გრიგორ გარიბიანი
გრიგორი მარკარის ძე გარიბიანი (სომხ. Գրիգոր Մարգարի Ղարիբյան, რუს. Григорий Маркарович Гарибян – გრიგორი მარკაროვიჩ გარიბიანი) (დ. 13 დეკემბერი, 1924 — გ. 8 ივნისი, 1991) — საბჭოთა სომეხი ფიზიკოსი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (1973–1991).
გრიგორ გარიბიანი | |
---|---|
სომხ. Գրիգոր Մարգարի Ղարիբյան | |
დაბ. თარიღი | 13 დეკემბერი, 1924[1] [2] |
დაბ. ადგილი | თბილისი[1] [2] |
გარდ. თარიღი | 9 ივნისი, 1991[2] (66 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი[2] |
მოქალაქეობა | სსრკ |
ეროვნება | სომხები[1] |
საქმიანობა | ფიზიკოს-თეორეტიკოსი[1] [2] |
მუშაობის ადგილი | ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი[1] |
ალმა-მატერი | მგუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი[1] |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[2] |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგრიგორ გარიბიანი [3] [4] დაიბადა 1924 წელს ტფილისში (ამჟამად - თბილისი, საქართველო) ექიმისა და დიასახლისის ოჯახში. საბოლოოდ ოჯახი საცხოვრებლად ბაქოში (აზერბაიჯანი) გადავიდა, სადაც გარიბიანმა მიიღო ზოგადი განათლება. 1943 წელს დაამთავრა სკოლა ბაქოში და გაემგზავრა მოსკოვში. გარიბიანის ცხოვრებისეული გატაცება ფიზიკა იყო. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ადევნებდა თვალყურს ფიზიკის სამყაროს ამბებს და ძალიან აღელვებული იყო, როდესაც 1942 წელს შეიტყო ძმები ალიხანიანების ექსპედიციის შესახებ არაგაცის მთაზე (სომხეთი). გარიბიანი ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. მოსკოვის სახელმწიფო უნვიერსიტეტში სწავლის შემდეგ სასწრაფოდ გაემგზავრა ერევანში და შეუერთდა ერევნის ფიზიკის ინსტიტუტს, რომელიც დააარსა არტიომ ალიხანიანმა 1943 წელს. ამის შემდეგ გარიბიანმა თავი მიუძღვნა მეცნიერულ კვლევებს თეორიულ ფიზიკაში, კვანტური ელექტროდინამიკის, კოსმოსური სხივების და მაღალი ენერგიის ნაწილაკების სფეროებში. [5] [6] [7] მთელი ცხოვრება მუშაობდა ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში როგორც მკვლევარი, ინსტიტუტის სამეცნიერო მდივანი, დირექტორის მოადგილე და ლაბორატორიის გამგე. აქტიურად მონაწილეობდა ერევნის სინქროტრონის შექმნაში და ასევე არაგატსის მთაზე მაღალი სიმაღლის კოსმოსური სხივების სადგურების დაარსებაში.
გარიბიანის მთავარი სამეცნიერო მიღწევა იყო რენტგენის გარდამავალი გამოსხივების აღმოჩენა [8] [9] და გარდამავალი გამოსხივების თეორიის შემუშავება. მან ასევე აჩვენა ფუნქციური გარდამავალი გამოსხივების დეტექტორის მიზანშეწონილობა - ინსტრუმენტი მაღალი ენერგიის ულტრარელატივისტური ნაწილაკების იდენტიფიკაციისთვის. [10] [11] [12] [13]
1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევართა ინტერესის ძირითადი თემა იყო კოსმოსური სხივები და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც აწუხებდა იმ დროს კოსმოსურ სხივებზე მომუშავე ექსპერიმენტულ ფიზიკოსებს, იყო კოსმოსური გამოსხივების რელატივისტური ნაწილაკების ძალზე მაღალი ენერგიების გაზომვა.
გარიბიანი ცდილობდა შეემუშავებინა მეთოდები, რომლებიც ამ პრობლემის გადაწყვეტაში დიდ როლს ითამაშებდნენ. კვლევის საწყის წერტილად მან გამოიყენა გინზბურგის და ფრანკის მიერ 1946 წელს დაწერილ სტატიაში გამოქვეყნებული შედეგები, სადაც იწინასწარმეტყველეს გარდამავალი გამოსხივების თეორიული არსებობა. 1959 წელს გარიბიანმა აღმოაჩინა რენტგენის გარდამავალი გამოსხივება, რომლის ინტენსივობა წრფივი იყო დამოკიდებული ნაწილაკების ლორენც-ფაქტორზე. შესაძლებელი გახდა ულტრარელატივისტური დამუხტული ნაწილაკების იდენტიფიცირება და მათი ენერგიების გაზომვა. [14]
მომდევნო წლებში გარიბიანმა თავის მოწაფეებთან ერთად განაგრძო გარდამავალი გამოსხივების თეორიის განვითარება. მათმა თეორიულმა ნაშრომებმა ხელი შეუწყო სომხეთში გარდამავალი გამოსხივების ექსპერიმენტულ კვლევას. [15] [16]
გარიბიანი, გარდა მეცნიერისა, იყო პედაგოგიც: 1951-1964 წლებში კითხულობდა ლექციებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკურ მათემატიკის განყოფილებაში (კლასიკური და კვანტური ელექტროდინამიკის, ელექტრონების თეორიისა და ფარდობითობის თეორიის თემებზე) და 1970 წლიდან 1973 წლამდე (მატერიაში სწრაფი ნაწილაკების გავლის თემაზე). 1965-1969 წლებში მუშაობდა სომხეთის ას.ს. რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების უფროსად. მისი ხელმძღვანელობით ბევრმა მისმა მოწაფემ მოიპოვა დოქტორის ხარისხი და გახდნენ გამოჩენილი მეცნიერები. მას ასევე აინტერესებდა სომხეთში ფიზიკის პროგრესის ისტორიის დოკუმენტირება. მან ამ თემასთან დაკავშირებით ფიზიკოსებთან, ლევ არციმოვიჩთან და არკადი მიგდალთან ერთად გამოსცა წიგნი, რომელიც მიუძღვნა არტომ ალიკანიანის 60 წლის იუბილეს. [17] 1966 წლიდან გარიბიანი ასევე მუშაობდა ჟურნალის „სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის შრომების“ აღმასრულებელ რედაქტორად.
1983 წელს გარიბიანმა თავის მოწაფე იან ჩისთან ერთად გამოაქვეყნა მონოგრაფია: "რენტგენის გარდამავალი გამოსხივება", რომელიც აჯამებდა წლების განმავლობაში თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის დროს შეგროვებულ მონაცემებს გარდამავალი გამოსხივების შესახებ[18]
გარდაიცვალა 1991 წლის 8 ივნისს ერევანში, სომხეთში.
ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობა
რედაქტირება- 1948-1951 - მკვლევარი
- 1952-1958 წლებში - სამეცნიერო მდივანი
- 1959-1965 წლებში - დირექტორის სამეცნიერო მოადგილე
- 1966-1991 - დამუხტული ნაწილაკების მატერიასთან ურთიერთქმედების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
დიპლომები და ნომინაციები
რედაქტირება- ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1952 წ.)
- ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961 წ.)
- AS-ის წევრ-კორესპონდენტი, სომხეთის სსრ (1963 წ.)
- ასს სრულუფლებიანი წევრი, სომხეთის სსრ (1971)
- პროფესორი (1973)
- სომხეთის სსრ ასს-ის ფიზიკა-მათემატიკის კათედრის აკადემიკოსი-მდივანი (1973–1991 წწ.)
ჯილდოები
რედაქტირება- შრომის წითელი დროშის ორდენი (1971, 1981)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Հայկական համառոտ հանրագիտարան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 3.
- ↑ L A Vardanyan “Gregory Markarovich Garibian”, AS of ASSR, Matherials to the Bibliography of Scientists of the ASSR, v.40, Publisher AS ASSR, Yerevan, 1987 (in Russian and Armenian)
- ↑ "Garibian Gregory Markarovich"
- ↑ [1],"Health Physics Division annual progress report", Oak Ridge National Laboratory, p.137,1959
- ↑ Garibian G.M, Chi Y.,"THEORY OF RADIATION GENERATED BY CHARGED PARTICLES PASSING THROUGH CONTINUOUS PERIODIC MEDIUM","Nasa Technical Documents",1973
- ↑ "PHENIX TRD Simulation", 2003
- ↑ G.M.Garibyan "Contribution to the Theory of Transition Radiation" დაარქივებული 2020-10-02 საიტზე Wayback Machine. , JETP (USSR) 33 (1957) 1403; Sov.Phys.JETP 6 (1958) 1079
- ↑ G.M.Garibyan "Transition Radiation Effects in Particle Energy Losses" დაარქივებული 2019-04-10 საიტზე Wayback Machine. , JETP (USSR) 37 (1959) 527-533; Sov.Phys.JETP 10 (1960) 372
- ↑ Boris Dolgoshein "Transition radiation detectors", Nuclear Instruments and Methods in Physics Research A326 (1993) 434-469
- ↑ P.Spinelli "TRDs for the third Millennium","Nuclear Instruments and Methods in Physics Research", A522 2004
- ↑ "Transition Radiation from Relativistic Electrons Crossing Dielectric Boundaries", Phys. Rev. 142, 272–276 (1966)
- ↑ "Garibian Gregory Markarovich" დაარქივებული 2021-05-06 საიტზე Wayback Machine. , Cabinet of Physics СПбАППО (in Russian)
- ↑ R A Sardaryan, Y.G. Shahnazaryan, Yang Chi "Gregory Markarovich Garibian", AS of ASSR, Matherials to the Bibliography of Scientists of the ASSR, v.40, p.31-32, Publisher AS ASSR, Yerevan, 1987 (in Russian and Armenian)
- ↑ "Some New Developments on Transition Radiation Detectors" Luke C.L. Yuan, Brookhaven National Laboratory, p. 2, Upton, New York, USA and CERN, Geneva, Switzerland
- ↑ "Development of the Transition Radiation Detector" Peterson, Department of Physics and Astronomy, p. I-3, Univ.Hawaii, Honolulu
- ↑ Artsimovich L A, Migdal A B, Zhelepov V P, Garibian G M,"Artyom Isakovich Alikhanian","УФН 95 385-388",1968 (in Russian)
- ↑ Garibian G M, Yang Chi “X- Ray Transition Radiation” Publisher AS ASSR, Yerevan, 1983 (in Russian)