ტერმინს „ორგანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ორგანი.

ორგანი (ლათ. organum < ბერძ. όργανον) — კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ერთ კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ხისა და ლითონის მილებისა და პნევმატური სისტემისაგან. საკრავს მიდგმული აქვს სამართავი ანუ საშემსრულებლო კათედრა, რომლის პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებთან ერთად თავმოყრილია ყველა რეგისტრის სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და დამატებითი მილების ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება. ორგანს შეიძლება ჰქონდეს 1-7 მანუალი (თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და პედალი (32-კლავიშიანი). ზოგიერთ თანამედროვე ორგანს 2 პედალი აქვს. ორგანს რეგისტებად დაყოფილი რამდენიმე ათასი მილი აქვს. რეგისტრების რაოდენობა საკრავის სიდიდით განისაზღვრება (საშუალოს — ათამდე, გიგანტურს — რამდენიმე ასეული რეგისტრი). თითოეულ რეგისტს მისთვის დამახასიათებელი ტემბრი აქვს. ირთვება ბერკეტით ან ღილაკით. საორგანო მუსიკა იწერება სამ სანოტო დგანზე რეგისტრის მიუთითებლად. ორგანს შეიძლება ჰქონდეს სამი სახის გადაცემათა სისტემა (ტრაქტურა): მექანიკური, პნევმატიკური და ელექტრული ტრაქტურების შეთანხმება. ორგანის წინამორბედებია: სოლინკა, ძვ. ჩინური შენი, ევროპული პანის ფლეიტა. ძვ.წ. III საუკუნეში საბერძნეთში გამოიგონეს წყლის ორგანი — ჰიდრავლოსი. გიგანტური ორგანები დგას მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, რიგის, კიევის, თბილისის, ტალინის, ტაშკენტის საკონცერტო დარბაზებში.

ორგანი წმ. თომას ეკლესიაში, სტრასბური, საფრანგეთი

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: