შავლეგ შილაკაძე (დ. 21 თებერვალი, 1940, თბილისი, — გ. 25 იანვარი, 2023) — ქართველი დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი.

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო (1963) და საკომპოზიციო ფაკულტეტები (1968),ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი (1974). 1959-1969 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური და კამერული ორკესტრის მსახიობი, 1969-1984 წლებში — ანსამბლ „თბილისის კამერატას“ დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი, 1988 წლიდან — კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი. 1984-2014 წლებში ასევე იყო თბილისი კონსერვატორიის დოცენტი, პროფესორი. 1999-2002 წლებში მიწვეული იყო ეგვიპტეში კაიროს ხელოვნებათა აკადემიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად. 2002 წლეს დააარსა თბილისის მუსიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა კავშირი. შექმნილი აქვს სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები. მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია (2012). დაჯილოდებულია ღირსების ორდენით (2000). გარდაიცვალა 2023 წლის 25 იანვარს, 82 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება