ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არტემ ალიხანიანი (სომხურად: Արտեմ Ալիխանյան, რუსულად: Артём Исаакович Алиханьян; დ. 24 ივნისი, 1908 — გ. 25 თებერვალი, 1978) — საბჭოთა სომეხი ფიზიკოსი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი დირექტორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. პეტრე კაპიცასთან, ლევ ლანდაუსთან, იგორ კურჩატოვთან, აბრამ ალიხანოვთან და სხვებთან ერთად, მან საფუძველი ჩაუყარა ბირთვულ ფიზიკას საბჭოთა კავშირში. იგი ცნობილია როგორც „სომხური ფიზიკის მამა“.[4]

არტემ ალიხანიანი
სომხ. Արտեմ Իսահակի Ալիխանյան
დაბ. თარიღი 11 (24) ივნისი, 1908[1]
დაბ. ადგილი თბილისი[1] [2]
გარდ. თარიღი 25 თებერვალი, 1978(1978-02-25)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ეროვნება სომხები[3] [1]
საქმიანობა ფიზიკოსი[3] [1] , სამეცნიერო მუშაკი, გამომგონებელი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი[3] და ბირთვული კვლევის ეროვნული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი[3]
განთქმული მოსწავლეები Venedikt Dzhelepov, Pyotr Spivak, გრიგორ გარიბიანი, Aleksandr Vaysenberg, Viktor Kirillov-Ugriumov და Mikhail Kozodaev
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[1]
ჯილდოები სტალინური მე-2 ხარისხის პრემია[3] , სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე[3] [1] , შრომის წითელი დროშის ორდენი[3] , ლენინური პრემია[3] , სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია[3] და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

არტემ ალიხანიანი დაიბადა ელიზავეტპოლში (დღევანდელი განჯა, აზერბაიჯანი), რუსეთის იმპერიაში, სარკინიგზო ინჟინრისა და დიასახლისის ოჯახში.[5] 1912 წელს ოჯახი საცხოვრებლად ალექსანდროპოლში გადავიდა. იგი მუშაობდა ოფიციანტად და გაზეთის გამყიდველად. ალიხანიანი რეგულარულად არ დადიოდა სკოლაში; თავდაპირველად მას სახლში ასწავლიდნენ. მოგვიანებით მან გაუვლელად დიპლომი მოიპოვა ტიფლისის N100 სკოლაში . 1930 წელს, ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებამდე, იგი გახდა ლენინგრადის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი სადაც უფროს ძმასთან ერთად მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მათ ჩაატარეს ბეტა – დაშლის ფუნდამენტური გამოკვლევები, აღმოაჩინეს გამა სხივების შიდა გარდაქმნა. ის კოლეგებთან ერთად 1934 აკვირდებოდა რადიოაქტიური ნივთიერებების დაშლის ფენომენს. ძმების გამოკვლევების გამო მათ სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიენიჭათ.[6] 1948 წელს ძმებს კვლავ მიენიჭათ სსრკ სახელმწიფო პრემია გამა სხივების გამოკვლევისთვის.[7] ორმა ძმამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაში და 1943 წელს დააარსეს ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი. ა. ალიხანიანი გახდა მისი დირექტორი შემდეგი 30 წლის განმავლობაში.

1965 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა ალიხანიანი ფიზიკის ლექტორად მიიწვია.[8] ის პირველი ევროპელი პროფესორი გახდა, რომელიც ჰარვარდში სამუშაოდ მიიწვიეს.[9]ალიხანიანი იყო ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლებედევის ინსტიტუტის ფიზიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბირთვული ფიზიკის კათედრის დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტში, უმაღლესი - არაგაცისა და ნორ-ამბერდის კვლევითი სადგურები. მას მიენიჭა "სომხეთის სსრ მეცნიერების დამსახურებული მეცნიერის" წოდება 1967 წელს.

1970 წელს ის დაჯილდოვდა ლენინის პრემით. მოგვიანებით მან დაიწყო მუშაობა რენტგენის გადასვლის გამოსხივების დეტექტორებზე.

შემოქმედება

რედაქტირება

არტემი ხელმძღვანელობდა 6 GeV სომხური ელექტრონული სინქროტრონის მშენებლობას (ერევანი). ალიხანიანი ასევე გამოცდილი პედაგოგი იყო. 1961-1975 წლებში მან მოაწყო მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო ენერგეტიკულ ფიზიკის საერთაშორისო სკოლები ნორბერბერდში, მრავალი აკადემიკოსისა და ნობელის პრემიის ლაურეატის მონაწილეობით. ვოლფგანგ კ. პანოფსკისა და რ. ვილსონის თანახმად, ალიხანიანმა "ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეცნიერებაში, კერძოდ, გარდამავალი გამოსხივების გამოყენებაში, როგორც ნაწილაკების გამოვლენისა და იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი".

პიროვნულობა

რედაქტირება

ალიხანიანი ასევე ცნობილი იყო, როგორც კეთილი და უაღრესად გამგებიანი პიროვნება, მისმა „დიდმა ერუდიციამ ყველა მოიხიბლა“. იგი კარგ ურთიერთობებში იყო აკადემიკოსებთან ისააკ პომერანჩუკთან, არკადი მიგდალთან, ლევ არციმოვიჩთან და ლევ ლანდაუსთან, კომპოზიტორთან დიმიტრი შოსტაკოვიჩთან (იგი იყო კომპოზიტორის ცოლის, ნინა ვარზარის კოლეგა, რომელიც გარდაიცვალა სომხეთში, 1954 წელს). იგი აქტიურად უჭერდა მხარს მეცნიერთა საერთაშორისო თანამშრომლობას.

ფილმი გამარჯობა, ეს მე ვარ! ალიხანიანის ბიოგრაფიას ეყრდნობა და მის შესახებაა გადაღებული.

ალიხანიანი თანამედროვე სომხეთში

რედაქტირება

ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი და ერთ-ერთი ქუჩა ერევანში მის სახელს ატარებს. მისი ქანდაკება დგას ერევნის ალიხანიანის მოედანზე. ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის ცენტრალურ შენობაში ასევე გახსნილია ალიხანიანის მემორიალური კაბინეტ-მუზეუმი.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Հայկական համառոտ հանրագիտարանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 1.
  2. https://www.sci.am/membersview.php?id=29&d=&l=&langid=2
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  4. Artem Alikhanian: the father of Armenian physics Archived 2015-01-21 at the Wayback Machine, CERN Courier, Vol. 48, N. 6, 2008, p. 41
  5. Notable Scientists from 1900 to the Present: A-C, by Brigham Narins, Gale Group, 2001, p. 27
  6. Abraham Alikhanov
  7. Artem Alikhanian, Cosnews journal, #11, May 1978
  8. The Loeb and Lee Lectureship Funds: 1953-1990". " Archived from the original on 2013-05-28. Retrieved 2012-05-01.
  9. Alikhanian. Sketches, memoirs, documents, ed. M. Daion, Moscow, 2000, p. 302