იგნაცი მოსციცკი
იგნაცი მოსციცკი (პოლ. Ignacy Mościcki; დ. 1 დეკემბერი, 1867 — გ. 2 ოქტომბერი, 1946) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1926–1939 წწ. სწავლული ქიმიკოსი, პოლონეთის ქიმიური მრეწველობის დამაარსებელი.
1926 წელს, მაისის გადატრიალების შემდეგ, იუზეფ პილსუდსკის რეკომენდაციით აირჩიეს პრეზიდენტად. 1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთის საბჭოთა ჯარების მიერ დაპყრობის შემდეგ იძულებული გახდა გაქცეულიყო რუმინეთში. ამავე წლის დეკემბერში ოჯახთან ერთად გადავიდა შვეიცარიაში სადაც გაატარა მეორე მსოფლიო ომის წლები. გარდაიცვალა ჟენევასთან ახლოს 1946 წელს. მისი ნეშტი მხოლოდ 1993 წელს გადაასვენეს ვარშავაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ignacy Mościcki (1867-1946). poland.gov.pl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-08.
- Ignacy Mościcki. president.pl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-16. ციტირების თარიღი: 2008-08-08.
- Ignacy Mościcki. ენციკლოპედია ბრიტანიკა. ციტირების თარიღი: 2008-08-08.