ოთარ რამიშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1934 — გ. 6 ოქტომბერი, 2011) — ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, თბილისის კოლორიტი. 2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება[1]. ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული ჰიტები „ფუტკარი“, „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა“, „მარტის თვეა შენი“, „თბილისო“ და სხვა[2]. კომპოზიტორია ფილმისა „მამა“ (1984).

გარდაიცვალა 2011 წლის 6 ოქტომბერს 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[2][3]. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში[4].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება