ლევ მარკიზი (რუს. Лев Маркиз; ნიდერლ. Lev Markiz; დ. 1 ოქტომბერი, 1930, მოსკოვი — გ. 4 აპრილი, 2023) — საბჭოთა და ნიდერლანდელი მუსიკოსი, დირიჟორი, მევიოლინე. თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტი (ვიოლინო).

1937 წელს სწავლობდა მოსკოვის N 2 მუსიკალურ სკოლაში (ვიოლინო), შემდეგ გადავიდა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებულ სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში (ვიოლინო, კამერული ანსამბლი). დირიჟორობას დაეუფლა კირილე კონდრაშინის ხელმძღვანელობით; 1946-1955 წლებში იყო მოსკოვის კინოთეატრების ორკესტრებისა და სსრკ სახელმწიფო კინემატოგრაფიის სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე.

1956–63 წლებში მოსკოვის კამერული ანსამბლის სოლისტი და წევრი. 1963–81 წლებში მის მიერ დაარსებული მოსკოვის სოლისტთა კამერული ორკესტრის „მოსკოვის სოლისტების“ სოლისტი და დირიჟორი“; როგორც კამერული ანსამბლის წევრი და დირიჟორი თანამშრომლობდა: რიხტერი, გილელსი, ოისტრახი, კოგანი, შაფრანი, როსტროპოვიჩი, იუდინა, გუტმანი; ქართველ მუსიკოსებთან: ელისო ვირსალაძე, ე. და ლიანა ისაკაძეები, ალექსანდრე კორსანტია, ალექსანდრე თორაძე; 1956 წელს შედგა მისი პირველი გასტროლი საქართველოში (თბილისი), როგორც სოლისტისა და ორკესტრის კონცერტმაისტერისა მოსკოვის კამერულ ორკესტრთან ერთად.

1960 წლიდან რეგულარულად გამოდის საქართველოს კამერულ, რადიოს, სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. 1978 წელს მოწვეულ იქნა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ხელმძღვანელად (დირიჟორ ოთარ საფარიშვილთან ერთად); ორკესტრმა ვენაში ჰერბერტ ფონ კარაიანი სახელობის კონკურსში მოიპოვა გრან პრი და პირველი ადგილი. 1981 წლიდან ემიგრირებულია ევროპაში, ნიდერლანდებში; 1988 წელს ამსტერდამის „New Sinfoniete“-ის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

2002 წელს ხელმეორედ მოიწვიეს თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის დირიჟორად. ქართული რეპერტუარი: ბიძინა კვერნაძის, ალექსი მაჭავარიანის, სულხან ნასიძის, გია ყანჩელის, შავლეგ შილაკაძის, სულხან ცინცაძის მრავალი ნაწარმოები. ამსტერდამში გამართა მისადმი მიძღვნილი გია ყანჩელის „Abi de viderum“-ის პრემიერა (1998); 2005 წელს საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად გია ყანჩელის საიუბილეოდ გამართა კონცერტები, სადაც შესრულდა გია ყანჩელის ის ნაწარმოებები, რომლებიც თბილისში არ იყო შესრულებული. გასტროლები: სსრკ, აშშ, ევროპისა და აზიის მრავალი ქალაქი.

ჰოლანდიის ნიდერლადნული ლომის ორდენის რაინდი (1998), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორი (2003).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება