გელა აკაკის ძე მუხაშავრია (დ. 10 დეკემბერი, 1938, თბილისი, — გ. 28 ივლისი, 2020, იქვე) — ქართველი ექიმი, კოლოპროქტოლოგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1964). 1964-1970 წლებში იყო ქარელის რაიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი, 1967-1983 წლებში — მოსკოვის კოლოპროქტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1970-1971 წლებში — თბილისის მე–9 საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ექიმი–ორდინატორი, 1972-1983 წლებში — იმავე კლინიკის ჩირქოვანი ქირურგიისა და პროქტოლოგიის განყოფილების გამგე, 1983 წლიდან — საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2012 წლიდან არჩეული იყო საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტად. თბილისის საპატიო მოქალაქე (2016).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.210.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება