ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბრამ ალიხანოვი (სომხურად: Աբրահամ Ալիխանյան; რუსულად: Абрам Исаакович Алиханов, ნამდვილი გვარი ალიხანიან; დ. 4 მარტი, 1904 — გ. 8 დეკემბერი, 1970) — სომეხი საბჭოთა ექსპერიმენტული ფიზიკოსი, რომელიც სპეციალიზებული იყო ნაწილაკების და ბირთვული ფიზიკის საკითხებში. ის იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ფიზიკოსი.

აბრამ ალიხანოვი
სომხ. Աբրահամ Իսահակի Ալիխանյան
დაბ. თარიღი 20 თებერვალი (4 მარტი), 1904[1] ან 1904
დაბ. ადგილი თბილისი[2] [1]
გარდ. თარიღი 8 დეკემბერი, 1970(1970-12-08)[3]
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ეროვნება სომხები[1]
საქმიანობა ფიზიკოსი[1] , გამომგონებელი, ბირთვული ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი[1] და თეორიული და ექსპერიმენტალური ფიზიკის ინსტიტუტი[1]
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი[1]
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი ტიგრან ალიხანოვი
ჯილდოები სტალინური პრემია[1] , ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი[1] და შრომის წითელი დროშის ორდენი

ალიხანოვი სწავლობდა რენტგენის სხივებს და კოსმოსურ გამოსხივებებს მანამ, სანამ საბჭოთა ატომური ბომბის პროექტს არ შეუერთდებოდა.[4] 1945–1968 წლებში ის ხელმძღვანელობდა თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტს (ITEP) მოსკოვში, რომელსაც მისი სახელი მიენიჭა 2004 წელს. 1934 წელს მან და იგორ კურჩათოვმა შექმნეს „ბავშვის ციკლოტრონი“, პირველი „ციკლოტრონი“, რომელიც ფუნქციონირებდა ბერკლის, კალიფორნიის გარეთ.

მისი ძმა, არტემ ალიხანიანი საბჭოთა სომხეთში იყო და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერევნის ფიზიკის ინსტიტუტს.

ადრეული წლები

რედაქტირება

ალიხანოვი დაიბადა როგორც აბრაამ ალიხანიანი. 1904 წელს ელისაბედპოლში (დღეს განჯა, აზერბაიჯანი) სომეხი მშობლების ოჯახში. მისი მამა, ისაჰაკ ალიხანიანი (დ. 1925),[5] იყო სარკინიგზო ინჟინერი (მატარებლის მძღოლი) ამიერკავკასიის რკინიგზაში, ხოლო დედა იულია არტემევნა (ახ. სულხანოვა) დიასახლისი. მისი უმცროსი ძმა არტემ ალიხანიანი (1908–78) ასევე ცნობილი ფიზიკოსი იყო.[6] მათ ორი და ჰყავდათ: არაქსია (დაბ. 1906) და რუზანა (დაბ. 1913).მისი ოჯახი ცხოვრობდა ალექსანდროპოლში (დღეს გიუმრი) 1912–13 წლებში, სადაც აბრამი სწავლობდა კომერციულ კოლეჯს. შემდეგ ოჯახი გადავიდა ტიფლისში (დღევანდელი თბილისი), სადაც 1918 წლამდე ცხოვრობდა. 1920 წლის თურქეთ-სომხეთის ომამდე. ომის გამო დაბრუნდნენ ტიფლისში და აბრამმა დაამთავრა ტიფლისის სავაჭრო კოლეჯი 1921 წელს. შემდეგ იგი ჩაირიცხა ტიფლისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მაგრამ, უმეტესწილად, არ სწავლობდა რომ დახმარებოდა ოჯახს ფინანსურად. იგი მუშაობდა მოლარედ და ტელეფონის ოპერატორად.

კარიერის დასაწყისი ლენინგრადში

რედაქტირება

1923 წელს ალიხანოვი ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად და ჩაირიცხა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის განყოფილებაში. 1924 წელს იგი აბრამ იოფეს მიერ დაარსებულ ფიზიკა-მექანიკის განყოფილებაში გადავიდა. იოფეს გარდა, იქ ასწავლიდნენ სხვა გამოჩენილ მეცნიერებს, მათ შორის ნიკოლაი სემიონოვი და იაკოვ ფრენკელი. 1925–27 წლებში მუშაობდა მეჩნიკოვის საავადმყოფოში, რენტგენოგრაფიად. უნივერსიტეტი 1929 წელს დაასრულა.[6]

1935 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იგი ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის სახელმწიფო ტრანსპორტის უნივერსიტეტში 1939–41 წლებში და იქ ხელმძღვანელობდა ფიზიკის კათედრას.

კოსმოსური სხივები

რედაქტირება

ალიხანოვი აპირებდა შეესწავლა კოსმოსური სხივები, რომელიც იმ დროს ცნობილი ენერგიის ნაწილაკების ერთადერთი წყარო იყო.[7] ის პამირის მთებში მუშაობდა, 1941 წლის ზაფხულში, თუმცა ნაცისტური ძალების მოახლოების გამო, ალიხანოვი გუნდთან ერთად ყაზანში გადავიდა 1941 წლის ოქტომბერში. 1942 წლის აპრილში იგი გადავიდა ერევანში, საბჭოთა სომხეთში, არაგაცის მთაზე კოსმიური სხივების შესწავლის მიზნით.

ალიხანოვმა და მისმა ჯგუფმა, მათ შორის მისმა ძმამ არტემ ალიხანიანმა, ასევე არასწორად დაასკვნეს კოსმოსური გამოსხივების ნაწილაკების არსებობა, რომელსაც მათ ვანიტრონებს უწოდებენ, რომლებიც სავარაუდოდ მასების ფართო სპექტრს ფლობდნენ. ძმები ალიხანოვ-ალიხანიანები ამ შედეგის გამო ძალიან გააკრიტიკეს.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. Алиханов Абрам Исаакович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Holloway, David (1994). Stalin and the Bomb: The Soviet Union and Atomic Energy, 1939–1956. Yale University Press. p. 38. ISBN 9780300066647.
  5. "Алиханов Абрам Исаакович [Alikhanov Abram Isaakovich]". isaran.ru (რუსული). Archives of the Russian Academy of Sciences. Archived from the original on 23 June 2019. Retrieved 8 June 2020.
  6. 6.0 6.1 Frenkel, V. J. (December 20, 2019). „Alikhanov, Abram Isaakovich“. Complete Dictionary of Scientific Biography. encyclopedia.com.
  7. Aleksandrov, A. P.; Dzhelepov, V. P.; Nikitin, S. Ya.; Khariton, Yu. B. (1974). Translated by R. W. Bowers. „Abram Isaakovich Alikhanov (obituary)“. Soviet Physics Uspekhi. 17 (2): 283–285. doi:10.1070/PU1974v017n02ABEH004342 Russian