გოგი მარგველაშვილი
ქართველი რეჟისორი
გიორგი (გოგი) მარგველაშვილი (დ. 25 მარტი, 1958, ქუთაისი) — ქართველი რეჟისორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1980). იქვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2014–2020 წლებში იყო ინსტიტუტის სამართალმემკვიდრის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 2023 წლიდან კი — რექტორის მოადგილე.
2001–2005 წლებში მარგველაშვილი იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005–2009 წლებში — ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2009–2024 წლებში — ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი. 2024 წლის მარტში დაინიშნა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.[1]
ჯილდოები
რედაქტირება- 1994 — თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისათვის
- 1996 — რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის
- 2001 — საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის
- 2004 — პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი)
- 2024 — თბილისის საპატიო მოქალაქე[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გოგი მარგველაშვილი დაინიშნა“. ghn.ge (ინგლისური). 5 მარტი, 2024. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)