ჯემალ ბაღაშვილი
ჯემალ ბაღაშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1941) — ქართველი მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1980), თბილისის საპატიო მოქალაქე (2013)
1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი. თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება 1973 წელს.
1961–1964 წლებში იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის გიტარისტი. 1964–1968 წლებში — ვოკალურ–საკრავიერი ტრიოს „ლილეს“ სოლისტი. 1968 წლიდან ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ლიბრეტოთა ავტორი. მრავალი საკონცერტო პროგრამის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. მას ეკუთვნის მრავალი სასიმღერო ტექსტი და იუმორისტული ნომერი. 1995 წლიდან შოუ–ბიზნესცენტრის „ლომისის“ გენერალური დირექტორი და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორია.
ჯილდოები
რედაქტირება- 1996 — ღირსების ორდენი (ქართული საესტრადო ხელოვნების დარგში შეტანილი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ბოლო ხუთი წლის მანძილზე კონცერტების პოპულარული სერიალის შექმნისათვის)