — უკრაინა
ტერნოპილი

გეოგრაფიარედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ტერნოპილის პლატოზე, პოდოლსკის მაღლობზე. მიეკუთვნება ფართოფოთლოვანი ტყის ზომიერ სარტყელს.

ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდებარეობს გალიციაში.

შუასაუკუნეების ქალაქი მდებარეობდა სავაჭრო გზაზე, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი აღმავლობა. ამჟამად ქალაქი უკრაინის მთავარი სატრანსპორტო კვანძია.

ჰავა ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +5°, ივლისისა +19°. ნალექების წლიური რაოდენობაა 520-600 მმ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ტერნოპოლში დაფიქსირდა 2007 წლის 18 ივლისს +38°, ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურა იყო -34°.

განათლებარედაქტირება

ქალაქ ტერნოპოლში ამჟამად მოქმედებს 40-მდე სასწავლო დაწესებულება, 10 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის:

  • ტერნოპილის ვ. გნატიუკას სახელობის ნაციონალური პედაგოგიური უნივერსიტეტი
  • ტერნოპილის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტი
  • ტერნოპილის ი.პულიუიას სახელობის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ტერნოპილის სოციალური და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
  • ტერნოპილის რეგიონთაშორისი აკადემია პერსონალის მართვა უნივერსიტეტი
  • ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ტერნოპილის ექსპერიმენტალური ინსტიტუტი პედაგოგების გადამზადებაში
  • ევროპის უნივერსიტეტის ტერნოპილის ფილიალი
  • ტერნოპილის ეკონომიკის ინსტიტუტი
  • ტერნოპილის კომერციული უნივერსიტეტი

ისტორიარედაქტირება

  პოლონეთის სამეფო 1540–1569

  პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა 1569–1772
  ჰაბსბურგის მონარქია 1772–1804
  ავსტრიის იმპერია 1804–1809
  რუსეთის იმპერია 1809–1815
  ავსტრიის იმპერია 1815–1867
  ავსტრია-უნგრეთის იმპერია 1867–1918
  დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა 1918–1919
  პოლონეთის მეორე რესპუბლიკა 1919–1939
  სსრკ (ოკუპაცია) 1939–1941
  მესამე რაიხი (ოკუპაცია) 1941–1944
  სსრკ (ოკუპაცია) 1944–1945
  სსრკ 1945–1991

  უკრაინა 1991–დღემდე


გალერეარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება