ვახტანგ მიხეილის ძე მოსიძე (დ. 20 იანვარი, 1928, თბილისი, — გ. 26 თებერვალი, 1999) — ქართველი ფიზიოლოგი.

მემორიალური დაფა სახლზე სადაც ცხოვრობდა 1965-1999 წლებში, ილია ჭავჭავაძის გამზირი 8

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1965 წელს იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე. 1991 წლიდან ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 170 სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც ეხება თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციურ ასიმეტრიას. გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პირობითი რეფლექსები კორძიანი სხეულის გადაკვეთის შემდეგ“.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „თავის ტვინის ჰემისფეროთა წყვილადი და განცაკევებული მუშაობის შესახებ“, დაიცვა 1964 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი რედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი
  • საქართველოს სამედიცინო და მედიკო ბიოლოგიური აკადემიები, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

  • 1998 — ღირსების ორდენი, ქართული ფიზიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1995 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1979 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1976 — ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია

ვახტანგ მოსიძის სახელს ატარებს თბილისის ერთ-ერთი ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება