ლევან რატიანი

ქართველი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

ლევან რატიანი (დ. 2 ნოემბერი, 1982, ფოთი) — ქართველი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. არის მედიცინის აკადემიური დოქტორი. არის თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი. 2020 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

ლევან რატიანი
დაბადების თარიღი 2 ნოემბერი, 1982 (1982-11-02) (42 წლის)
ფოთი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ჯილდოები თბილისის საპატიო მოქალაქე (2020)

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

1989-2000 წლებში სწავლობდა ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზიაში. 2001-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე (საბიუჯეტო სექტორი), რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 2007 წლის 15 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის გადაწყვეტილებით მოენიჭა MD-ის ხარისხი. 2007-2011 წლებში სწავლობდა თსსუ-ის დიპლომის შემდგომი სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში; პოსტდიპლომური სამედიცინო სწავლება (მაძიებელი სამედიცინო სპეციალობით – ანესთეზიოლოგია /რეანიმატოლოგია). 2008-2012 წლებში იყო თსსუ-ის თერაპიის მიმართულების დოქტორანტი. 2009 წელს სწავლობდა დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში, პროგრამა „ზრდასრულთა ეფექტური სწავლება – თანამედროვე მიდგომები“. 2010 წელს სწავლობდა მაიამის უნივერსიტეტში, ჯექსონის სახელობის კლინიკაში, შინაგან მედიცინასა და კარდიოლოგიას.

სამედიცინო მოღვაწეობა

რედაქტირება

2008 წელს იყო თსსუ ელექტრონული პარამაგნიტური ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 2008-2009 წლებში იყო კომპანია „მედ-ტურჯორჯიას“ სამედიცინო წარმომადგენელი. 2008-2010 წლებში იყო სასწრაფო დახმარება 033-ის ინტენსიური თერაპიის ბრიგადის ექიმი. 2007-2010 წლებში იყო საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიობიოლოგიური ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რადიაციული ნეირო-ბიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერთანამშრომელი. 2007-2008 წლებში იყო ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელ შემთხვევათა დეპარტამენტი, მედძმა. კლინიკა მერამედის უმცროსი ექიმი. 2005-2007 წლებში იყო საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიობიოლოგიური ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი ლაბორანტი. 2010-2012 წლებში იყო სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2008-2011 წლებში იყო თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახური სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. 2010-2014 წლებში იყო ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 2011-2012 წლებში იყო სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი „ჯანმრთელი ქალის“ სამედიცინო დირექტორი. 2011-2014 წლებში იყო აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმ-რეანიმატოლოგი. 2012-2013 წლებში იყო კ. ერისთავის ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეანიმატოლოგი. 2013-2015 წლებში იყო კიბოს კვლევის ცენტრი მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია მოზრდილთა და ბავშვთა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. 2014-2015 წლებში იყო ელიზაბედ ბლექველის ჰოსპიტალის ანესთეზია- რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2015-2018 წლებში იყო ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2015-2018 წლებში – ნიუ-ვიჟენის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის სრული პროფესორი. 2017 წლიდან არის პედიატრიული პრივატ კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. 2015 წლიდან არის კლინიკა ,,ლანცეტის’’ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი. 2018 წლიდან არის თსსუ-ის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 2018 წლიდან არის თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. არის 4 მონოგრაფიის ავტორი. 2020 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. [1]

პედაგოგიური მოღვაწეობა

რედაქტირება

2015 წლიდან არის კლინიკა ,,ლანცეტის’’ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის რეზიდენტურის პროგრამ-დირექტორი. 2011-2012 წლებში იყო რეფერალური დახმარების ცენტრის ინსტრუქტორი. 2011 წლიდან არის თსსუ-ის პოსტდიპლომური უწყვეტი პროფესიული განვითარების აკრედიტირებული პროგრამა „პრეჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვა საგანგებო სიტუაციების დროს“ (აკრ N170) ავტორი და პედაგოგი. 2010 წელს პოლიციის აკადემიის მიწვეული პედაგოგი. ამავე წელს იყო მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრი ტრენერი. 2009-2012 წლებში იყო ვიტას სასწავლო უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი, სალექციო-პრაქტიკული კურსზე.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. [2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება