იაკობ ქიტესოვი (დ. 6 მარტი, 1920, თბილისი — გ. 2012) — ხელოვნების მუშაკი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).

თბილისური არღნების უნიკალური ნიმუშების შემქმნელი. დაამთავრა თბილისის მე-17 ქართულენოვანი საშუალო სკოლა. 9 წლიდან შეუდგა არღანის დამზადების ხელოვნების შეწავლას, რომელიც დინასტიურია და მას მსოფლოში ანალოგი არ გააჩნია. 13 წლის ასაკში უკვე საფუძვლიანდ ფლობდა არღანს, 16 წლისა კი ორგნის დამზადების საიდუმლოებას. ამ ასაკში აღიარეს და აკურთხეს არღნისს დიდოსტატად. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც სამამულო ომის დაწყების გამო მიატოვა, წავიდა ფრონტზე. ომიდან დაბრუნებისთანავე გააგრძელა უნიკალური არღნების შექმნა. დახვეწა არღნის კონსტრუქცია და ამავე დროს, მის ვაჟთან ერთად შექმნა არღნის ახალი სახეობები.

მათი ხელოვნება ცნობილია საზღვარგარეთაც, კერძოდ აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, ბელგიასა და ისრაელში. ბერლინში გამართულ საორღანო მუსიკის მსოფლიო ფესტივალზე მათმა ორღანმა პირველი ადგილი დაიკავა. 1990 წელს ჰოლანდიის სახელმწიფო მუზეუმში დაარსდა ქიტესოვების კუთხე, სადაც დღესაც დევს მათი ორღანი. არიან აღნიშნული მუზეუმის საპატიო წევრები, ხალხური ხელოვნების ფესტივალების ლაურეატები. არაერთ ქართულ და უცხოურ ფილმებშია გაჟღერებული მათ მიერ ორღანზე შესრულებული მელოდიები. მათზე ფილმის გადაღებას აპირებდა რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი, რისი გაკეთებაც გარდაცვალების გამო აღარ დასცალდა. იაკობ ქიტესოვს უწოდებენ ძველი თბილისის მემატიანეს, თბილისის კოლორიტს, ორღნების დიდოსტატსა და ხელოვანს, ცოცხალ ადამიან-ლეგენდას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება