სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ ბალავაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვახტანგ მიხეილის ძე ბალავაძე (დ. 20 ნოემბერი, 1926, სოფ. ღანირი, სამტრედიის რაიონი; — გ. 25 ივლისი, 2018) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე, სამბისტი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1955), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1971).

ვახტანგ ბალავაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ვახტანგ მიხეილის ძე ბალავაძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1926
დაბ. ადგილი ღანირი, სამტრედიის რაიონი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 25 ივლისი, 2018 (91 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
წონა 73 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი „ნაუკა“ (თბილისი)
„ბურევესტნიკი“ (თბილისი)
მწვრთნელი მიხეილ თიკანაძე
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1957 ხალხთა მეგობრობის ორდენი  — 1980 საპატიო ნიშნის ორდენი  — 1976 საქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1955
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო მელბურნი 1956 -73 კგ

ბიოგრაფია

რედაქტირება

1951 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, 1956 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო). მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956)[1] ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. საბჭოთა კავშირის ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზდრობის I მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954),სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს. 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე.

ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970).

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორი (1957,[2] 1980), ხალხთა მეგობრობის (1976), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997). საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა 2018 წლის 25 ივლისს, 91 წლის ასაკში.[3]

მიღწევები

რედაქტირება
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1956 (73 კგ; მელბურნი)
მსოფლიოს ჩემპიონი
  •   1954 (73 კგ; ტოკიო, იაპონია)
  •   1957 (73 კგ; სტამბოლი, თურქეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
  •   1959 (73 კგ; თეირანი, ირანი)
  •   1961 (73 კგ; იოკოჰამა, იაპონია)
ახალგაზრდობის I საერთაშორისო თამაშების ჩემპიონი
  •   1953 (73 კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)
საბჭოთა კავშირის ხალხთა I და II სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი
  •   1956 (73 კგ; მოსკოვი)
  •   1959 (73 კგ; მოსკოვი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  •   1952 (73 კგ; ბაქო)
  •   1953 (73 კგ; თბილისი)
  •   1954 (74 კგ; ლენინგრადი)
  •   1955 (73 კგ; მინსკი)
  •   1957 (73 კგ; კიევი)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  •   1956 (73 კგ; მოსკოვი)
  •   1959 (73კგ; მოსკოვი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1951 (73 კგ; თბილისი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი
  •   1954 (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
  •   1954 (სტოკჰოლმი, შვედეთი)
  •   1954 (გეტებორგი, შვედეთი)
  •   1954 (ესკილსტუნა, შვედეთი)
  •   1957 (თეირანი, ირანი)
  •   1957 (თავრიზი, ირანი)
  •   1958 (ტოლედო, ესპანეთი)

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა   იაპონია, იოკოჰამა მსოფლიო ჩემპიონატი 1961 -73 კგ  
თავისუფალი ჭიდაობა   ირანი, თეირანი მსოფლიო ჩემპიონატი 1959 -73 კგ  
თავისუფალი ჭიდაობა   თურქეთი, სტამბოლი მსოფლიო ჩემპიონატი 1957 -73 კგ  
თავისუფალი ჭიდაობა   იაპონია, ტოკიო მსოფლიო ჩემპიონატი 1954 -73 კგ  
თავისუფალი ჭიდაობა   ავსტრალია, მელბურნი ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956 -73 კგ  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 163.
  • გუგუშვილი ნ., „ჭიდაობას რა უნდა...“, თბ., 1965.
  • ვახტანგ ბალავაძის საოჯახო არქივი, 2010.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მელბურნი 1956.
  2. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 20.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  3. ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა. // 1tv.ge.