გვანჯი მანია
გვანჯი მანია (დ. 23 აგვისტო, 1939, ჯვარი) — ქართველი ჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე და მოგზაური.
გვანჯი მანია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 აგვისტო, 1939 (85 წლის) |
დაბ. ადგილი | ჯვარი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი, ჟურნალისტი და მოგზაური |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
თბილისისა და მოსკოვის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში ეუფლებოდა ეკოლოგიას, პუბლიცისტიკას, სოციოლოგიას, ხელოვნებას. 1965-1968 წლებში იყო გაზეთ „ეგრისის“ (წალენჯიხა) განყოფილების გამგე, საქინფორმის შემთავსებელი კორესპონდენტი, ქალაქი ჯვარის მხარეთმცოდნეობის საბჭოს თავმჯდომარე. 1968-1979 წლებში საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის საუნივერსიტეტო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, წიგნის მოყვარულთა საზოგადოების საუნივერსიტეტო ორგანიზაციის პასუხისმგებელი მდივანი, გარემოს დაცვის პრობლემური ცენტრის მუდმივმოქმედი ექსპედიციის ხელმძღვანელი და ლექტორი. 1980–1982 წლებში მუშაობდა საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის და პროპაგანდის განყოფილების უფროსად. 1982-1983 წლებში ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. 1985–1987 წლებში გაზეთ „კომუნისტის“ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური განათლების განყოფილების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 1988–1991 წლებში გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელის“ სოფლის ახალგაზრდობის განყოფილების გამგე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პრესცენტრის ხელმძღვანელი. 1992–1995 წლებში მამულის აღორძინების საზოგადოების პრესცენტრის ხელმძღვანელი. 1993–2002 წლებში ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიო მოგზაურობის სააგენტოს ხელმძღვანელი. მისი ინტერესის სფეროა — ბუნება, ადამიანი, საქართველოს, აგრეთვე კავკასიის ხალხთა ცხოვრება, ისტორია, კულტურა, ტრადიცია. მისი თაოსნობით განხორციელდა მრავალი ჟურნალისტური საკვლევ-საძიებო ლაშქრობა, მოგზაურობა, სამეცნიერო-სპორტული ექსპედიცია. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაინტერესდა მშობლიური მხარის შესწავლით. შექმნა ჯგუფი და მოიარა მაგანას და ინწრას ხეობის ბუნების ყველა ღირსშესანიშნაობა. შემდეგში არაერთ ექსპედიციას გაუკეთა ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელი ან მონაწილე თვით იყო. მისი მეცადინეობით საზოგადოებას ემცნო ეროვნული მემკვიდრეობის მოამაგეთა, ბუნების ქომაგთა და სამშობლოდან გასულ მამულიშვილთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამბები, გაიხსნა საქართველოში პირველი სამდინარო-საზღვაო ტურისტული მარშრუტი — „ოქროს საწმისი“ (ქუთაისი-ფოთი), გაიკვალა უნიკალური სამთო საცხენოსნო მარშრუტი „დიდგორი“, დაწესდა საპატიო წოდება „ბუნების ქომაგი“ და სხვა. ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია. არის საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის (კლუბი „გიორგი“) თავმჯდომარე, რომლის ინიციატივითა და ხელშეწყობით გამოვლინდა და განხორციელდა მრავალი რეკორდი, რომლებიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. მიღებული აქვს ჟურნალისტური პრემიები (1979, 1981).
ჯილდოები
რედაქტირება- 1998 — ღირსების ორდენი
- 2024 — თბილისის საპატიო მოქალაქე[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ოქროს საწმისის ქვეყანა : ცნობარი, თბილისი, საქ. კპ ცკ გამ-ბის სტ., 1984, გვ. 8
- საქართველოს ბუნების ქომაგები, თბილისი, საქართველო, 1979, გვ. 92
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 181–183
- წიგნი ღირსებისა: ტ. 3, თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2001, გვ. 45
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)