მალხაზ სონღულაშვილი
მალხაზ სონღულაშვილი (დ. 21 თებერვალი, 1963, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, სასულიერო პირი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2013).
1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო 2003 წელს ოქსფორდის მისიოლოგიური კვლევის ცენტრის დოქტორანტურა. 1980–1985 წლებში იყო ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური რაზმის ხელმძღვანელი. 1992–1996 წლებში — „ბიბლიოთეკა კრისტიანას“ დამფუძნებელი და დირექტორი. 1987–2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის, ეკლესიის ისტორიის, ძველ ებრაულის ლექტორი. 1992–1999 წლებში — ევანგელურ–ბაბტისტური თეოლოგიური სემინარიის რექტორი. კითხულობს ლექციებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1996 წლიდან ახორციელებს საეკლესიო და ლიტურგიულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს სახარების კონტექსტუალიზაციას. 1986–1989 წლებში შესრულებული აქვს ძველი აღთქმის წიგნების თარგმანი. 1988–1993 წლებში — ახალი აღთქმის გადამუშავებული გამოცემა. 2001 წელს ბიბლიის ახალი რედაქცია. ახალი აღთქმის განახლებული თარგმანი. 2000 წელს გამოქვეყნებული აქვს თარგმანები: ბიბლიური მოთხრობები და კლაივ სტეპლზ ლუისის „ნარნიის ქრონიკები“.
ჯილდოები
რედაქტირება- 1996 — მსოფლიოს პატრიარქის მიერ დაჯილდოებულია მოოქრული ჯვრით
- 2005 — ეკუმენური კანონიკოსის წოდება ნორვიჩის ეპისკოპოსის მიერ მინიჭებული
- 2005 — კენტერბერიის მთავარეპისკოპოსისა და ინგლისის პრიმასის მიერ დაჯილდოებულია ლამბეთის ჯვრით
- 2006 — ეკუმენური კანონიკოსის წოდება ვეიკფილდის ეპისკოპოსის მიერ მინიჭებული