ნიკოლოზ რაჭველი (ნამდვილი სახელი— ნიკოლოზ მემანიშვილი; დ. 15 მაისი 1979, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი.

ნიკოლოზ რაჭველი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნიკა მემანიშვილი
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1979 (1979-05-15) (45 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი პიანინო

1996 წელს დაამთავრა ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი ფორტეპიანოსა და კომპოზიციის სპეციალობებით, ხოლო 2005 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით. 1999–2003 წლებში ეუფლებოდა დირიჟორობის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობებს ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ეწევა მრავალმხრივსა და აქტიურ შემოქმედებით, საშემსრულებლო და საორგანიზაციო საქმიანობას. 2011 წელს გადაეცა საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.[1] 2017 წლის 26 მაისს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 316

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნიკა რაჭველი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2018.
  2. ნიკოლოზ რაჭველინიკოლოზ რაჭველი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა. Sputnik-Georgia.com (26 მაისი, 2017). ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2018.