ტერმინს „არღანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არღანი (მრავალმნიშვნელოვანი).

არღანი (ფრანგ. Charmante Catherine-დან — „მშვენიერი ქეთრინი“, ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც შესრულდა არღანზე, აგრეთვე „ქუჩის ორგანი“, ინგლ. Street organ)— მექანიკური საკრავი, გადასატანი უკლავიშო ორგანის ნაირსახეობა. შეიქმნა ევროპაში XVIII საუკუნეში, საქართველოში გავრცელდა XIX საუკუნის დასაწყისიდან, უმთავრესად ქალაქებში.

მეარღნე არღანით ვენაში, ავსტრია.

არღანი მოზრდილი ყუთია, შიგ ხმოვანი მილები, საბერველი და მუთაქისებრი ლილვაკებია ჩაწყობილი და თითო ლილვაკზე თითო მუსიკალური პიესაა მოთავსებული. ლილვაკების ასამოძრავებლად საკრავს გვერდზე სატრიალებელი სახელური აქვს. აქვეა ლილვაკების გადამრთველი მექანიზმიც. ტრიალისას ლილვაკის ამობურცული ნაწილები სათანადო მილაკებში ჰაერს უშვებენ, რის მეოხებითაც ბგერები წარმოიშობა. რუსეთსა და ევროპის ზოგ ქვეყანაში არღანს „შარმანკას“ ან „კატარინკას“ უწოდებენ.

სახელწოდება წარმოდგება ფრანგული ხალხური სიმღერისაგან "Charmant Catherine" ("მშვენიერი კატარინა"), რომელიც პირველად ამ საკრავში აჟღერდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მშველიძე შ., ქსე, ტ. 1, გვ. 612, თბ., 1975