ლევ კულიჯანოვი (დ. 19 მარტი, 1924, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 2002, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1976). თბილისის საპატიო მოქალაქე (1983), სოციალისტური შრომის გმირი (1984). სსრკ VII-X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ლევ კულიჯანოვის საფლავი

1955 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. გადაიღო ფილმები: „მამისეული სახლი“ (1959), „როცა ხეები დიდები იყო“ (1962), „დანაშაული და სასჯელი“ (თ. დოსტოევსკის რომანის ეკრანიზაცია, 1970), „კარლ მარქსი, ახალგაზრდობის წლები“ (7 სერიანი მხატვრული ფილმი, 1980) და სხვა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფილმს „ცისფერი რვეული“(1969), რომელშიც ლენინის სახეა შექმნილი.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება