წევრ-კორესპონდენტი

წევრ-კორესპონდენტი — აკადემიური წოდება. პირი, რომელიც არის სამეცნიერო საზოგადოების ან დაწესებულების, მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[1] საქართველოში წევრ-კორესპონდენტს ირჩევენ მეცნიერებათა აკადემიაში, მეცნიერული განვითარების საქმეში დიდი მიღწევებისათვის. წევრ-კორესპონდენტად კანდიდატების დასახელების და წარდგინების უფლება აქვთ სამეცნიერო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებს. შემდგომ შესაძლოა წევრ-კორესპონდენტი აირჩიონ აკადემიკოსად. საქართველოში აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერი — საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტით სარგებლობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება