ზურაბ კახაბრიშვილი
ზურაბ კახაბრიშვილი (დ. 15 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი ექიმი, პედაგოგი და სპორტსმენი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1993 წელს ზურაბ კახაბრიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. 2000–2004 წლებში კი, აგრარული ინსტიტუტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 2000 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი.
2020 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი.[1]
არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოსა და სამბოში[2]. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ძიუდოში, სპორტის ოსტატი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი[3].
არის ღირსების ორდენის კავალერი (2000წ)[4]. მინიჭებული აქვს ღირსების ორი მედალი (2002, 2006 წწ), ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2 ოლიმპიური ორდენი (2008–2012 წწ.). 2009 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება. თბილისის საპატიო მოქალაქე (2024).[5]
1992–1993 წლებში იყო ბატალიონ „ავაზას“ ექიმი; 1993–1995 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს სამკურნალო განყოფილების უფროსის მოადგილე, თბილისის გარნიზონის მთავარი ექიმი.
1995–2000 წწ. ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის ექიმი და მწვრთნელი; გამოქვეყნებული აქვს 78 სამეცნიერო ნაშრომი.
1997 მსოფლიოს სპორტული მედიცინის IV კონგრესის პრემიის ლაურეატი.[6]
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1998 წელს თემაზე: „სპორტული ტრავმების რეაბილიტაცია პლაზმური სკალპელითა და ელექტორმაგნიტური ველის გამოყენებით“.
სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2003 წელს თემაზე: „მაღალი კვალიფიკაციის მოჭიდავეების საწვრთნო პროცესის მართვა და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ფუნქციური სინჯების, ფარმაკოლოგიური საშუალებებისა და ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატების გამოყენებით“.[7]
2004–2012 წლებში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი 2012–2020 წლებში[8], საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალური მდივანი.
ძალოსნობის, ძიუდოსა[9] და სამბოს ევროპისა და მსოფლიო სამედიცინო და ანტიდოპინგური კომიტეტების წევრი.[10]
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი.[11]
ავტორი წიგნებისა: „სპორტული შრომისუნარიანობის აღდგენის თანამედროვე პრინციპები და საშუალებები“, „სპორტული მედიცინა“, „სპორტული პათოლოგია“, თსსუ-ს სასწავლო-სახელმძღვანელო — „სპორტული მედიცინა და კინეზოთერაპია“, „რა უნდა ვიცოდეთ სპორტსმენთა ჯანმრთელობის შესახებ“,[12]"სპორტული შრომისუნარიანობის აღდგენის საფუძვლები",[13] „მაღალი კვალიფიკაციის მოჭიდავეების საწვრთნო პროცესის სამედიცინო საფუძვლები“.[14]
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ფაკულტეტის პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს წევრი.[15]
2004 წელს მიენიჭა შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის სტატუსი სპორტული მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის დარგში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998–1999. — გვ. 173.
- Akhalkatsi V, Maskhulia L, Chabashvili N, Chutkerashvili T, Kakhabrishvili Z. Doppler Tissue Imaging assessment of myocardial function in highly trained athletes with increased left ventricular mass. European Journal of Cardiovascular Prevention and Rehabilitation, Supplement, EuroPRevent Congress, Paris, 1-3 May 2008, Congress Abstracts, p. S99
- L. Maskhulia, V. Akhalkatsi, T. Chutkerashvili, K. Chelidze, Z. Kakhabrishvili. Electrocardiographic patterns in Georgian high level male athletes with increased left ventricular mass. European Journal of Cardiovascular Prevention and Rehabilitation, Volume 16 Issue, EuroPRevent Congress Abstracts, May 2009, p S 84.
- Масхулия Л.М., Cванишвили Р.А., Сопромадзе З.Г., Кахабришвили З.Г, Cванишвили Т.Р. Физическая работоспособность спортсменов. Georgian Medical News, 1 (166), 2009, 68
- L. Maskhulia , R. Svanishvili, Z. Sopromadze, Z. Kakhabrishvili, T. Svanishvili. Athlete’s physical working capacity. Georgian Medical News, 1 (166), 2009, 68.
- l. masxulia, r. svaniSvili, n. WabaSvili, z. sopromaZe, z. kaxabriSvili, g. eliava, p. kasraZe, T svaniSvili, l. TaTaraZe. sportuli guli. Tbilisis saxelmwifo samedicino universiteti, samedicino reabilitaciis da sportuli medicinis departamenti. Tbilisi – 2009.
- L. Maskhulia , R. Svanishvili, N. Chabashvili, Z. Sopromadze, Z. Kakhabrishvili, G. Eliava, P. Kasradze T. Svanishvili, L. Tataradze. Athlete’s heart. Tbilisi State Medical University, Department of Medical Rehabilitation and Sports Medicine, Tbilisi – 2009.
- Maskhulia L., Akhalkatsi V., Chutkerashvili T., Chelidze K., Kakhabrishvili Z. Evaluation of left ventricular hypertrophy in highly trained adolescent athletes. European Journal of Cardiovascular Prevention and Rehabilitation, EuroPRevent Congress Abstracts, Prague, May 2010, Volume 17, Supplement 2, p.S 65
- Maskhulia L, Kakhabrishvili Z, Akhalkatsi V, Chutkerashvili T. Left ventricular hypertrophy due to vigorous physical conditioning in highly trained Georgian wrestlers and football players: relationship with aerobic capacity. International Journal of Wrestling Science, 1 (1), 2011, 48.
- Maskhulia L., Akhalkatsi V., Chutkerashvili T., Kakhabrishvili Z, Chelidze K. Practical value of myocardial performance index in assessment of ventricular function in highly trained athletes. European Journal of Cardiovascular Prevention and Rehabilitation, EuroPRevent Congress Abstracts, Geneva, April 2011, Volume 18, Supplement 1, p.S 55
- Maskhulia L., Akhalkatsi V., Chutkerashvili T., Chelidze K., Kakhabrishvili Z. Practical value of Tissue Doppler-derived myocardial performance index in assessment of ventricular function in football players. International Conference „Physical methods of investigation in medicine“, P 90-91.
- Kakhabrishvili Z., Maskhulia L., Chelidze K., Akhalkatsi V., Chutkerashvili T. Assessment of ventricular function using Tissue Doppler-derived myocardial performance index in highly trained athletes. Poster’s guide. XXXII World Congress of Sports Medicine. Roma, Italy, 2012, p. 129
- Maskhulia L., Akhalkatsi V., Chelidze K, Kakhabrishvili Z., Matiashvili M., Chabashvili N., Chutkerashvili T. Effects of intensive training on right ventricular structure and function in top-level athletes. European Journal of Cardiovascular Prevention and Rehabilitation, EuroPRevent Congress Abstract book, Rome, April 2013, Volume 20, Supplement 1, p 420, S 70.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სპორტული მედიცინის ასოციაციას ზურაბ კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს[მკვდარი ბმული]
- ↑ დამსახურებული პირები sport.gov.ge/
- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ worldcat.org
- ↑ CART — საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფია
- ↑ საერთაშორისო სემინარი თბილისში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-09. ციტირების თარიღი: 2021-03-11.
- ↑ eju.net
- ↑ List of all the elected officials – Executive Board and Committees 2017–2021
- ↑ საქართველოს ეროვნულმა ანტი-დოპინგურმა სამსახურმა ახალი პროგრამა შეიმუშავა[მკვდარი ბმული]
- ↑ რა უნდა ვიცოდეთ სპორტსმენთა ჯანმრთელობის შესახებ
- ↑ სპორტული შრომისუნარიანობის აღდგენის საფუძვლები
- ↑ მაღალი კვალიფიკაციის მოჭიდავეების საწვრთნო პროცესის სამედიცინო საფუძვლები
- ↑ tsmu.edu