ლაშქრობა
ლაშქრობა — სპორტული ტურიზმის სახეობა. მოგზაურის ფეხით მგზავრობა და თავშესაფარისა და სურსათის ზურგით ტარებას, როგორც წესი, ტურისტულ ლაშქრობას უწოდებენ. მისი პოპულარობის გამო არსებობს უამრავი ფეხით მოგზაურობის ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2a/Eaglecreek-28July2006.jpg/220px-Eaglecreek-28July2006.jpg)
ლაშქრობისას როგორც წესი გამოიყენება მსუბუქი, კომპაქტური აღჭურვილობა, მათ შორის — პატარა კარავი და საძილე ტომარა, ხოლო შორ ადგილებში ლაშქრობისას — სამყოფი საჭმელ-სასმელი, ფარანი, კარგი რუკა და კომპასი ან GPS.