ვახტანგ (წოპე) ხუციძე (დ. 1923 — გ. 12 დეკემბერი, 2012) — ქართველი ოტორინოლარინგოლოგი. პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1967). თბილისის საპატიო მოქალაქე (2003)

1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. პირველი ოპერაცია 1956 წელს ჩაატარა და მას შემდეგ მისი მოღვაწეობა 50 000 ოპერაციაზე მეტს ითვლის. 1959-1976 წლებში იყო თბილისის N4 საავადმყოფოში ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგე. 1976-1983 წლებში — საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საექიმო-კოსმეტოლოგიური სამკურნალოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1983 წლიდან — ეგნატე ფიფიას სახელობის ამიერკავკასიის რკინიგზის კლინიკურ საავადმყოფოში დაავადებულ ლორ-ორგანოთა და პლასტიკური ქირურგიის განყოფილების გამგედ. 1996 წელს განყოფილება გამოეყო საავადმყოფოს და მან დააარსა პლასტიკური ქირურგიის ესთეტიკური კლინიკა. 1998 წლიდან საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი. ყოველწლიურად, გარკვეულ თვეებში მუშაობდა მოსკოვში. საზოგადოება „ახალმა ელიტამ“ მას მიანიჭა თავადის (Князь) წოდება. დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება