თინათინ ასათიანი

ქართველი ფიზიკოსი

თინათინ ლევანის ასული ასათიანი (დ. 12 მარტი, 1918, თბილისი, — გ. 20 ივლისი, 2011, ერევანი) — ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970), სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1996).

თინათინ ასათიანი
დაბ. თარიღი 12 მარტი, 1918(1918-03-12)
დაბ. ადგილი თბილისი, ამიერკავკასიის კომისარიატი
გარდ. თარიღი 20 ივლისი, 2011(2011-07-20) (93 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი
მოქალაქეობა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 სომხეთი
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სოროსის პროფესორი, სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ლენინური პრემია და ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა პროფესორ ლევან ასათიანის ოჯახში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1944 წლიდან არტემ ალიხანიანის მიწვევით მუშაობს სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში (ამჟამად ატომური ენერგიის სახელმწიფო კომიტეტის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი). კოსმოსური გამოსხივების ფართო ატმოსფერული ღვარების გამოკვლევისას ასათიანმა პირველმა გამოიყენა ატმოსფერული ღვართა ენერგიის გასზომვის ახალი მეთოდი.

1959 წელს თინათინ ასათიანი იწყებს კოსმოსური მიუონების პოლარიზაციის ხარისხის ენერგიაზე დამოკიდებულების შესწავლას, ხოლო 1963 წლიდან მონაწილეობს დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში — განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნაში.

 
მემორიალური დაფა ერევანში სახლზე, სადაც 1950-2011 წლებში ცხოვრობდა თინა ასათიანი (ბაგრამიანის გამზირი, 18ა)

1970 წელს თინათინ ასათიანმა ალიხანიანთან და მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მიიღო ლენინური პრემია. ამ სამუშაოს შედეგად გამოირკვა, რომ მაგნიტურ ველში განიერღრეჩოიანი კამერის მოთავსებისას ნაპერწკალი შეიძლება განვითარდეს დამუხტულ ნაწილაკთა წინასწარ არ მოცემული წრიული ტრაექტორიის გასწვრივ. ამან განაპირობა კამერების ფართო გამოყენება ნაწილაკების იმპულსის გასაზომ ხელსაწყოებად.

თინათინ ასათიანი თანაავტორია 150-ზე მეტი ნაშრომისა. წლების მანძილზე მოღვაწეობდა ლექტორად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1980 წელს მიენიჭა სომხეთის სსრ-ის დამსახურებელი მეცნიერის ტიტული. 1987 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1994 წლიდან იყო სოროსის ფონდის საპატიო პროფესორი. გარდაიცვალა ერევანში, 2011 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ПАМЯТИ АКАДЕМИКА ТИНЫ АСАТИАНИ. ციტირების თარიღი: 2018-09-27.