სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვირსალაძე.

ელისო კონსტანტინეს ასული ვირსალაძე (დ. 14 სექტემბერი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი მუსიკოსი, პიანისტი და პედაგოგი.[3] საქართველოს სახალხო არტისტი (1974), სსრ კავშირის სახალხო არტისტი (1989). შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა (1983) და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2000). თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო დოქტორი.[4][5] საპატიო ნიშნის ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.[6] მუსიკათმცოდნეთა შეფასებით ვირსალაძის შესრულება ხასიათდება მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. საყოველთაოდ აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს პიანისტად.[7][8][9][10]

ელისო ვირსალაძე
მშობლიური სახელი ელისო ვირსალაძე
დაბადების სახელი ელისო კონსტანტინეს ასული ვირსალაძე
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი, 1942 (1942-09-14) (82 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
საქმიანობა მუსიკოსი, პიანისტი, პედაგოგი
აქტიური 1953–დღემდე
მეუღლე(ები) იური ბეროზაშვილი
შვილ(ებ)ი დარეჯან ბეროზაშვილი
მშობლები მამა: კონსტანტინე ვირსალაძე [1]
დედა: დარეჯან კავკასიძე
ნათესავები ძმა: დავით ვირსალაძე [2]
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, საპატიო ნიშნის ორდენი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია, რობერტ შუმანის პრემია, თბილისის საპატიო მოქალაქე, თელავის საპატიო მოქალაქე.
ჟანრი
ინსტრუმენტები
ლეიბლები
  • Live Classics
  • Мелодия
  • Русский диск
ასოციაციები
საიტი Eliso Virsaladze

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება
 
ელისო ვირსალაძე.

დაიბადა ექიმ კონსტანტინე ვირსალაძის და ბიოლოგ დარეჯან კავკასიძის ოჯახში. მისი ძმა იყო ენდოკრინოლოგი დავით ვირსალაძე. 1950–1960 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედში,[11][12] 1960–1966 წლებში კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.[13] მისი პედაგოგი იყო მისივე ბებია — ქართული პიანისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი (1960), პროფესორი ანასტასია ვირსალაძე.[7][14] 1966–1968 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ჰენრიხ ნეიჰაუსი[15] და იაკობ ზაკი.[16]

მეათეკლასელმა პირველი სოლო კონცერტი გამართა. მსმენელმა მისი შესრულებით მოცარტის ორი სონატა, ბრამსის რამდენიმე ინტერმეცო, შუმანის მერვე ნოველეტა და რახმანინოვის პოლკა მოისმინა. 1957 წელს 15 წლის ასაკში ახალგაზრდობის რესპუბლიკური ფესტივალის გამარჯვებული ხდება, ხოლო 1959 წელს — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა ვენის VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (მეორე პრემია, ვერცხლის მედალი).[14] 1959 წლიდან თბილისის ფილარმონიის, ხოლო 1977 წლიდან — მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია.

ელისო ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი მოსკოვის საკავშირო კონკურსის (1961, მესამე პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1962, მესამე პრემია),[17] აგრეთვე ცვიკაუს (გდრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1966, პირველი პრემია) ლაურეატია.[14]

შემოქმედებითი მოღვაწეობა

რედაქტირება

პიანისტის რეპერტუარში წარმოდგენილია XVIII–XIX საუკუნეების დასავლეთევროპელი კომპოზიტორების (ბეთჰოვენი, ლისტი, მოცარტი, შოპენი, შუბერტი, შუმანი),[7] აგრეთვე ჩაიკოვსკის, პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები.

 
ვახტანგ კახიძესთან ერთად.

ელისო ვირსალაძე რეგულარულად მართავდა და მართავს კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. წარმატებით გამოდიოდა ლონდონის, მილანის, რომის, პარიზის, ლისაბონის, ბერლინის საკონცერტო სცენებზე. გარდა ამისა, ვირსალაძე საგასტროლო ტურნეებს მართავს ისრაელში, ამერიკასა და იაპონიაში. ნაყოფიერად თანამშრომლობს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატებიისა და სხვა ქვეყნების წამყვან ორკესტრებთან, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიისა და ლონდონის ფილარმონიის ორკესტრებთან ერთად არაერთხელ გამოსულა ევროპელი, ამერიკელი და იაპონელი მსმენელების წინაშე. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ რუდოლფ ბარშაი, ანტონი ბიტი, კურტ ზანდერლინგი, ვოლფგანგ ზავალიში, კირილ კონდრაშინი, კურტ მაზური, რიკარდო მუტი, გენადი როჟდესტვენსკი, ევგენი სვეტლანოვი, იური ტემირკანოვი და სხვ.[7]

 
საქ. სახ. სიმებიანი კვარტეტის აფიშა. 1960.

მუსიკოსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც.[7] ასევე, წლების მანძილზე თანამშრომლობდა ქართველ დირიჟორებთან, რომელთა შორის იყვნენ და არიან ქართული ხელოვნებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები — ზაზა აზმაიფარაშვილი, ჯემალ გოკიელი, ოდისეი დიმიტრიადი, ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე, ვახტანგ ჟორდანია,[18] ზაქარია ხუროძე და სხვ.

მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ ისეთი უდიდესი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე გოლდენვეიზერი, ჰენრიხ ნეიჰაუსი, იაკობ ზაკი, მარია გრინბერგი, სვიატოსლავ რიხტერი და სხვ.[9] რიხტერის მიწვევით ელისო ვირსალაძე მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის ფესტივალებზე სახელწოდებით — «Музыкальные празднества в Турени» და «Декабрьские вечера». 1990 წლიდან კროითის ფესტივალის, ხოლო 2000 წლიდან ოლეგ კაგანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის უცვლელი მონაწილე იყო.[14]

ხმისჩამწერი ლეიბლების — "Мелодия", "Русский диск" და "Live Classics"-ის[19] მიერ გამოცემულია ელისო ვირსალაძის შემოქმედების მრავალი ჩანაწერი.[20][7]

1975 წლიდან მუსიკოსს საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად იწვევენ. მათ შორის — პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის (მოსკოვი), დედოფალ ელისაბედის სახელობის (ბრიუსელი),[21] არტურ რუბინშტეინის სახელობის (თელ-ავივი), რობერტ შუმანის სახელობის (ცვიკაუ) და სხვ.

ფესტივალები და პროექტები

რედაქტირება

1984 წელს პიანისტის ინიციატივითა და თაოსნობით თელავში დაარსდა კამერული მუსიკის ყოველწლიური საერთაშორისო სემინარ-ფესტივალი „ქება ვაზისა“. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მას ანალოგი არ მოეძებნებოდა და წარმოადგენდა საერთაშორისო კლასისა და მნიშვნელობის უნიკალურ მუსიკალურ ფესტივალს,[22] როგორც თავისი ფორმატით (კონცერტების სერია, ღია გაკვეთილები), ასევე მონაწილეთა შემადგენლობით. ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ მუსიკოსებს საუკეთესო შესაძლებლობა მიეცათ — ერთი მხრივ საკუთარი შემოქმედების ფართოდ წარდგენის, ხოლო მეორე მხრივ — აღიარებულ შემსრულებლებთან მასტერკლასების გავლის თვალსაზრისით. ამასთან, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასცნობოდნენ მსოფლიო სახელის მქონე მუსიკოსების შემოქმედებას.[23]

 
ანაბეჭდები ხელოვნების სასახლისთვის.

1990-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური მოვლენებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და 1994 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. 2010 წელს პიანისტმა მოახერხა ფესტივალის აღდგენა, ამჯერად ახალი სახელწოდებით — „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“ და მას შემდეგ, ყოველწლიურად იმართება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს მასპინძლობს.[24]

2018 წლის 3–13 ოქტომბერს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ტრადიციულად ჩატარდა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული ათი კონცერტიდან ექვსი — თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ერთი — ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ერთი კი — წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოეწყო. მუზეუმის ტერიტორიაზე, კიდევ ორი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ სხავადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტები — ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე, ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი, ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი დანიელ ჩობანუ, ვუნდერკინდად აღიარებული 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები — ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი, საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით, ასევე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, რომელმაც თავისი ათი წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი გამართა.

 
ელისო ვირსალაძე 2018 წელს.

ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის პროექტი „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიულ სივრცეებში — მუზეუმების, ბიბლიოთეკების, გალარეების და სხვა ალტერნატიულ დარბაზებში კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას, მსმენელთა რაოდენობის გაზრდასა და ახალგაზრდების დაინტერესებას კლასიკური მუსიკის ჟანრით.

2018 წლის 17 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში, ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტის — „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, „კლასიკური მუსიკის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე და ამავე ცენტრის პროგრამების მენეჯერი მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ.[25][26]

2019 წლის 21–29 სექტემბერს, ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.[27] ელისო ვირსალაძესთან ერთად მსმენელთა წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარდგნენ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები — ჯან ჩაკმური[28] და ნიკოლოზ ნამორაძე,[29] ცნობილი მევიოლინეები — კოლია ბლახერი[30][31] და ფუმიაკი მიურა,[32] ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი[33] და გორის ქალთა კამერული გუნდი. საფესტივალო ორკესტრის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად იყვნენ როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის, ასევე უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.[34] კონცერტებთან ერთად, აღნიშნულ ფესტივალზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ელისო ვირსალაძის მასტერკლასმა.[35]

იმავე წლის 6–15 დეკემბერს ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის — „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ — კვლავ შედგა კონცერტების სერია, რომელშიც საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ღონისძიება პოლონეთის კულტურისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების ხელშეწყობით განხორციელდა.[36][37]

პედაგოგიური მოღვაწეობა

რედაქტირება
 
ელისო ვირსალაძე 2017 წელს.

1967 წლიდან საკონცერტო გამოსვლებთან ერთად ელისო ვირსალაძე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა მოსკოვის კონსერვატორიაში, თავდაპირველად როგორც ლევ ობორინის (1970 წლამდე), ხოლო შემდეგ — იაკობ ზაკის ასისტენტი (1970–1971). 1971 წლიდან საკუთარ კლასს უძღვება, 1977 წლიდან პროფესორ ლევ ვლასენკოს კათედრის დოცენტია,[7] 1994 წლიდან — ამავე კათედრის პროფესორი. პარალელურად, 1995–2011 წლებში არის მიუნხენის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის და 2010 წლიდან ფლორენციის — Scuola di Musica di Fiesole-ს[38] პროფესორი. ასევე არის საპატიო მიწვეული პროფესორი ტოკიოს კონსერვატორიაში[39]. მის მოსწავლეებს შორის არიან უმსხვილესი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები — ლილიან აკოფოვა, ბორის ბერეზოვსკი,[40] ვლადისლავ ბრონევეცკი,[41] ალექსეი ვოლოდინი,[14] სერგეი ვორონოვი,[41] ეკატერინა ვოსკრესენსკაია,[14] იაკობ კაცნელსონი,[41] დიმიტრი კაპრინი,[41] დანიილ კირილოვი,[41] დინარა კლინტონი, მარინა კოლომიიცევა,[14] ო. მაჩერატინი, ე. მირკასიმოვა, მამიკონ ნახაპეტოვი,[14] ალექსანდრე ოსმინინი,[14] ეკატერინა რიხტერი, ალექსანდრე შაიკინი,[41] დ. შიშკინი, ტატიანა ჩერნიჩკა,[14] ა. ხაჩატურიანი, სტანისლავ ხეგაი[14] და სხვ.

2007 წელს ელისო ვირსალაძეს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება, ხოლო 2009 წელს — თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის — თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[42]

2012 წლის ოქტომბერში თელავის საკრებულოს გადაწყვეტილებით — ქალაქის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ელისო ვირსალაძეს თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[43][44]

2014 წელს მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების საგანძურში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოს წინაშე დიდი დამსახურების აღიარების ნიშნად საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის უკვდავთა თაღში ელისო ვირსალაძეს ხელის ანაბეჭდი გაუხსნეს.[45]

2015 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ ელისო ვირსალაძეს სამუსიკო ხელოვნებასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.[4][5]

მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის 2013 წელს საპატიო ნიშნის ორდენით, ხოლო 2017 წელს — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.[46]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • 1965 : Ф. Шопен ‎– Соната № 3 Си Минор, Соч. 58 (Мелодия) [49]
  • 1969 : В. Моцарт ‎– Концерт № 15 Для Фортепиано С Оркестром / Концерт № 17 Для Фортепиано С Оркестром (Мелодия) [50]
  • 1970 : F. Chopin ‎– Piano Works (Мелодия) [51]
  • 1971 : Р. Шуман ‎– Крейслериана, Соч. 16 / Карнавал, Соч. 9 (Мелодия) [52]
  • 1972 : W. Mozart ‎– Concertos Nos. 18, 23 For Piano And Orchestra (Мелодия) [53]
  • 1972 : В. Моцарт ‎– Концерто Для Фортепиано С Оркестром № 18 И 23 (Мелодия) [53]
  • 1973 : В. Моцарт ‎– Концерт № 25 Для Фортепиано С Оркестром / Концерт № 1 Для Фортепиано С Оркестром (Мелодия) [54]
  • 1973 : В. Моцарт ‎– Концерт № 22 Для Фортепиано С Оркестром / Концерт № 28 Для Фортепиано С Оркестром (Мелодия) [55]
  • 1973 : В. Моцарт ‎– Концерт № 12 Для Фортепиано С Оркестром / Концерт № 19 Для Фортепиано С Оркестром (Мелодия) [56]
  • 1974 : J. S. Bach, J. Haydn ‎– Concerto For Piano And Orchestra (Мелодия) [57]
  • 1974 : Элисо Вирсаладзе Играет Произведения Фридерика Шопена (Мелодия) [58]
  • 1976 : Концерт № 2 Для Фортепиано С Оркестром (Горные Напевы) (Мелодия) [59]
  • 1976 : В. Моцарт ‎– Концерт № 11 Для Фортепиано С Оркестром / Концерт Для Двух Фортепиано С Оркестром (Мелодия) [60]
  • 1977 : W. A. Mozart ‎– Klavierkonzert B-dur KV 456 · Klavierkonzert A-dur KV 488 (Мелодия Eterna) [61]
  • 1978 : В. Моцарт / Л. Бетховен ‎– Рондо / Соната № 10 / Соната № 23 (Мелодия) [62]
  • 1978 : W. A. Mozart, L. Beethoven ‎– Piano Music (Мелодия) [63]
  • 1980 : Ф. Шопен ‎– Соната № 3 Си Минор, Соч. 58 / Баллада № 3 Ля Бемоль Махор, Соч. 47 (Мелодия) [64]
  • 1985 : Robert Schumann: Fantasia C major op.17 / Frédéric Chopin: Polonaise-Fantasie A flat Major op.61 (Мелодия) [65]
  • 1985 : R. Schumann – Sonata No. 1 / F. Liszt – Rhapsodie Espagnole (Мелодия) [66]
  • 1990 : W. A. Mozart – Concertos For Two And Three Pianos, KV 365, 242 (Мелодия) [67]
  • 1991 : Elisso Wirssaladze ‎– Robert Schumann (Live Recording: 15.04.1991 - Liederhalle Stuttgart) (Live Classics) [68]
  • 1991 : W. A. Mozart ‎– Chamber Ensembles (Мелодия) [69]
  • 1991 : Elisso plays Schumann (Live Classics) [70]
  • 1992 : Bach, Brahms & Grieg: Kagan Music Festival Kreuth 1991 (Natalia Gutman, Elisso Wirssaladze) (Live Classics) [71]
  • 1996 : Elisso plays Mozart & Prokofiev (Live Classics) [72]
  • 1996 : Eliso Virsaladze plays Chopin (Мелодия) [73]
  • 1997 : Schubert: Wanderer-Fantasie/Impromptus (Live Classics) [74]
  • 1998 : Chopin: Etudes (Live Classics) [75]
  • 1998 : Schubert – In Memoriam: Sviatoslav Richter (Live Classics) [76]
  • 1999 : Elisso Wirssaladze plays Chopin (Live Classics) [77]
  • 2000 : Schumann: Piano Sonata 1 & 2; Waldszenen (Live Classics) [78]
  • 2000 : Elisso Plays Liszt & Shostakovich (Live Classics) [79]
  • 2000 : Elisso in Japan – Chopin (Live Classics) [80]
  • 2003 : Elisso plays Mozart & Tchaikovsky (Live Classics) [81]
  • 2005 : Mozart: Concertos for 2 & 3 Pianos (Nikolai Lugansky / Tatiana Nikolayeva / Saulius Sondeckis / Eliso Virsaladze) [82]
  • 2011 : Eliso Virsaladze Live – Chopin and Schumann (Мелодия) [83]

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ფოტო, ვიდეო, აუდიო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Last.fm · Mozart & Chopin recital · Tchaikovsky - Piano Concerto Nº1 · Интервью с Элисо Вирсаладзе // Interview with Eliso Virsaladze · YouTube
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
ბიოგრაფიები და მოღვაწეობა · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია
თემატური საიტები
AllMusic · Belcanto.ru · ClassicalMusicNews.Ru · Deezer · Discogs · Europeana · Forte-Piano-Pianissimo · Live Classics · Meloman.ru · MusicBrainz · MusicBrainz · Musicologie.org · MusicPianoMusic · Naxos Records · Pro Artist
მედია
რადიო თავისუფლება · საქართველოს პირველი არხი · Artinfo.ge · iPress.ge · Presa.ge · Радио «Эхо Кавказа»
  1. კონსტანტინე ვირსალაძე (1914–1992). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  2. დავით ვირსალაძე (1943–2017). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  3. Вирсаладзе Элисо Константиновна — Народная артистка Грузии, Народная артистка СССР, Профессор. Московская государственная консерватория имени П.И.Чайковского. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  4. 4.0 4.1 4.2 ელისო ვირსალაძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. გამოჩენილ პიანისტს, ელისო ვირსალაძეს სამუსიკო ხელოვნებასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. კონსერვატორიის რექტორატში შეკრებილი კოლეგებისა და მეგობრების წრეში, სტუდენტების, საფორტეპიანო კათედრის პროფესორების წინაშე რექტორმა რეზო კიკნაძემ ქ-ნ ელისოს ამ წოდების აღმნიშვნელი საპატიო დიპლომი გადასცა. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.
  5. 5.0 5.1 ელისო ვირსალაძე დააჯილდოვეს. Artinfo.ge. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2020.
  6. ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვდა YouTube-ზე. პირველი არხი Georgian Public Broadcaster. გამოქვეყნების თარიღი: 8 ოქტ. 2017.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 ელისო ვირსალაძე დღეს იუბილარია. Sputnik. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  8. ელისო ვირსალაძე – ეროვნული საგანძური!. Artinfo.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-18. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  9. 9.0 9.1 იუბილარი ფესტივალი თელავში. tabula.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-18. ციტატა: „პიანისტი სვიატოსლავ რიხტერი წერდა: „ელისო გამორჩეული ხელოვანია, ჩვენი დროის უდიდესი პიანისტი ქალი. იგი სერიოზული, ღრმა, გულწრფელი და სადა მუსიკოსია... შუმანის მისეული ინტერპრეტაცია საუკეთესოა.“ ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  10. ქავთარაძე, ნანა. (1997) ტალანტი=ემოციურობა+ინტელექტი+ტექნიკა : ქართველ მუსიკოს-შემსრულებლების — ელისო ვირსალაძის, ლიანა ისაკაძის, ლექსო თორაძისა და თამარ გაბარაშვილის შემოქმედებითი პორტრეტები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-16. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020
  11. ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა (ნიჭიერთა ათწლედი). yell.ge. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  12. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედი. city.kvira.ge. ციტატა: „თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში.“ ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  13. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორია. თბილისის კონსერვატორიის პროფესორთა აღზრდილებს შორის არიან: ელისო ვირსალაძე, რუდოლფ კერერი, დიმიტრი ბაშკიროვი, ლევ ვლასენკო, თენგიზ ამირეჯიბი, ნოდარ ანდღულაძე, მანანა დოიჯაშვილი და სხვ. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 აპრილი, 2020. წყარო: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.
  14. 14.00 14.01 14.02 14.03 14.04 14.05 14.06 14.07 14.08 14.09 14.10 Элисо Константиновна Вирсаладзе. Belcanto.ru. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.
  15. გერმანული წარმოშობის რუსი პიანისტი და სამუსიკო მოღვაწე ჰენრიხ ნეიჰაუსი. old.radio1.ge. ციტატა: „საქართველოს რადიოს იშვიათ ჩანაწერთა ფონდში დაცულია არაერთი ჩანაწერი, სამუსიკო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებზე, იმ მუსიკოსებზე, რომლებსაც დიდი სიყვარული და სითბო აკავშირებდათ ქართულ კულტურასთან. ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი გახლდათ გერმანელი წარმოშობის რუსი პიანისტი და სამუსიკო მოღვაწე ჰენრიხ ნეიჰაუსი.“ ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  16. Зак Яков Израилевич — Народный артист СССР, Профессор. Московская государственная консерватория имени П.И.Чайковского. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  17. Э. Вирсаладзе - В. Моцарт / Р. Шуман ‎– 13-я Соната / Вещая Птица / Новелетта. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  18. ვახტანგ ჟორდანია (1942–2005) — ქართველი დირიჟორი და პედაგოგი, პროფესორი. უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის სახალხო არტისტი (1983). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  19. Live Classics. live-classics.com. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  20. Eliso Virsaladze Discography. AllMusic.com. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  21. Queen Elisabeth Competition. Concours Reine Elisabeth. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  22. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  23. მარუაშვილი, ლეილა. შეხვედრები თელავში : თელავის კამერული მუსიკის სემინარ-ფესტივალის „ქება ვაზისა“ შესახებ. ფესტივალის ორგანიზატორი ელისო ვირსალაძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. „საბჭოთა ხელოვნება“. — 1988. — № 2. — გვ. 85–91. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-16. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020
  24. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. Facebook. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  25. „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-24. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  26. კულტურის სამინისტროში კლასიკური მუსიკის ცენტრის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  27. რადიოკალენდარი — ელისო ვირსალაძე და მუსიკის ფესტივალი თელავში. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  28. ჯან ჩაკმური. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. ციტატა: „ჯან ჩაკმური — განსაკუთრებული, თვითმყოფადი ტალანტი, რომელიც ერთდროულად გულუბრყვილო და ძალიან დახვეწილია.“ ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  29. ნიკოლოზ ნამორაძე. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. ციტატა: „პიანისტი და კომპოზიტორი ნიკოლოზ ნამორაძე — პიანისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის — კალგარის „ჰონენსის“ 2018 წლის გამარჯვებული. კრიტიკოსთა შეფასებით, „მგრძნობიარე და ფერადოვანი“, „უბრალოდ ბრწყინვალე“ („უოლ სტრიტ ჯორნალი“) და „შეუდარებელი“ („კალგარი ჰერალდი“). / Pianist and composer Nicolas Namoradze — 2018 winner of the triennial Honens International Piano Competition in Calgary, Canada – among the largest competition prizes in classical music. "Sparkling… sensitive and coloristic" (New York Times), "simply gorgeous" (Wall Street Journal) and "unparalleled" (Calgary Herald).“ ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  30. კოლია ბლახერი. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. ციტატა: „ფესტივალის გახსნა — კოლია ბლახერი, გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და თელავის ფესტივალის დიდი მეგობარი.“ ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  31. Kolja Blacher. ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  32. ფუმიაკი მიურა. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. ციტატა: „ფუმიაკი მიურა — გონიერი, გულწრფელი მუსიკოსი, რომელსაც ყველა დროის უდიდესი ნაწარმოებების ინტერპრეტირების უნარი აქვს. მიურას ხელოვნება სავიოლინო მუსიკის უმაღლესი დონის გარანტიაა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში (პინხას ცუკერმანი).“ ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  33. ელისო ვირსალაძე და დავიდ ოისტრახის კვარტეტი. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  34. თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ghn.ge. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  35. ელისო ვირსალაძის მასტერკლასი თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  36. ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ახალი პროექტი. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  37. „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ — პროექტი დასრულდა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  38. Scuola di Musica di Fiesole. ScuolaMusicaFiesole.it. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  39. https://web.archive.org/web/20240203211235/https://www.tokyo-ondai.ac.jp/en/faculty
  40. Бори́с Вади́мович Березо́вский (род. 4 января 1969, Москва) — российский пианист, заслуженный артист Российской Федерации (2016).
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 41.4 41.5 «Два рояля». Элисо Вирсаладзе и ученики — Владислав Броневецкий, Яков Кацнельсон, Дмитрий Каприн, Сергей Воронов, Даниил Кириллов, Александр Шайкин. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 18 აპრილი, 2020. წყარო: Московская государственная консерватория имени П.И.Чайковского. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.
  42. თბილისის საპატიო მოქალაქეები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდი. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  43. ელისო ვირსალაძეს თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. info9.ge. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2020.
  44. საპატიო თელაველები. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2020.
  45. ელისო ვირსალაძეს ანაბეჭდს გაუხსნიან. artinfo.ge. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2020.
  46. საქართველოს პრეზიდენტმა ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. iPress.ge. ციტატა: „ცნობილ პიანისტს სახელმწიფო ჯილდო ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა. „სწორედ ასეთი ინდივიდები აძლიერებდნენ ერს და ჩვენ დღეს გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ხალხსა და საზოგადოებას. მისი ღვაწლი დასაფასებელია იმისათვისაც, თუ როგორ დაუბრუნა ქალბატონმა ელისომ თავისი ცოდნა და პროფესიონალიზმი სამშობლოს. მინდა ამისათვის უდიდესი მადლიერება გამოვხატო“, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.“ ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2020.[მკვდარი ბმული]
  47. Internationaler Robert-Schumann-Wettbewerb für Klavier und Gesang. schumann-zwickau.de. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  48. Robert Schumann Prize of the city of Zwickau. schumann-portal.de. ციტატა: „Among the most famous winners of this award are the pianists Annerose Schmidt, Svjatoslav Richter, Tatjana Nikolaeva, Emil Gilels, Eliso Virsaladze, Jacob Lateiner, Jörg Demus und Alfred Brendel, die SängerInnen Lore Fischer, Peter Schreier, Sara Doluchanova, Theo Adam, Pavel Lisician, Dietrich Fischer-Dieskau, Olaf Bär and Juliane Banse as well as the conductors Kurt Masur, Wolfgang Sawallisch, Nikolaus Harnoncourt, Sir John Eliot Gardiner, Daniel Barenboim and András Schiff.“ ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  49. Ф. Шопен ‎– Соната № 3 Си Минор, Соч. 58. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  50. Элисо Вирсаладзе, Ленинградский Камерный Оркестр - В. Моцарт ‎– Концерт № 15 Для Фортепиано С Оркестром / Концерт № 17 Для Фортепиано С Оркестром. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  51. F. Chopin, Eliso Virsaladze ‎– Piano Works. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  52. Элисо Вирсаладзе - Р. Шуман ‎– Крейслериана, Соч. 16 / Карнавал, Соч. 9. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  53. 53.0 53.1 В. Моцарт – Элисо Вирсаладзе / W. Mozart – Eliso Virsaladze ‎– Концерто Для Фортепиано С Оркестром № 18 И 23 / Concertos Nos. 18, 23 For Piano And Orchestra. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  54. В. А. Моцарт – Элисо Вирсаладзе, Ленинградский Камерный Оркестр ‎– Концерт № 25 Для Фортепиано С Оркестром / Концерт № 1 Для Фортепиано С Оркестром. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  55. В. А. Моцарт - Элисо Вирсаладзе, Ленинградский Камерный Оркестр, Л. Гозман ‎– Концерт № 22 Для Фортепиано С Оркестром / Концерт № 28 Для Фортепиано С Оркестром. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  56. Вольфганг Амадей Моцарт - Элисо Вирсаладзе ‎– Концерт № 12 Для Фортепиано С Оркестром / Концерт № 19 Для Фортепиано С Оркестром. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  57. J. S. Bach, J. Haydn ‎– Concerto For Piano And Orchestra. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  58. Фридерик Шопен - Элисо Вирсаладзе ‎– Элисо Вирсаладзе Играет Произведения Фридерика Шопена. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  59. О. Тактакишвили, Элисо Вирсаладзе, Давид Ойстрах ‎– Концерт № 2 Для Фортепиано С Оркестром (Горные Напевы) / Концертино Для Скрипки И Малого Оркестра. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  60. В. А. Моцарт - Элисо Вирсаладзе, Бэлла Давидович ‎– Концерт № 11 Для Фортепиано С Оркестром / Концерт Для Двух Фортепиано С Оркестром. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  61. Wolfgang Amadeus Mozart – Elisso Wirssaladse, Leningrader Kammerorchester, Lasar Gosman ‎– Klavierkonzert B-dur KV 456 · Klavierkonzert A-dur KV 488. Discogs. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  62. Элисо Вирсаладзе - В. Моцарт / Л. Бетховен ‎– Рондо / Соната № 10 / Соната № 23. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  63. W. A. Mozart, L. Beethoven, Eliso Virsaladze ‎– Piano Music. Discogs. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  64. Ф. Шопен ‎– Играет Элисо Вирсаладзе ‎– Соната № 3 Си Минор, Соч. 58 / Баллада № 3 Ля Бемоль Махор, Соч. 47. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  65. Eliso Virsaladze ‎– Elisso Virssaladze - Piano (Schumann; Chopin). Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  66. Eliso Virsaladze - R. Schumann / F. Liszt ‎– Sonata No. 1 / Rhapsodie Espagnole. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  67. W. A. Mozart - Tatiana Nikolaeva, Eliso Virsaladze, Nikolai Lugansky, Conductor Saulius Sondeckis ‎– Concertos For Two And Three Pianos, KV 365, 242. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  68. Elisso Wirssaladze ‎– Robert Schumann. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  69. W. A. Mozart - Eliso Virsaladze, Eduard Brunner, Radovan Vlatković, Valeri Popov, Alexei Utkin, The Shostakovich Quartet ‎– Chamber Ensembles. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  70. Elisso Wirssaladze ‎– Robert Schumann. AllMusic. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  71. Natalia Gutman, Elisso Wirssaladze ‎– Bach, Brahms & Grieg: Kagan Music Festival Kreuth 1991. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  72. Elisso plays Mozart & Prokofiev. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  73. Eliso Virsaladze plays Chopin. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  74. Schubert: Wanderer-Fantasie/Impromptus. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  75. Chopin: Etudes. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  76. In Memoriam: Sviatoslav Richter. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  77. Elisso Wirssaladze plays Chopin. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  78. Schumann: Piano Sonata 1 & 2; Waldszenen. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  79. Elisso Plays Liszt & Shostakovich. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  80. Elisso in Japan – Chopin. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  81. Elisso Wirssaladze ‎– Elisso plays Mozart & Tchaikovsky. Discogs. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
  82. Mozart: Concertos for 2 & 3 Pianos (Nikolai Lugansky / Tatiana Nikolayeva / Saulius Sondeckis / Eliso Virsaladze). AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.
  83. Eliso Virsaladze Live – Chopin and Schumann. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2020.