მურაზ მურვანიძე
მურაზ (თეიმურაზ) მურვანიძე (დ. 10 მაისი, 1939, თბილისი) — თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი, მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი,[1] საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
მურაზ მურვანიძე | |
---|---|
მურაზ მურვანიძე 2014 წელს | |
დაიბადა | 10 მაისი, 1939 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილება. მურაზ მურვანიძე არის სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ის (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი. სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი.
მურაზ მურვანიძე კარიერის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში. ამჟამად იგი აგრძელებს საქართველოში ნაყოფიერ მუშაობას, ამის ერთ-ერთი მაგალითია თბილისის „მთაწმინდის პარკი".[2]
ოჯახი
რედაქტირება- კოტე მახარაძე (1926-2002)
- მედეა ჩახავა (1921-2009)
- მურაზ მურვანიძე (1939)
- მაკა მახარაძე
- ნატო მურვანიძე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მურაზ მურვანიძე ხელოვნების სასახლეში. Events.ambebi.ge (14 თებერვალი 2018). ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ Теймураз Мурванидзе. Российская Академия Художеств. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23.